Home რუბრიკები პოლიტიკა მოლაპარაკება ან ომი _ მესამე არ არსებობს

მოლაპარაკება ან ომი _ მესამე არ არსებობს

3721
აქცია

უმარტივესი ტესტია: იმას, რასაც აპროტესტებენ კაპიტან ეკა გიგაურისა თუ ეფრეიტორ ნინო ლომჯარიას ასოები და დიდი თუ ერთკაციანი ნეოლიბერალური პარტიები, მართლმადიდებელტრადიციული საქართველოსთვის აპრიორი სასიკეთოა და პირიქით _ რასაც ხსენებული ლიბერასტები აქებენ და ადიდებენ, ეროვნული ცნობიერების მქონე ქართველისთვის აპრიორი მიუღებელია.

ამ ტესტის მართებულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ამა წლის 14 ივლისს, როდესაც დავით აღმაშენებლის (პლეხანოვის) გამზირზე ჩატარდა მრავალათასიანი აქცია “ქართული მარში”. ამ ერთობ მშვიდობიანმა აქციამ დიდი აურზაური და შეშფოთება გამოიწვია ქვეყნის აშკარა თუ ფარულ მოღალატეთა ნეოლიბერალურ სექტორში _ ერთხმად აღნავლდნენ ლიბერალური ბეჭდვითი გამოცემები, ტელევიზიები, სოროსის არასამთავრობო გველის წიწილები და ა.შ. რომელთა საერთო სახელი მეხუთე კოლონაა. ქვეყნის გამყიდველებმა ამ მშვიდობიან (გარეგნულად) “მარშში” თავიანთი დასასრულის დასაწყისი დაინახეს, რადგან ქართველთა სიმწრით მოკუმულ ყბებსა და რისხვით შემართულ მუშტებში შეამჩნიეს ის ფარული ბოღმა, რომელიც აუცილებლად ამოიფრქვევა და ღვთის რისხვად მოევლინება საქართველოს შინაურ თუ გარეულ მტრებს. დაინახეს ეს ყველაფერი და ავტომატურად ამუშავდა ამ ნაძირლების (რომლებსაც ფული არ აკლიათ) პროპაგანდისტულ-დემაგოგიური მანქანა.

დემაგოგია პირველი:

პლეხანოვზე რომ აწყობთ მარშს, თუ ვაჟკაცები ხართ, კონფლიქტის ზონაში წადით და იქ გააპროტესტეთ მცოცავი ოკუპაციაო და ისე, რომ პასუხს არ დალოდებიან, 14 ივლისს “ქართული მარშის” პარალელურად, შიდა ქართლის სოფელ ბეშუეთში “დასცეს კარვები” კურდღელი სააკაშვილის გამოზრდილმა “ლომებმა”. ბულანჟეცანცარა გიგა ნასარიძე მოსულა თავის უძლეველი არმიითო და… ეს რომ რუსეთის არმიის გენშტაბში გაიგეს, “ქოში უკუღმა ჰყარესო” და თბილისს დეპეშა აფრინეს _ ელვა. პრემიერმინისტრ კვირიკაშვილს! ოღონდაც გიგა ნასარიძეს ნუ დამანახვებთ და სოხუმ-ცხინვალს ხომ თავისთავად დაგიბრუნებთ, “ხურდად” სოჭსაც მოგართმევთ თავისი ოლიმპიური ინფრასტრუქტურითა და “ფორმულა 1”-ის ტრასითურთო”.

ეს ხუმრობით, სერიოზულად კი: რას ვერჩით მოსკოვს? ყველასათვის ცნობილია, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამუდამოდ ჩააბარა ის დრო წარსულს, როდესაც ნაბახუსევ ელცინს ვაშინგტონიდან კარნახობდნენ, როგორ ემართა ქვეყნის საზიანოდ და გასაძარცვავად რუსეთი.

რუსეთის სამხედრო თუ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელში საბჭოთა რუკა (პოსტსაბჭოთა რუკის შესაქმნელად საქართველოს არაფერი გაუკეთებია) უჭირავს და იმის მიხედვით ანუ სააკაშვილის მიერ ნაფეშქაშარი ახალგორის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით მოცოცავს. დიახ სწორედ იმ ახალგორის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, რომელიც სააკაშვილის ვოლუნტარიზმისა და “კოკოითი ფანდარასტის” გამო დავკარგეთ 2008 წლის აგვისტოში.

მართლაც გამეცინებოდა, რომ არ მეტირებოდეს: “რუსეთს ყოველ ცისმარე დღეს რატომ არ ეძახი ოკუპანტს?”

ამ კითხვას ისინი გვისვამენ და გვამუნათებენ, რომლებმაც, სააკაშვილის თამადობით, რომ იტყვიან, ლანგარზე მიართვეს რუსეთს მანამდე დე ფაქტო დაკარგული ცხინვალიცა და სოხუმიც, ამჯერად _ დე იურედაც.

თუმცა, თავი დავანებოთ ნაცებისთვის ცოდვების შეხსენებას და მათ მიერ დაშანტაჟებული “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მივმართავ:

ნაცებთან ერთად რომ გაიძახით, რუსეთი ოკუპანტია, ნელნელა მოცოცავს ცხინვალში, მტერი სახლში შემოგვივარდაო და დასავლეთის გასაგონად ღნავილის მეტს არაფერს აკეთებთ, რა ჰქვია ამას?

რა და რუსეთი იმასთან ერთად რომ ოკუპანტია, ე.ი. ომში გამარჯვებულიც არის და, როგორც გამარჯვებული, უნდა იხოხებს, უნდა იხტუნებს და უნდა ისკუპებს!

ამ შემთხვევაში, ან უნდა გამოაცხადო საომარი მდგომარეობა, ვიანიადან შენი ტერიტორიები ოკუპირებულია და გამოუცხადო ომი ოკუპანტს, ან უნდა აღიარო მტრის გამარჯვება და შესაბამისი საზავო მოლაპარაკებები გამართო რუსეთთან. საკითხი ძალიან მარტივია _ თუ ომში დამარცხების აღიარება არ გვინდა და უფრო მეტიც, ისეთი ცხელი თავებიც არსებობენ, რომ გაიძახიან, _ ომი არ დამთავრებულა და დღესაც საომარ მდგომარეობაში ვართო, მაშინ თბილისმა ოფიციალურად გამოუცხადოს ომი მოსკოვს და ქუდზე კაცს დავუძახოთ. ხოლო თუ ქუდზე კაცისა და ომის თავი არა გვაქვს (და რუსეთთან ომის თავი მარტო ჩვენ კი არა როგორც ირკვევა თვით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც არ აქვს) მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ.

მოკლედ: ან დამარცხების აღიარება და მოლაპარაკება, ან ომი!

როგორც იტყვიან, მესამე არ არსებობს…

მაგრამ არა ამ ჩვენს ვაი პატრიოტებს თუ ვუი მოსყიდულ რენეგატებს არც ომის თავი აქვთ, არც მოლაპარაკებას ანებებს პატრონი. ჰოდა ისინიც უთავბოლოდ გაიძახიან _ სანამ ჯარს არ გაიყვანს არ დავსხდებით ოკუპანტთან მოსალაპარაკებლადო. თურმე რუსეთნმა, რომელთანაც მთელი ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორებიანად” ომით, შეშფოთებითა და რეზოლუციებით რომ ვერაფერს გავხდით, სასწრაფოდ უნდა გაიყვანოს ბაზები, სოხუმიც და ცხინვალიც ლანგრით მოგვართვას, თორემ მასთან არათუ მოსალაპარაკებლად არ დავსხდებით, ორჭოსანთან კარვებს დავცემთ და საერთაშორისო თანამეგობრობაში ისეთ პროტესტს გამოვაცხადებთ _ ქვა ქვაზე აღარ დარჩება _ ეს ხომ სიბრიყვეა…

თუ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ელჩები გაიწვია, ბაზები გაიყვანა, სოხუმცხინვალის აღიარება უკან წაიღო, რაღა ექნება რუსეთთან სალაპარაკო ბედოვლათ ხელისუფლებას, რომელიც ნაცების უხილავი დიქტატიდან ვერ გამოსულა და, მიუხედავად საკონსტიტუციო უმრავლესობისა, კვლავ მიშნაცების მიერ (წაიკითხე, აშშ) შედგენილი დღის წესრიგით იღვწის?

მართლა სოჭის დაბრუნების თაობაზე ვაპირებთ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას?

ომის შემთხვევაში ძალიან საინტერესო სანახავი იქნება ყუმბარებით ხელში და შეძახილითზა სააკაშვილი, ზა სოროსა!”, ტანკის ქვეშ შევარდნილი გიგა ნასარიძე, რომელმაც 2008 წლის ომში მხოლოდ იმგმირობითდაგვამახსოვრა თავი, რომ რუსთაველზე, ომში დამარცხებულთაგამარჯვებისტაშფანდურში მიიღო მონაწილეობა.

ისე, რას გადავეკიდე ამ საწყალ გიგა ნასარიძეს, თავისი გაჭირვება არ ეყოფა ვითომ?

კი, ბატონო, მაგრამ გიგა ნასარიძე მიშარასტების კრებითი სახეა, სიტყვამ მოიტანა, ერთხელ ვახსენე და შემდეგ თავი ვეღარ დავანებე, თორემ ანალოგიურად შემეძლო სხვა მიშარასტების ხსენებაც, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში, როგორც პიპინია ერისთავი თავის ცხენს, ისე ასწრებდნენ საკუთარ ჯიპებს წითელ ხიდსა თუ სარფში.

ხუმრობა იქით იყოს და, ბეშუეთში მიშარასტების მიერ წამოწყებული ავანტიურა პროვოკაციაა, რომელმაც შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს რუსებთან, და შემდეგ მცოცავი ოკუპაცია სანატრელი გაგვიხდება, რადგან საქართველო მარტივ მამრავლებად დაიშლება, როგორც იყო რუსეთთან შეერთებამდე.

დემაგოგია მეორე:

მთელი არასამთავრობო სექტორი აიფოფრა უცხოეთში “განათლებამიღებული” ერთი ლაწირაკი ქალის დასაცავად, რომელმაც “ქართული მარშის” ორგანიზატორები რუსეთის აგენტობაში დაადანაშაულა, ხოლო ჩვენ, აქციის რიგითი მონაწილენი, შეცდომაში შეყვანილ გულუბრყვილო მასად მოგვიხსენია. მას ამისთვის, ჩემი აზრით, დამსახურებული პასუხი გასცეს.

ჰოდა, ვიმეორებ, ამ ფაქტის გამო ისე აიფოფრა და აღშფოთდა ე.წ. არასამთავრობო სექტორი, რომ ლიბერასტული მსოფლიოს მთავარი “ფასეულობა თუ ღირებულება”, ე.წ. გამოხატვის თავისუფლება ლამის უარყონ. რაც უნდა უსიამოვნო საკითხავი იყოს სოციალური ქსელების პოსტები, თვით უკიდურესი ბილწსიტყვაობაც, ლიბერასტული მოძღვრების თანახმად, უწყინარი თვითგამოხატვის უფლების რეალიზაციაა, რომელიც დასჯას არ ექვემდებარება.

ეგეც იქით იყოს და, მინდა, სოროსის ლეკვებისა და მიშას “შნირების” გასაგონად რამდენიმე რიტორიკული შეკითხვა დავსვა:

სად იყავით მაშინ, როდესაც ერთმა საკუთარ დედაზე ახურებულმამწერალმაჩვენი საყვარელი, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ზოოპარკის ვოლიერში გამომწყვდევა მოითხოვა? ახლა ვიღაც ცილისმწამებლის დასაცავად, რომ იტყვიან, დანაზე ეხევით და ნიფხვებიდან ხტებით, რატომ მაშინ არ მოითხოვეთ პატრიარქის შეურაცხმყოფელის დასჯა? პატრიარქის ლანძღვაგინება გამოხატვის თავისუფლებაა და იმგოგოშკასშეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული?

დავით მხეიძე

P.S. არსებობს გასაბერი ქალი, გასაბერი ნავი და გასაბერი ტანკიც, რომელსაც მტრის დაზვერვის შეცდომაში შესაყვანად იყენებენ ხოლმე. და ისე, მიშისტების ვაჟკაცობის გამოსაცდელად, ორი გასაბერი ტანკით რომ გადაკეტოს რუსეთმა ბეშუეთიდან, სულ რაღაც, 400-500 მეტრში მდებარე ცენტრალური საავტომობილო ტრასა, “ლომგულინასარიძე და მოქმედი ნაცები მიასწრებენ წითელ ხიდზე თუუდრეკიკვირიკაშვილი და სხვაოცნებელიყოფილი ნაცები?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here