მთავარი პოლიტიკა მოსკოვი: საფრანგეთი-ხორვატია _ 4:2 ჰელსინკი: ტრამპი-პუტინი _ ?

მოსკოვი: საფრანგეთი-ხორვატია _ 4:2 ჰელსინკი: ტრამპი-პუტინი _ ?

1011
გააზიარეთ
ტრამპი და პუტინი

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეფასებით, მოსკოვის მუნდიალი აქამდე ჩატარებულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატთა შორის საუკეთესოდ აღიარეს ყველა პარამეტრის მიხედვით. იქნება ეს სპორტული ფორუმის ორგანიზება; მაყურებელთა სარეკორდო რაოდენობა; ღონისძიების მონაწილე გუნდებისა თუ მათი მილიონობით ქომაგის უსაფრთხოება; ქალაქიდან ქალაქებში ფეხბურთის ფანატთა კომფორტული გადაადგილება და სხვა მრავალი წვრილმანმსხვილმანი, მაგრამ მთავარი მაინც ცნობილი რუსული სტუმართმოყვარეობა აღმოჩნდა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ დაანგრია დასავლეთის ლიბერასტული მედიაპროპაგანდის მიერ შექმნილი მითი, რომ რუსეთი ველური ქვეყანაა დაცივილიზებული დასავლეთისმოსახლეობას რუსეთში ჩასვლას არ ურჩევდნენ.

მიუხედავად ამისა, იმ ერთი თვის განმავლობაში, როდესაც მუნდიალი მიმდინარეობდა, არ მომხდარა არც ერთი კონფლიქტი, შეხლა-შემოხლა არც სტუმრებსა და მასპინძლებს და არც ფეხბურთის ფანებს შორის, რაც მართლაც უპრეცედენტოა მუნდიალების უახლეს ისტორიაში. პირიქით, რუსეთის სტუმრები გულწრფელად მადლიერნი ტოვებდნენ მასპინძელ ქვეყანას.

ახლა ვინმე შინაურმა ლიბერასტმა შეიძლება ნიშნის მოგებით დამამუნათოს: სტუმართა მადლიერების შემცველი ტელესიუჟეტები რუსული სახელმწიფო მედიის დადგმული სპექტაკლი იყოო, მაგრამ მაშინ რა ვუყოთ ფიფას პრეზიდენტისა თუ სხვა ქვეყნების პირველ პირთა აღფრთოვანებულ შეფასებებს?!

ეს ერთი.

და მეორე, და უმთავრესი: მაგალითად დასავლური “თავისუფალი” მედიის ერთ-ერთმა ფლაგმანმა _ “ევრონიუსმაც” კი სანთლითაც ვერ იპოვა რუსეთის მიმართ უარყოფითად განწყობილი გულშემატკივარი და იძულებული შეიქნა, რუსეთის მიმართ მადლიერება-აღფრთოვანების შემცველი ტელესიუჟეტები მიეწოდებინა საკუთარი მრავალმილიონიანი ტელეაუდიტორიისთვის.

ეს ისე, წინამდებარე სტატიის შესავლად, მცირე ლირიკული გადახვევა და ახლა _ რაც შეეხება მთავარს…

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების პირველი, სრულფორმატიანი შეხვედრა, რომელსაც ასე დაძაბული ელოდა მთელი მსოფლიო, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. მთელი მსოფლიო, რომელშიც, როგორც ჩანს, საქართველო არ შედის, რადგანაც ჩვენი მასმედია ჰელსინკის სამიტის დღეს უფრომნიშვნელოვანიმოვლენების გაშუქებით იყო დაკავებული, მაგალითად, პარლამენტის მიერ ქოცების ახალი, .. მცირე მთავრობის დამტკიცებაარ დამტკიცებით ან ნატოს სამიტის შემდეგ დასავლეთიდან კიდევ ერთი არაფრის მაქნისი განცხადების გავრცელებით, რომ აშშევროპა მტკიცედ და უპირობოდ მხარს უჭერენ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ისეთუმნიშვნელორამეზე, როგორიც ჰელსინკის სამიტია, ჩვენი ლიბერასტული ტელემედია მხოლოდ ნიუსების ბოლოს თუდაასველებდა ენას”.

სიტყვამ მოიტანა და, ნატოს სამიტს კიდევ ერთხელ ვახსენებთ. კიდევ ერთხელ, რადგან ახალმა ინფორმაციებმა გაჟონა ნატოს სამიტის კულუარებიდან. როგორც ჟურნალისტებს უყვართ თქმა, სანდო წყაროს ინფორმაციით, ბრიუსელის სამიტზე მისულ აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნატოს გენერალური მდივნის _ იენს სტოლტენბერგისთვის სამიტზე დამსწრე დელეგაციათა სია მოუთხოვია. და, ამათ აქ რა უნდათო?! _ გაჰკვირვებია ტრამპს და ზაალ ბარათაშვილივით თურმექოში უკუღმა ჰყარა”, შემდეგ კი უკრაინის ლოთი და საქართველოსქსლის მბეჭველიპრეზიდენტები _ პეტრე პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი დარბაზიდანგაუტანიათ”.

ეს “სასიამოვნო” ამბავი, რა თქმა უნდა, “გამორჩა” ქართულ ლიბერასტულ მედიას. გამორჩებოდა, აბა, რა?! ჩვენი ჟურნალისტები ხომ იმის დათვლით იყვნენ დაკავებულნი, რომელმა ევრომამაძაღლმა სად და რამდენჯერ ახსენა სიტყვა საქართველო.

აქედან გამომდინარე, ნატოში შესვლაზე მეოცნებე ურწმუნო თომებმა იქნებ ახლა მაინც ირწმუნონ, რომ ნატო ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება, საქართველო კი აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ როდის? რადგან ჩვენი დასავლელიმეგობრები”, არა და არ აკონკრეტებენ თარიღს, ჩვენ დავაკონკრეტოთ: როდინობის კვირის შვიდშაბათს

სანამ უშუალოდ ჰელსინკის სამიტის შოკის მომგვრელ პერიპეტიებზე საუბარს დავიწყებთ, უპრიანი მგონია, სამიტის ერთგვარ პროლოგზე, აშშ-ის პრეზიდენტის სამიტის წინა ევროტურნეზე, ვთქვათ ორიოდე სიტყვა:

ანტიგლობალიტთა მიერ ორგანიზებული ანტიტრამპული მსვლელობები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა; მსვლელობები, რომელთა პლაკატებს შორის ლგბტ-თა ცისარტყელის ფერებში აჭრელებული ბაირაღებიც ფრიალებდა (ეს ისე, რომ იტყვიან, უკომენტაროდ)…

რაც შეეხება კომენტარს, ერთს ვიტყვი მხოლოდ: ტერეზა მეისა და ანგელა მერკელის მისამართით დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა შოკში ჩააგდო ეს უკანასკნელნი. აღარაფერს ვიტყვით დონალდ ტრამპის, რბილად რომ ვთქვათ, ექსტრავაგანტურ ქცევაზე ბრიტანეთის დედოფალთან აუდიენციაზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჩემის აზრით, უნებურად დაარღვია ეტიკეტი და დედოფლის წინ მიაბიჯებდა საპატიო ყარაულის დათვალიერებისას და კიდევ _ ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან ერთობლივ ბრიფიგზე აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის წამყვანი ტელევიზიის შეკითხვას დემონსტრატიულად არ უპასუხა, უწოდა რა ტელეკომპანია “სიენენს” ფეიკნიუსების ტელევიზია…

ახლა კი დროა, რომ მხოლოდ ჰელსინკის სამიტზე ვისაუბროთ. სამიტის, რომელიც ბევრი რამით აღმოჩნდა უპრეცედენტო, მათ შორის დონალდ ტრამპის მიმართ “სიენენის” განსაკუთრებული აგრესიულობით, რომლის ერთ ჟურნალისტს, რომ იტყვიან, მიკროფონი ხელიდან ვერ გააგდებინეს და შეკითხვას შეკითხვაზე სვამდა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე.

პასუხად კი აშშ-ის პრეზიდენტმა პრაქტიკულად ღიად გამოუცხადა უნდობლობა საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებმაც ზუსტად სამიტის წინა დღეებში დადეს ახალი “კომპრომატები” აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის დასამტკიცებლად, რაც სინამდვილეში სხვა არა იყო რა, თუ არა ჰელსინკის სამიტის ჩაშლის კიდევ ერთი მცდელობა.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მან, როგორც ყოველთვის, მაყურებელთა სიმპათია დაიმსახურა თავისი დახვეწილი იუმორით, რკინისებური ლოგიკითა თუ მარტივი, ნაკლებად დიპლომატიური ლექსიკით…

მაგალითად, ღიმილის მომგვრელი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის მუნდიალის ბურთი აჩუქა დონალდ ტრამპს _ აქაოდა, 2026 წელს აშშმა უნდა ჩაატაროს ფეხბურთის მორიგი მუნდიალიო. მაგრამ ამ ჟესტის მთავარი ქვეტექსტი მაინც ის იყო, რომ მე, რუსეთმა, ყველაფერი გავაკეთე ამ სამიტზე და ახლა ბურთი შენს, ამერიკის, მხარეზეა, ანუ თქვენი სვლააო, მისტერ ტრამპ!

რბილად რომ ვთქვათ, არც ხისტი გამოთქმები დაუშურებია რუსეთის პრეზიდენტს. მან ზემოთ ხსენებული აბეზარი ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ ბოდვა, უაზრობა უწოდა და “სიენენის” ჟურნალისტს თავიდან ამ “შელუხის” გამობერტყვა ურჩია.

სამიტის დღესვე აჭრელდა დასავლეთის ლიბერასტული მედია რუსეთის პრეზიდენტის ქების შემცველი სათაურებით; იმავე დღეს უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას ჰელსინკში უპრეცედენტოდ სუსტი და სამარცხვინო, ხოლო მავანმა კონგრესმენ-სენატორებმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო ღალატში ღიად დაადანაშაულეს, რომელსაც, აქედან გამომდინარე, სამშობლოში ფრიად “გულთბილი” დახვედრა ელის…

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქართველებს, რა ხეირი?! არც არაფერი, რადგან, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველო არც კი უხსენებიათ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, მაგრამ სამაგიეროდ ახსენეს უკრაინა და ყირიმი. პირველის შესახებ პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ე.წ. მინსკის ფორმატი სრულად აამოქმედონ; რაც შეეხება ყირიმს, ჯობდა, საერთოდ არ ეხსენებინათ, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ხისტად აღნიშნა, რომ მართალია, დონალდ ტრამპს ყირიმის მიერთება რუსეთთან უკანონო ანექსიად მიაჩნია, მაგრამ რუსეთისთვის ეს თემა დახურულიაო, მკაცრად მოჭრა რუსეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს მიმართ ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ერთი ქართული ანდაზა ღაღადებს: “რძალო შენ გეუბნები და მულო შენ გაიგონეო”!

რუსეთის პრეზიდენტმა უზარმაზარი უკრაინაყირიმის თემა გამოაცხადა დახურულად; ყირიმის, რომლიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება უკრაინას, თუ უკრაინა შეუერთდება რუსეთს. ამ რეალობას, დიდი ხანია, შეგუებულია აშშევროპა და ერთი ბეწო საქართველოს კიდევ უფრობეწოსოხუმცხინვალი რაღა სახსენებელია?!

თუმცა როგორ არ არის სახსენებელი, მაგრამ არა აშშევროპის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ მორიგ რეზოლუციებში, რომლებსაც რუსეთისთვის იმ ფარატინა ფურცლების ფასიც კი არ აქვს, რომლებსაც წლიდან წლამდე უშურველად შტამპავენ ჩვენი დასავლელიმეგობრები”. ეს რეზოლუციები რუსეთს მხოლოდ აღიზიანებს და, თუ რამე არ შეიცვალა, მცოცავი ოკუპაცია მხტუნავ ოკუპაციად იქცევა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს, უკეთეს შემთხვევაში, იქეთ ქუთაისთან და აქეთ მარნეულთან დაგვიდგენენ.

ყირიმისგან განსხვავებით რუსეთს ჯერჯერობით ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ სოხუმ-ცხინვალის თემაც დახურულია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს “ჯერჯერობით” უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

ეს ისე, წერილის ბოლოს ინფორმაცია ფიქრისთვის, თორემ წერილის სათაურში რუსეთის მიმართ დასმული კითხვის ნიშანი უკვე ზედმეტი მგონია, რადგანაც, უფლის ნებით, მომავალი კონსერვატიულ-ეროვნულ ძალებს ეკუთვნით მსოფლიოში, რომელთა უპირველესი ფლაგმანი ერთმორწმუნე რუსეთია.

დავით მხეიძე

P.S. “რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ წერდა . ჭავჭავაძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი _ ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება, რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნაარ ყოფნის საკითხთან.

დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here