Home რუბრიკები საზოგადოება “მოწიე პლანი, იყავი ბამბუჩა”…

“მოწიე პლანი, იყავი ბამბუჩა”…

9067
მარიხუანა

ხელისუფლებას, რომელსაცგირჩითულეღვის ფოთოლიასეთ მნიშვნელოვან საკითხზე სასამართლოს უგებს, დიდი დღე არ უწერია

2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქართველოს მოქალაქე გივი შანიძის სარჩელი დააკმაყოფილა და მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომპირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს”.

დავის საგანი სწორედ კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი იყო და, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, მოსარჩელის აზრით, მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა სწორედ მის ამ უფლებას ზღუდავდა.

მართალია, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრეები თავგამოდებით გვიმტკიცებენ, რომ მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია, რომელიც არ იწვევს მიჩვევას და სამკურნალოდაც კი გამოიყენება, მაგრამ საპირისპიროზე მეტყველებს კვლევები. მარიხუანა შეიძლება გახდესხიდისხვა უფრო მავნე ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ნარკოლოგების თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ მძიმე ნარკოტიკის მოხმარებამდე ნარკოტიკების მომხმარებელთა დიდი ნაწილი სწორედ მარიხუანას “ეთამაშებოდა”. მათივე მტკიცებით, მცდარია გავრცელებული აზრი, რომ მარიხუანა არ იწვევს დამოკიდებულებას. კვლევების თანახმად, რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, 9%-ში იწვევს დამოკიდებულების განვითარებას, ხოლო მოზარდებში ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს. მთავარი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ მარიხუანა ფსიქოტროპული ნივთიერებაა და იწვევს ადამიანის თრობას. პირდაპირ მოქმედებს მეხსიერებაზე და შესაძლოა, ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს არა მხოლოდ მეხსიერებაზე, არამედ ადამიანის ფსიქიკაზეც. მარიხუანის მოხმარება ხშირად იწვევს გაღიზიანებას, აღგზნებასა და ფსიქიკურ პრობლემებს.

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ პროფესორი, ნარკოლოგი გელა ლეჟავა ამბობს: “მივიღებთ თაობას, რომელსაც არ დააინტერესებს საქმე, იქნება ავადმყოფი და რომლის უმეტესობაც გადავა მძიმე ნარკოტიკზე. განადგურებულ და გაუბედურებულ თაობას მივიღებთ, ეს გვინდა?”

მაშინ, როდესაც თბილისში შემზარავი დანაშაული მოხდა და თანატოლებმა დღისით, მზისით, დანებით დაჩეხეს 16 წლის ბიჭები, განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძენს პროფესორ გელა ლეჟავას სიტყვები_ “განადგურებულ და გაუბედურებულ თაობას მივიღებთ, ეს გვინდა?” ცხადია, არ ვამტკიცებთ, რომ ახალგაზრდები, რომლებმაც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს, ან მარიხუანის მომხმარებლები არიან, ან იმ კონკრეტულ მომენტში იმყოფებოდნენ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ, თუმცა არც არაფერს გამოვრიცხავთ… 15-16 წელი ის ასაკია, როდესაც ახალგაზრდები ცდილობენ, ყველა ქმედებით ხაზი გაუსვან იმას, რომ დიდი გოგობიჭები არიან. მათ ცხოვრებაში ჩნდება თამბაქო, ალკოჰოლი და ახლა უკვე მარიხუანაც, რადგან სამართლებრივი დევნის შიში უკვე აღარ არსებობსიმედია, ხელისუფლება დაიკისრებს პასუხისმგებლობას მარიხუანის დეკრიმინალიზაციით მიღებულ სავალალო შედეგზე.

მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანის მოხმარების თაობაზე სარჩელი გივი შანიძემ შეიტანა, მას სამართლებრივ დახმარებას მოძრაობა “გირჩი” უწევდა და ეს მათ “გამარჯვების ქეისში” მიიწერეს. ხელისუფლებას, რომელსაცგირჩითულეღვის ფოთოლიასეთ მნიშვნელოვან საკითხზე სასამართლოს უგებს, დიდი დღე არ უწერია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლების პოლიტიკაც

მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური და კრიმინალური ვითარებაა და ხელისუფლებას მისი გამოსწორების არც სურვილი აქვს და არც უნარი, “გირჩის” ხელით გამოსავალს გვთავაზობს: “მოწიე პლანი, იყავი ბამბუჩა”…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here