Home სხვადასხვა დაიჯესტი მოსწავლესთან სექსით გართული მასწავლებელი ქალი პრობლემებს უჩივის

მოსწავლესთან სექსით გართული მასწავლებელი ქალი პრობლემებს უჩივის

1561
ბრალდებული

ამერიკის ოჰაიოს შტატში მასწავლებელ ქალს პატიმრობა მიუსაჯეს მოსწავლეებთან სექსის ბრალდებით. ამის თაობაზე  The New Yrok Post იუწყება.

ტიფანი აიკლერი, ფიზკულტურის ყოფილი მასწავლებელი, ციხეში 30 დღეს გაატარებს. მას დამატებით 300 საათის მოცულობის საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება მოუწევს. იგი ვალდებულია, დარეგისტრირდეს სექსუალური დანაშაულის ჩამდენი ადამიანების საჯარო რეესტრში.

გამოძიების ინფორმაციით, აიკლერს სექსუალური კავშირი ჰქონდა დამყარებული  სამ მოზარდთან. მათგან ორი 18 წლისა იყო, ერთი _ ჩვიდმეტის. მათი სახელები არ ქვეყნდება.

ქალის ადვოკატი მოითხოვდა სასჯელის შემცირებას და ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ ემუქრებოდნენ და აიძულეს, დაეტოვებინა სამსახური.

წლევანდელ მაისში ჟესტების ენის მასწავლებელ ქალს ფლორიდის შტატში 15 წლის გოგონას გარყვნისთვის 15 წლით პირობითი სასჯელი გამოუტანეს.

ასე სჯის იქაური სამართალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here