Home სხვადასხვა დაიჯესტი მოდელი, რომელიც გავლენიან ადამიანებს პედოფილიაში ამხელდა, მკვდარი იპოვეს

მოდელი, რომელიც გავლენიან ადამიანებს პედოფილიაში ამხელდა, მკვდარი იპოვეს

525
მოდელი, რომელიც გავლენიან ადამიანებს პედოფილიაში ამხელდა, მკვდარი იპოვეს

არგენტინელი მოდელი და მსახიობი ნატაშა ჰაიტი, რომელიც ესპანეთში პროგრამადიდი ძმა-6”-ის წყალობით გახდა პოპულარული, მკვდარი იპოვეს. ქალის გაშიშვლებულ გვამს, რომელიც საწოლზე იყო დასვენებული ბუენოს აირესის შემოგარენის ერთერთი კლუბის ნომერში, ძალადობის ნიშნები არ ემჩნეოდა. გარდაცვალების მიზეზი, როგორც გაკვეთის შედეგად დადასტურდა, ალკოჰოლისა და კოკაინის მიღება აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილს იცნობდნენ, ეჭვობდნენ, რომ მოდელმა თავი მოიწამლა.

“ვფიქრობ, იგი მოკლეს”, _ განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში ადვოკატმა ალეხანდრო ჩიპოლამ. უფლებადამცველმა საზოგადოებრიობას შეახსენა, რომ თავის დროზე ჰაიტმა ცნობილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები არასრულწლოვანების გახრწნაში ამხილა.

ყველა მოწმე ადასტურებს, რომ თავისი ცხოვრების უკანასკნელ საათებში ჰაიტი ნარკოტიკით ერთობოდა და სვამდა შამპანურს. ქალაქგარეთ მდებარე კლუბში იგი თავის მეგობარ რაულთან ერთად მივიდა, რომელიც ტელევიზიის პროდიუსერია.

თავდაპირველად რაული  დააკავეს, როგორც ეჭვმიტანილი. იგი ჩვენებას ცვლიდა: ჯერ ამტკიცებდა, რომ ნატაშას ტელეფონი თვალითაც არ უნახავს, მაგრამ სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ ჩაწერილ ფირზე აღბეჭდილია, რომ იგი მობილურს ნატაშას ჩანთიდან იღებს. ამას გარდა, პროდიუსერი ვერ იხსენებს,  ჰაიტის ცხედარი ზურგზე ესვენა თუ გულაღმა?

ნატაშამ არგენტინაში შარშან მოიხვეჭა პოპულარობა. ყოფილი ესკორტელი ამტკიცებდა, რომ იცნობდა რამდენიმე პოლიტიკოსსა და გამოჩენილ სპორტსმენს, რომლებიც არასრულწლოვანთა პროსტიტუციასთან იყვნენ დაკავშირებული. ამბობდა, რომ შეუძლია დაასახელოს მათი გვარები, მაგრამ ეშინია, რადგან შეიძლება ამის გამო სიცოცხლეს გამოასალმონ.

ჰაიტი “ტვიტერში” წერდა, რომ, თუ მას მკვდარს იპოვიან, უნდა იცოდნენ, რომ ეს მისი გადაწყვეტილებით არ მომხდარა: “მე არ ვაპირებ თავის მოკვლას, არ ვაპირებ ბაზარში სიარულს (ნარკოტიკებისთვის) და აბაზანაში თავის დახრჩობას ან იარაღით განგმირვას, ამიტომ, როცა ეს მოხდება, გაიხსენეთ ეს “ტვიტი”.

2018 წელს ჰაიტს ჩვენება ჩამოართვეს არგენტინის ჭაბუკთა ფეხბურთში გახმაურებულ საქმეზე. უმსხვილესი კლუბები _ “ინდეპენდენტე” და “რივერ პლეიტი” არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში გახვეულნი აღმოჩნდნენ. ჭაბუკ ფეხბურთელებს იოლი ფულის შოვნით იტყუებდნენ კლიენტებთან “ტაქსით” მიჰყავდათ. პოლიციას ხელში ჩაუვარდა ბავშვებზე ძალადობის ვიდეოჩანაწერები. მაშინ დააკავეს კლუბების რამდენიმე თანამშრომელი (მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი), მაგრამ მათთვის ბრალდება დღემდე არავის წაუყენებია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here