Home სხვადასხვა დაიჯესტი მოვიდა დრო, გაერო გავიდეს აშშ-ის ტერიტორიიდან

მოვიდა დრო, გაერო გავიდეს აშშ-ის ტერიტორიიდან

1232
მოვიდა დრო, გაერო გავიდეს აშშ-ის ტერიტორიიდან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგე ლავროვის განცხადებით, რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის ამერიკის ვიზების გაცემაზე უარის თქმა მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია ზოგიერთი საერთაშორისო ღონისძიების გადატანა ნიუიორკიდან.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის პრაქტიკულად ყველა წევრმა, რომლებიც შეყვანილი იყვნენ განაცხადში გაეროს ასამბლეის სესიაზე მონაწილეობისთვის, ვიზა ვერ მიიღო.

რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაუცემლობის გამო საპასუხო ღონისძიებად მოსკოვმა დაასახელა ის, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის სხდომა აშშ-ის ნაცვლად სხვა ქვეყანაში ჩატარდეს.

“საპასუხო ზომად ჩვენ პრაქტიკულ სიბრტყეში უკვე დავაყენეთ საკითხი იმის შესახებ, რომ სხდომა, მაგალითად, გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტისა, განიარაღების კომიტეტის (არის ასეთი ორგანო) აშშ-ის ტერიტორიაზე არ ჩატარდეს. ჩვენ ახლა ვნახავთ, როგორი რეაქცია ექნებათ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბოვმა.

ჩვენი მხრიდან დავძენთ: მრავალპოლუსიან მსოფლიოს სჭირდება, რომ გაერო ან გაეროს მსგავსი ახალი ორგანიზაცია არც ერთი პოლუსის ტერიტორიაზე არ მდებარეობდეს, ნეიტრალურის გარდა. ალბათ, ამისკენ გადადგმული პირველი საჯარო ნაბიჯია ამერიკელების საქციელი და რუსების პასუხიც…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here