Home სხვადასხვა დაიჯესტი “მოხერხებული” ამერიკელები _ პენტაგონის ბუღალტერიაში 35-ტრილიონიანი შავი ხვრელია

“მოხერხებული” ამერიკელები _ პენტაგონის ბუღალტერიაში 35-ტრილიონიანი შავი ხვრელია

აი რატომ ექომაგებიან კონგრესმენ-სენატორები “ფრონტერას”

3982
ჯო და ჰანტერ ბაიდენები
ჯო და ჰანტერ ბაიდენები

ამერიკულ ანალიტიკურ მასალებში ხშირად წაიკითხავთ მოსაზრებას, რომ ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი რამდენიმეჯერ მეტია, მაგალითად, რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტებზე და ამ მონაცემების შედარებით კეთდება საკმაოდ გულუბრყვილო დასკვნა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში აშშ მარტოდმარტო შეუძლია, წარმატებით ებრძოლოს სრულიად მსოფლიოს.

უყურადღებოდ დავტოვოთ ფაქტი, რომ ატომური შეკავების, ჰიბრიდული ომებისა და მოწინააღმდეგეზე ასიმეტრიული ზომებით ზემოქმედების ეპოქაში, ბიუჯეტის მიხედვით, სამხედრო ბიუჯეტების შედარება გულუბრყვილობაა. ამაში დავრწმუნდებით, თუ ამერიკის არმიის ამ ლეგენდარულ ბიუჯეტს გულდასმით გავაანალიზებთ. საბედნიეროდ, ეს უკვე გააკეთეს აშშ-ის სახელმწიფო აუდიტორებმა, რომლებმაც თავდაცვის სამინისტრო შეამოწმეს.

ამერიკული მედია შოკირებული იყო აუდიტორების შემოწმების შედეგით: პენტაგონის ბუღალტერიაში 35-ტრილიონიანი შავი ხვრელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიურპრიზი უნდა ყოფილიყო სტრუქტურისთვის, რომელსაც, როგორც ცნობილია, ყოველთვის ჰქონდა აუდიტთან პრობლემა, პენტაგონმა მაინც განაცვიფრა ზოგიერთი დამკვირვებელი ახალი საფინანსო მაჩვენებლებით. სააგენტობლუმბერგისთანამშრომელ ენტონი კარპაჩოს თქმით, 2019 წელს თავდაცვის სამინისტრომ 35 ტრილიონი დოლარის კორექტივები შეიტანასაბუღალტრო ანგარიშში”, რომელიც დიდად აღემატება 2018 წელს შეტანილ მსგავს კორექტივებს (30,7 ტრილიონი)”, _ იუწყება პორტალი Yahoo Finance.

ყველა ეს ფული, რა თქმა უნდა, მოპარული არ არის, არც კორუფციულ სქემებშია გამოყენებული, რადგან, დიდი სურვილის მიუხედავად, კორუფციულ სქემებში ვერ გამოიყენებ თანხას, რომელიც მეტია ამერიკის მთლიან შიდა პროდუქტზე და მით უმეტეს _ სამხედრო ბიუჯეტზე.

როგორც აღნიშნავენ ამერიკელი ჟურნალისტები, ეს “ბუღალტრული” ცვლილებები განხორციელდა იმ მიზნით, რომ სამხედრო უწყების ფინანსურ მდგომარეობაში ვერავინ გაერკვეს.

მრავალრიცხოვანი მიწერები, ორმაგი და სამმაგი გამოყენება ერთი და იმავე თანხისა მათი გადარიცხვის მიხედვით სხვადასხვა ანგარიშზე და სხვა საფინანსო ტრიუკები თანხების ხარჯვის ეფექტიანობას შეუძლებელს ხდის. ანალოგიური შედეგი იყო 2018 წლის შემოწმების შემდეგაც. იმხანად საბუღალტრო კორექტივებმა დაახლოებით 30 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

2019 წელს პენტაგონმა ამაყად განაცხადა, რომ აუდიტის მიერ 2018 წელს გამოთქმული პრეტენზიების 23%-ში გაერკვია და ეს დიდ წარმატებად ჩათვალა. იყო მცდელობა, ფინანსური ვითარება შეეფასებინათ “არა ზემოდან, არამედ ქვემოდან” (ე.ი., ჩაეტარებინათ კონკრეტული დანახარჯების აუდიტი). ეს მცდელობებიც უშედეგოდ დასრულდა.

გამოცემა Salon-ს მოჰყავს ამონარიდი ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური ინსპექტორის ანგარიშიდან: “10-დან 43 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა ერთი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე მიყრუებულ ადგილას ავღანეთში <…> 150 მლნ დაიხარჯა მდიდრული კერძო ვილების აშენებაზე ამერიკელებისთვის, რომლებიც ავღანეთს ეკონომიკის გამყარებაში უნდა დახმარებოდნენ, <…> 100 მლნზე მეტი ფუჭად დაიხარჯა პროგრამებზე, რომლებიც მიმართული იყო ავღანეთის მრეწველობის გასაუმჯობესებლად სასარგებლო წიაღისეულის, აგრეთვე, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად ქვეყანაში”.

ეს ყველაფერი მარტივ ენაზე ასე ითქმის: სამხედრო მოიჯარეებმა, რომლებიც კერძო კომპანიები არიან ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან მჭიდრო კავშირებით, უბრალოდ, ფულიმოტეხესსამხედრო ბიუჯეტიდან. პენტაგონის ან კონკრეტული სამხედრო პროგრამის შემოწმების შედეგების შესახებ გამოქვეყნებული წერილი მედიისთვის უდიდესი სკანდალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მედიათანამეგობრობა და საზოგადოებრივი აზრი ყოველ ჯერზე პოულობდა სხვა გასართობ თემას. მათ კი, ვინც ნერვიულობს ამერიკის სამხედრო ბიუჯეტის ზომის გამო, უნდა გაითვალისწინონ, რომ პენტაგონში ჩადებული დოლარების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიქცა არა ტანკებად და რაკეტებად, არამედ ციფრებად ამერიკელი სამხედრო მოიჯარეებისა და ლობისტების ანგარიშებზე.

პენტაგონი

პოლიტიკოსების გასამდიდრებლად სამხედრო და “დიპლომატიური” ბიუჯეტების გამოყენების პრაქტიკა დაკავშირებულია მეორე ახალ კორუფციულ სკანდალთან, უფრო ზუსტად _ ვაშინგტონის კორუფციის მკვლევარ პიტერ შვეიცერის სკანდალურ წიგნთან სახელწოდებით “კორუფციის პროფილები”, რომელშიც, მაგალითად, მოხსენიებულია აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ჯეიმს ბაიდენმა (ჯო ბაიდენის ძმა _ ..) მუშაობა დაიწყო Hillstoneში (სამშენებლო კომპანია _ ..) სწორედ იმ მომენტში, როცა ფირმამ დაიწყო მოლაპარაკებები დიდი კონტრაქტის გაფორმებაზე ომისგან დანგრეულ ერაყში. ნახევარი წლის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ გააფორმა კონტრაქტი 100 ათასი სახლის მშენებლობაზე. ეს იყო 35-მილიარდიანი გარიგების ნაწილი, რომელიც მოიგო სამხრეთკორეულმა კომპანია TRAC Developmentმა. Hillstoneმა, აგრეთვე, მოიპოვა 22-მილიონიანი კონტრაქტი აშშის ფედერალური მთავრობისგან სახელმწიფო დეპარტამენტისთვის სამშენებლო პროექტის მართვის შესახებ”.

სამხრეთ კორეელმა მოიჯარეებმა და მათმა ამერიკელმა პარტნიორებმა _ ლობისტებმა ჩააფლავეს პროექტი, რაც თვითონ კომპანიის მფლობელებმა აღიარეს, თუმცა, მეორე მხრივ, მათ არ მორიდებიათ იმის თქმა, რომ იჯარა (ამ იჯარის ფულთან ერთად) პოლიტიკური კავშირების წყალობით მოიპოვეს. დევიდ რიხტერს, კომპანიის დამფუძნებლის ვაჟს, არ მორიდებია, Hillstone-ს წარმატება სახელმწიფო კონტრაქტების მიღებით აეხსნა. მისი და ინვესტორების დახურული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, “მართლაც გეხმარება ის, რომ ვიცეპრეზიდენტის ძმა პარტნიორია”.

შვეიცერის წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოჯახის 5 წევრის მრავალმილიარდიანი კონტრაქტები და ბიზნესპროექტები, თანაც მოვლენათა განვითარების უცნაური გარემოებების ფონზე ბიზნესის წარმოების მათი უნარი მყისვე გაქრა, როგორც კი 2016 წელს ხელისუფლება შეიცვალა. სხვათა შორის, სამხედრო ბიუჯეტის ზემოაღნიშნული აუდიტის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ხელისუფლების შეცვლა სულაც არ ნიშნავს საეჭვო ხასიათის ფინანსური სქემების ცვლილებას.

შვეიცერის წიგნში ყურადღებას იპყრობს ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ანგრევეს მითს ამერიკელი პოლიტიკოსების მომეტებულ პატრიოტიზმზე. თუ ეპიზოდში, როცა ჯო ბაიდენის ვაჟმა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი სპეციალური ცოდნა, მიიღო თანამდებობა და ფული უკრაინის ბუნებრივი აირის კომპანია “ბურისმასგან”, შეიძლება სამართლიანად დავინახოთ აშშ-ისთვის ტრადიციადქცეული თავისი კოლონიის ძარცვა, სხვა ეპიზოდში ასეთი რაღაცის თქმა არ შეიძლება. ზოგიერთ შემთხვევაში ამერიკელი პოლიტიკოსების ოჯახები ფულს იღებდნენ არა კოლონიებისგან, არამედ ვაშინგტონის გეოპოლიტიკური ოპონენტებისგან. რად ღირს თუნდაც საინვესტიციო ფონდ Rosemont Seneca მაგალითი, რომელიც ერთობლივად გახსნეს ჯო ბაიდენისა და ჯონ კერის შვილებმა.

“Rosemont Seneca-ს გახსნიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ჰანტერ ბაიდენი და დევონ არჩერი ჩინეთში ჩავიდნენ. Rosemont Seneca Partners-მა ჩინელ მაღალჩინოსნებთან მოილაპარაკა ექსკლუზიურ გარიგებაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს 10 დღის შემდეგ, როცა ჰანტერი მამასთან ერთად ეწვია ჩინეთს. ჩინეთში ყველაზე მძლავრი ფინანსური სტრუქტურა არის სახელმწიფო ბანკი Bank of China, რომელმაც Rosemont Seneca-სთან ერთად შექმნა ერთობლივი საწარმო. მოკლედ, ჩინეთის ხელისუფლება პირდაპირ აფინანსებდა ბიზნესს, რომელსაც ის ფლობდა ორი გავლენიანი ამერიკელის შვილებთან ერთად”, _ წერდა პიტერ შვეიცერი The New York Post-ში ჩინურ და ამერიკულ ოფიციალურ დოკუმენტებსა და ცნობებზე დაყრდნობით.

ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ამ ერთობლივმა პროექტმა შესაძლებლობა მისცა ჩინელებს, აშშ-დან შეეტანათ ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგია.

ამ ყველაფერს უნდა დაესამარებინა ამერიკის პოლიტიკის რამდენიმე გავლენიანი კლანი, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორ ხდება, რომ, კორუფციული გარიგებების გამოძიებისა და ჩრდილოვანი ფინანსური სქემების გახსნაზე სკანდალური ბესტსელერის დაბეჭდვის მიუხედავად, კორუფციის აღქმის ყველა სარეიტინგო სიაში აშშ წამყვან პოზიციებზეა, როგორც კორუფციის მხრივსუფთასახელმწიფო?

პირველი _ ორგანიზაციები, რომლებიც ადგენენ ასეთ სარეიტინგო სიებს, ხშირად ფინანსდებიან იმავე სახელმწიფო წყაროებიდან, ანუ ჩრდილოვანი სქემების იმავე ბენეფიციარებიდან. შესაბამისად, მათ აქვთ აშკარა მიზეზი, არ გაიფუჭონ ურთიერთობა ვაშინგტონთან;

მეორე _ აშშ-ში ურთულესი კორუფციული სისტემის დემონტაჟის მსურველი არავინაა, კონფლიქტი არის მხოლოდ იმის გარშემო, თუ ვინ იქნება მისი ბენეფიციარი მომავალ საარჩევნო ციკლში _ რესპუბლიკელები თუ დემოკრატები. ამ კონტექსტში ყველა, ვისაც მართლა სჯერა ვაშინგტონის გულწრფელი სურვილისა, ებრძოლოს კორუფციას სხვა ქვეყნებში, საკმაოდ მიამიტურად გამოიყურება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დავთვლით შემოსავლებს, რომლებიც ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მიიღეს ერაყის, ავღანეთისა და უკრაინის ეკონომიკების დანგრევით.

Ria.ruზე გამოქვეყნებული ივანე დანილოვის წერილის მიხედვით მოამზადა

 გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here