Home ახალი ამბები მსოფლიო “მოლაპარაკებები მუნჯსა და ყრუს შორის”

“მოლაპარაკებები მუნჯსა და ყრუს შორის”

95

ლიზა, დაჯექი, ორიანი!” _ ანუ დიდი ბრიტანეთის ოქსფორდდამთავრებული საგარეო საქმეთა მინისტრის უცოდინარობა გეოგრაფიასა და ისტორიაში

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის ბრიტანელ კოლეგა ლიზ ტრასს შორის მოსკოვში გამართული დახურული მოლაპარაკებები დასამახსოვრებელი რეპლიკებით აღინიშნა, _ იუწყება kommersant.ru ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა უკრაინის საზღვრებიდან. სერგეი ლავროვმა კი უპასუხა, რომ რუსი სამხედროები არაფერს აშავებენ, რადგან იმყოფებიან თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე. როდესაც ლიზ ტრასმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსი სამხედროები უნდა გაიყვანონ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან, რუსი მინისტრი შეეპასუხა, რომ სამხედროები არაფერს აშავებენ, რადგან სრული უფლება აქვთ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაატარონ ნებისმიერი სახის მანევრი. შემდეგ კი ლავროვმა თვითონ დაუსვა კითხვა ბრიტანელ კოლეგას: “თქვენ ხომ აღიარებთ რუსეთის სუვერენიტეტს როსტოვისა და ვორონეჟის ოლქებზე?”

“დიდი ბრიტანეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს ამ რეგიონებზე”, _ ასეთი იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი მოკლე პაუზის შემდეგ.

აქ ვითარებაში ჩაერია რუსეთის ფედერაციაში დიდი ბრიტანეთის ელჩი დებორა ბრონერტი, რომელმაც დელიკატურად აუხსნა ქალბატონ ტრასს, რომ ლაპარაკია რუსეთის ძირძველ რეგიონებზე.

საზოგადოდ კი, ამ შეხვედრას სერგეი ლავროვმა “მუნჯსა და ყრუს შორის” მოლაპარაკება უწოდა, რადგან მას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია.

kommersant.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაიურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here