Home ახალი ამბები მსოფლიო მოლდოვამ დახმარება რუსეთს სთხოვა

მოლდოვამ დახმარება რუსეთს სთხოვა

131
მოლდოვამ დახმარება რუსეთს სთხოვა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 1 აპრილს რუსეთის ელჩ ოლეგ ვასნეცოვს, რუსეთის სავაჭროსაფინანსო კავშირის გენერალურ დირექტორ სტანისლავ პუგინსკისა და მოლდოვაში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელ ვლადისლავ დარვაევს შეხვდა.

რუსეთსა და მოლდოვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურების საკითხების განხილვის გარდა, მაია სანდუმ რუსეთის ფედერაციას დახმარება სთხოვა მოლდოვის მოსახლეობის ვაქცინაციაში.

რუსეთის ელჩთან მოლდოვის პრეზიდენტის შეხვედრას გამოეხმაურნენ რუმინელი პოლიტიკოსები და მისი ეს ნაბიჯი შეაფასეს, როგორც “ყველაფერ ევროპულზე უარის თქმა”.

“ეს ტრაგიკული მომენტია და დიდი მნიშვნელობა აქვს. რესპუბლიკა მოლდოვა სიგნალს იძლევა, რომ ის ევროპული სივრცის ფარგლებს გარეთ არის, როცა ვაქცინას სხვას სთხოვს. სამწუხაროდ, ეს არის გზავნილი ბრიუსელისთვის”, _ განაცხადა რუმინელმა სოციოლოგმა დან დუნგაჩიუმ.

Ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here