მთავარი დაიჯესტი მოსკოვმა პეკინს სარაკეტო თავდასხმის ადრეული გაფრთხილების სისტემის ტექნოლოგიები გაუზიარა

მოსკოვმა პეკინს სარაკეტო თავდასხმის ადრეული გაფრთხილების სისტემის ტექნოლოგიები გაუზიარა

279
გააზიარეთ
მოსკოვმა პეკინს სარაკეტო თავდასხმის ადრეული გაფრთხილების სისტემის ტექნოლოგიები გაუზიარა

ეს სისტემა საშუალებას იძლევა, აღმოაჩინოს ბალისტიკური რაკეტების გაშვება, რომელიც ჩინეთს ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან ატომური შეტევისგან დაიცავს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ასეთი სისტემები აქვს მხოლოდ რუსეთსა და ამერიკას.

“დიდ საიდუმლოს, ალბათ, არ გავამხელ, მაინც ყველასთვის ცნობილი იქნება. ჩვენ ახლა ვეხმარებით ჩინელ პარტნიორებს რაკეტების თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის შექმნაში. ეს ძალიან სერიოზული რამ არის და კაპიტალურად, კარდინალურად აამაღლებს ჩინეთის თავდაცვისუნარიანობას, იმიტომ, რომ ასეთი სისტემა ამჟამად აქვს მხოლოდ რუსეთსა და აშშ-ს”, _ განაცხადა რუსეთის ლიდერმა 3 ოქტომბერს სადისკუსიო კლუბ “ვალდაის” სხდომაზე.

ჩინეთისთვის გაწეული დახმარება რაკეტების თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემების შექმნაში უპრეცედენტოა სამხედრო-პოლიტიკური და ისტორიული თვალსაზრისით.

რაკეტების თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემა 1970-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა საბჭოთა კავშირში და დღემდე წარმატებით მოქმედებს. ის შედგება მიწისზედა და კოსმოსური ეშელონებისგან: სისტემის მიწისზედა ეშელონი წარმოდგენილია რადიოსალოკაციო სადგურებით, კოსმოსურ ეშელონში კი შედის გეოსტაციონარულ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები. ყველა ეს ობიექტი მომართულია, რომ შეამჩნიოს და აღრიცხოს რაკეტების გაშვების ფაქტები, გამოთვალოს მისი ტრაექტორიები და განსაზღვროს ატომური დარტყმის წერტილები. ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს, მტრის რაკეტებზე დაყენებულია თუ არა ატომური ქობინები _ თვით ფაქტი რაკეტების გაშვებისა აღიქმება, როგორც ატომური კონფლიქტის დაწყება.

ამას გარდა, საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ შეთანმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ რუსეთს მოუწია ვაშინგტონის ქმედებებზე საპასუხო ვარიანტების მოძებნა, მათ შორის რაკეტების თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის განახლება, რადგან ამ სისტემის მნიშვნელობამ მკვეთრად მოიმატა.

რუსეთის საზღვრების გასწვრივ შექმნილია რადიოსალოკაციო ველი, რომელიც ნებისმიერი მიმართულებიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ამიერიდან მსგავსი სისიტემა ჩინეთსაც ექნება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here