მთავარი მსოფლიო მოსკოვსა და თბილისში არეულობების ერთი ხელწერა

მოსკოვსა და თბილისში არეულობების ერთი ხელწერა

567
გააზიარეთ
მოსკოვსა და თბილისში არეულობების ერთი ხელწერა

ნარინჯისფერი რევოლუციისარქიტექტორები რუსეთში დაძაბულობის ესკალაციას ცდილობენ

2019 წლის შემოდგომაზე რუსეთში მზადდება დაძაბულობის მკვეთრი ესკალაცია ყველა ფრონტზე, ამასთანავე, ძირითადი ფრონტი იქნება არჩევნები, _ ნათქვამია ეკონომისტ მიხეილ ხაზინის სტატიაში. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ლიბერალური ელიტები ქვეყანაში ვითარების დაძაბვას 2022 წლამდე შეეცდებიან.

ხაზინმა აღნიშნა, რომ ამჟამად მსოფლიოში გლობალური ლიბერალური პროექტის შეჩერება მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობდა კაპიტალის კონცენტრაციას, თავისუფალი ვაჭრობისა და ფინანსური კაპიტალიზმის გადასვლას თავის დესტრუქციულ სტადიაში.

ამ პროექტს გამოეცალა ძირითადი საყრდენი _ აშშ, რადგან დონალდ ტრამპმა კურსი აიღო პროტექციონიზმსა და სამრეწველო კაპიტალიზმის დაბრუნებაზე. აშკარაა, რომ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპი მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს, მაგრამ მისი დამთავრებისთანავე და გამარჯვების შემთხვევაში რუს და ჩინელ კოლეგებთან ერთად მოაწყობს ახალ “იალტას ან ბრეტონ-ვუდსს” (იგულისხმება იალტისა და ბრეტონ ვუდსის კონფერენციები, რომლებიც, შესაბამისად, 1945 და 1944 წელს გაიმართა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ის მონაწილეობით. ბრეტონ ვუდსის კონფერენციაში 44 ქვეყანა მონაწილეობდა _ გ.გ.). რუსი ლიბერალებისთვის ასეთი შედეგი უსიტყვო დამარცხებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე ოცნების დასრულებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ხაზინის თქმით, “აფეთქების” თარიღად ასახელებენ 2022 წელს. ხაზინმა აღნიშნა, რომ აქ დასახელებულია ბოლო თარიღი, მაგრამ დესტრუქციულად განწყობილმა ელიტებმა “აფეთქება” შეიძლება უფრო ადრეც მოაწყონ, მაგალითად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე. “ამას ხელს უწყობს ისიც, რომ “მთავრობა აქტიურად აღიზიანებს მოსახლეობას, იღებს თავიდანვე მავნე გადაწყვეტილებებს ან სახალხო მოხმარების საქონელზე ფასების მომატებით სპეციალურად აღვივებს ვნებათაღელვას იქ, სადაც შეიძლება ამის თავიდან აცილება”, _ განმარტა ეკონომისტმა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევნები მოსკოვის საქალაქო სათათბიროში, რომელიც ივლისის დასაწყისში აინტერესებდა მხოლოდ მოსკოველთა 11 პროცენტს, მაგრამ კანდიდატების რეგისტრაციის ამბებმა ისე გაამწვავა ვითარება, რომ ქალაქში საპროტესტოდ გამოდიან ათასები და მხოლოდ ზარმაცებს არ მიუქცევია ყურადღება მომხდარისთვის.

ოპოზიციური კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა მიხეილ ხაზინმა ორი გარემოებით ახსნა: პირველი _ მოქმედ სახელმწიფო მოხელეებს ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის; მეორე _ “ისინი მიზანმიმართულად მაღლა სწევენ დაძაბულობის ტემპერატურასნარინჯისფერი რევოლუციისმომზადების მიზნით, ანუხვდებიან იმ მუხლის მოქმედების არეალში, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი მასობრივი გამოსვლების მომზადებისთვის ქვეყანაში არსებული წყობილების დასამხობად”.

მიზანმიმართული დესტრუქციული მოქმედების კიდევ ერთ მაგალითად მან დაასახელა ბრიანსკის ოლქში მომხდარი, სადაც ადრე გააუქმეს შეღავათები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთათვის, ახლა კი გუბერნატორმა არჩევნებიდან “მოხსნა” ორგანიზაცია “როდინას” საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული სია. და “რისთვის იყო საჭირო სევასტოპოლში პარტიის სიის მიღებაზე უარის თქმა? _ სვამს კითხვას ხაზინი და ამბობს, რომ ეს არის ადამიანების ქუჩაში გამოყვანის შეგნებული მცდელობა. ამის ახსნა სხვანაირად შეუძლებელია”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here