მთავარი საზოგადოება მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება საკვები პროდუქტებითა და სამუშაო ადგილებით

მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება საკვები პროდუქტებითა და სამუშაო ადგილებით

2260
გააზიარეთ
მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება საკვები პროდუქტებითა და სამუშაო ადგილებით

შარშან, დეკემბრის ბოლოს საქპატენტმა დაამტკიცა ევგენი უშვერიძის პატენტიმცენარეების მოყვანის ხერხი და კომპლექსი მის განსახორციელებლად”, რომლის შესახებსაქართველო და მსოფლიომარაერთი მასალა გამოაქვეყნა.

კომპლექსი შექმნილია სოფლის მეურნეობის კულტურების და სოკოს ყოველდღიური მოყვანის, იშვიათი ჯიშის ხეების და სამკურნალო მცენარეების ნერგების ყოველდღიური მიღებისათვის. ნაგებობა ორი ტიპისაა:

1.საბოლოო შედეგზე ორიენტირებული მცენარეებისათვის: მაგალითად: ხორბალი, ლობიო, ბრინჯი, კომბოსტო, კარტოფილი, ანანასი და სხვა.

2.მცენარეებისათვის, რომლებიც ნაყოფის მოცემას იწყებს შუა ვეგეტაციის პერიოდიდან. მაგალითად: პომიდორი, კიტრი, ყაბახი, ბადრიჯანი და სხვა.

წინასწარი გათვლებით, ამ ტექნოლოგიით, პირველ შემთხვევაში 1250 კვ.მ ფართობის მქონე ორსართულიან კომპლექსში, რომელსაც გააჩნია სარდაფი, შესაძლებელია ყოველდღიურად მოვიყვანოთ 115,2 კგ ხორბალი, 394,5 კგ სოკო და მივიღოთ 960 ცალი იშვიათი ჯიშის ხის ან სამკურნალო მცენარეების ნერგი (კედარი, ჟენშენი და სხვა), ანუ წელიწადში 42 ტ ხორბალი, 144 ტ სოკო და 350,4 ათასი ცალი ნერგი. მოსავლის ორჯერ ან მეტად გაზრდის მიზნით საჭიროა ორსართულიანი კომპლექსი სიმაღლეში განმეორდეს იმდენჯერ, რამდენსაც გაუძლებს შენობის კონსტრუქციები. სარდაფის სართულში დასაქმდება ოცი, ხოლო ორსართულიანი კომპლექსის ყოველ სართულზე _ ათი ადამიანი.

მეორე შემთხვევაში 660 კვ.მ ფართობის მქონე ორსართულიან კომპლექსში, რომელსაც გააჩნია სარდაფი, შესაძლებელია მოვიყვანოთ ყოველდღიურად 40 კგ პომიდორი, 197,25 კგ სოკო და მივიღოთ 1440 იშვიათი ჯიშის ხის ან სამკურნალო მცენარის ნერგი (კედარი, ჟენშენი და სხვა), ანუ წელიწადში 14,6 ტ პომიდორი, 72 ტ სოკო და 525,6 ათასი იშვიათი ჯიშის ხის ან სამკურნალო მცენარის ნერგი (კედარი, ჟენშენი და სხვა). მოსავლის ორჯერ ან მეტჯერ გაზრდის მიზნით საჭიროა ორსართულიანი კომპლექსი სიმაღლეში განმეორდეს იმდენჯერ, რამდენსაც გაუძლებს შენობის კონსტრუქციები. სარდაფში დასაქმდება 14, ხოლო ორსართულიანი კომპლექსის ყოველ სართულზე 8 ადამიანი.

ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიების განხორციელება შესაძლებელია ყველგან, სადაც იქნება სინათლე, წყალი და ჰაერი.

ორსართულიანი კომპლექსების მშენებლობის და მთელი წლის მომსახურების ხარჯები დაიფარება წლის განმავლობაში ნერგების რეალიზაციით მიღებული მოგებით, რომელიც, სულ მცირე, პირველ შემთხვევაში იქნება 3,5 მილიონი ევრო, ხოლო მეორე შემთხვევაში _ 2,5 მილიონი ევრო. რაც შეეხება პირველ შემთხვევაში ხორბალსა და სოკოს, ხოლო მეორე შემთხვევაში პომიდორსა და სოკოს, ისინი უსასყიდლოდ დარჩება კომპლექსის მეპატრონეს.

ქართლოს ჯობავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here