მთავარი საქართველო „მოსამართლეებს ჰიტლერის არ ეშინოდათ და მურუსიძეს შეეშინდა მიშასი? დღეს ყველაში ზის პატარა...

„მოსამართლეებს ჰიტლერის არ ეშინოდათ და მურუსიძეს შეეშინდა მიშასი? დღეს ყველაში ზის პატარა მონა!“

1169
გააზიარეთ
სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი: სოსო ცინცაძე

იუსტიციის საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ევა გოცირიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც  გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულნი, მოსამართლის თანამდებობაზე ავტომატურად უვადოდ გამწესდნენ.


საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელმაც ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა ვახტანგ მჭედლიშვილია. პრეზიდენტის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ვინც გამოსაცდელ ვადაში მუშაობს ვადის ამოწურვამდე უვადოდ არ უნდა გამწესდეს.

“თუ ჩვენ უვადოდ გადანიშვნაზე ვსაუბრობთ, მაშინ კანონს უკუქცევითი ძალა უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში ნორმას არ აქვს უკუქცევითი ძალა. თუ ინიციატივა რეალობად იქცევა, სამართლებრივი კოლიზია შეიქმნება”, – განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

„საქართველო და მსოფლიო“  კომენტარისთვის  პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს დაუკავშირდა:

სოსო ცინცაძე:

– სასამართლო სისტემაში არსებული შემადგენლობისთვის  არ მემეტება უვადო რეჟიმი. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სისტემაში პროფესიონალები  გამოჩნდებიან. მე არ ვაღიარებ იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც ადრე უკანონო გადაწყვეტილებას იღებდნენ.

ვეკითხები მურუსიძეს, იცი როგორი იყო ჰიტლერის რეჟიმი? გიორგი დიმიტროვი  (კომუნისტი აგენტი),  რომელიც გერმანიის პარლამენტის შენობის დაწვაში იყო ეჭვმიტანილი, ნაცისტმა მოსამართლეებმა გაამართლეს. მათ ჰიტლერის არ ეშინოდათ  და მურუსიძეს შეეშინდა მიშასი?

საფრანფეთის მეფე ლუი XIV-მ თავის დროზე  9 მოსამართლე შეკრიბა, რათა მისი მოწინაღმდეგისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ,  მაგრამ მოსამართლეებმა ბრალდებული გაამართლეს. ეს იმის ფონზე, როცა მოსამართლეებს გაანალიზებული ჰქონდათ, რომ მათ ამის გამო  პროვინციებში გადასახლება  არ ასცდებოდათ.

გგონიათ, საქართველოში ყველა მოსამართლეს ზურგზე  ფრთები ამოსდის?  ძალიან ცოტა დრო გავიდა  ტოტალური რეჟიმიდან, შევარდნაძის დროინდელი მექრთამეობიდან   და ,,ნაციონალური მოძრაობის“  მიერ შექმნილი წნეხისგან.  ჩვენთან „შინაგანად თავისუფალი თაობა“ არ არსებობს – დღეს ყველაში ზის პატარა მონა!

-ბატონო სოსო, ევა გოცირიძის ( მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაიწუნა)  ინიციატივის მიხედით, მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის რეგულაციების დაწესება იგეგმება. არსებული ინიციატივა  ხომ არ შეზღუდავს  გამოხატვის თავისუფლებას, ან ამით ხომ არ ცდილობენ  სასმართლო სისტემებში არსებული განუკითხავობის გადაფარვას?

-ეს არის  საშინელი ცენზურის გამოხატულება, მე ახალგაზრდობა გავატარე იმ ეპოქაში, სადაც საგაზეთო მასალები არ იბეჭდებოდა  ხრუშოვის, ბრეჟნევის ან პარტიის რომელიმე ყრილობაზე ნათქვამი ციტატატების გარეშე.  ეს დაუწერელი კანონივით მოქმედებდა. აქ, სად ხედავთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას? დღესაც იგივე ხდება.

იმ მოსამართლეზე, რომელიც შავზე ამბობს თეთრიაო, რომ იტყვი ბრმა არისო -შეურაცყოფაა? სხვას დავეკითხოთ?

მურუსიძე ამბობს, რომ  ჩვენ  შეგვიძლია მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორი ვუწოდოთ, მაგრამ არ შეგვიძლია მათ მონობა დავწაოთ. ეს სასაცილოა! ეს მის ინტელექტზე მეტყველებს მე თუ მკითხავთ.

რასაკვირველია, ევა გოცირიძის  ინიციატივა თავად სასამართლო სისტემაში არსებული განუკითხავობის გადაფარვას ემსახურება. სასამართლოში მთლიანად სისტემაა შესაცვლელი, რეფორმებია საჭირო. მაშინ, ბატონო, დავურიგოთ მოსმართლეებს ინდულგენციის მსგავსი  სიგელი და ვუთხრათ – რაც არ უნდა გააკეთო შენ ხელს არავინ გახლებს! ასეთ ნდობას სასამართლო სისტემა საზოგადოების მხრიდან  არ იმსახურებს.

ეკა ზარნაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here