Home სხვადასხვა დაიჯესტი მოლდოვის მიტროპოლიტმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას

მოლდოვის მიტროპოლიტმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას

849
მოლდოვის მიტროპოლიტი

კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას. მიტროპოლიტი ვლადიმირი შეშფოთებულია პოჩაევის ლავრის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, რაც ეს გამოხატა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსადმი მიწერილ წერილში.

“მოლდოვას რესპუბლიკაში, ღვთის შეწევნით, დაინერგა ყოველწლიური წეს-ჩვეულება ფეხით მსვლელობისა პოჩაევის ლავრისკენ, რომელშიც მონაწილეობს ბევრი მოლდოველი მომლოცველი”, _ წერს მიტროპოლიტი ვლადიმერი.

მისი თქმით, მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და სრულიად მოლდოვის ხალხი მხარს უჭერს უკრაინის სასულიერო პირებსა და ხალხს, რომლებიც ემორჩილებიან უკრაინის ერთადერთ კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას. “ეს ეკლესია ინარჩუნებს და გადასცემს ჭეშმარიტებას მომავალ თაობებს”.

“განსაკუთრებული შეშფოთებით ვაკვირდებით ღრმა კრიზისს, რომელშიც ჩათრეულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ამ კრიზისის მიზანია რელიგიური შუღლის ჩამოგდება უკრაინის მოსახლეობას შორის”, _ ხაზს უსვამს მიტროპოლიტი. მან მოუწოდა უკრაინის ხელმძღვანელობას, შეასრულოს თავისი კონსტიტუციური როლი, როგორც თავისუფლებისა და რელიგიური მშვიდობის გარანტმა ქვეყანაში.

უფრ ადრე უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ გააუქმა სახელმწიფო რეგისტრაცია პოჩაევის ლავრის გამოყენების უფლების თაობაზე. ამის შემდეგ უკრაინის მთავრობამ გააუქმა 2003 წლის ბრძანებულება და ნაგებობა გადასცა კრემენეც-პოჩაევის ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here