Home სხვადასხვა დაიჯესტი მონღოლეთი რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს უახლოვდება

მონღოლეთი რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს უახლოვდება

მოსკოვი საპასუხოდ მასთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობას აფართოებს

1119
პუტინი და ბატულგა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთს ეწვია. ვიზიტის შედეგების მიხედვით, ხელი მოეწერა დოკუმენტების პაკეტს.

პუტინმა და მისმა მონღოლმა კოლეგამ იმსჯელეს ორმხრივი საკითხების ფართო სპექტრზე, აგრეთვე, გაცვალეს მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე. რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მოსკოვი და ულან-ბატორი კოორდინაციას უწევენ მოქმედებებს სხვადასხვა მოედანზე, მათ შორის, გაეროში, აძლიერებენ ურთიერთქმედებას ფორმატში რუსეთი-მონღოლეთი-ჩინეთი.

ჩვენ მივესალმებით მონღოლეთის მისწრაფებას, უფრო მჭიდრო კონტაქტები ჰქონდეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან. მიგვაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობა დადებით გავლენას იქონიებს სავაჭროსაინვესტიციო კავშირზე ჩვენს სახელმწიფოებს შორის”.

თავის მხრივ, ჰალტმააგინ ბატულგამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შედეგად რუსეთ-მონღოლეთის ურთიერთობა “ავიდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე”.

რა შეთანხმება გააფორმეს რუსეთმა და მონღოლეთმა?

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეგობრულ ურთიერთობასა და ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე რუსეთის ფედერაციასა და მონღოლეთს შორის. პუტინის აზრით, ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა გახსნის პერსპექტივებს ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გასაფართოებლად.

ხელმოწერილ სოლიდურ პაკეტში, უწინარესად, გამოვყოფ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას მეგობრულ ურთიერთობაზე, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. _ ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აამაღლებს რუსეთმონღოლეთის ურთიერთობის ხარისხს და ახალ დონეზე აიყვანს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას, გახსნის გაფართოების პერსპექტივებს სხვადასხვა მიმართულებით”.

ჰალტმააგინ ბატულგამ ილაპარაკა ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე. “ახალი შეთანხმება, რომელმაც ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე აიყვანა, მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელმაც განამტკიცა ორმხრივი ნდობა. ჩვენი თანამშრომლობა ახალ ერაში შედის”, _ განაცხადა მონღოლეთის პრეზიდენტმა.

კიდევ რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი მხარეებმა?

რუსეთ-მონღოლეთის პირველი პირების მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთისა და მონღოლეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. პრეზიდენტებმა, აგრეთვე, ხელი მოაწერეს პროტოკოლს 2003 წლის 3 მარტის შეთანხმების განახლების შესახებ მონღოლეთისთვის უსასყიდლო სამხედრო-ტექნიკურ დახმარებაზე; ხელი მოეწერა შეთანხმებას მონღოლეთის წიაღისეულის გეოლოგიური შესწავლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქვეყნები ერთობლივად განახორციელებენ პროექტებს ინფრასტრუქტურების სფეროში, სამთო მრეწველობაში, ენერგეტიკასა და აგრომრეწველობაში. “როსატომი” გეგმავს, მონღოლეთში შექმნას ატომური მეცნიერების ცენტრი რადიაციულ ტექნოლოგიასა და მედიცინაში, მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად.

ამას გარდა, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ საფოსტო სამსახურებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტროქსელების გამოყენების შესახებ და შეთანხმებას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან; პრეზიდენტებმა, აგრეთვე, მოილაპარაკეს ბუნებრივი აირისა და სანავთობე მილსადენების გაყვანაზე ჩინეთში მონღოლეთის გავლით. მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა ბატულგა მოსკოვში, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავზე დაპატიჟა და ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია, სადაც ორივე პრეზიდენტი ერთად გაფრინდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here