Home სხვადასხვა დაიჯესტი “მიხომაიდანი”, როგორც კიევის ხელისუფლების შეცვლის მცდელობა

“მიხომაიდანი”, როგორც კიევის ხელისუფლების შეცვლის მცდელობა

1089
პოროშენკო-ტრამპი

2017 წლის ზაფხულისთვის ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ გაძლიერებული პოროშენკო ხელისუფლებას ნებით არ დათმობდა. უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება და კიევის რეჟიმისთვის საფუძვლის შერყევის მცდელობა, ფაქტობრივად, ამერიკელების მხრიდან ვაბანკზე წასვლა იყო. ამერიკელები შეეცადნენ ზოგიერთი თავიანთი შობელძაღლისთვის ინიციატივის ხელიდან გამოცლას.

უკრაინელი “პროამერიკელებისა” და პეტრე პოროშენკოს მომხრეთა დაპირისპირება გარდაუვალი იყო. დღეს ბრძოლა ისე გამწვავდა, რომ ამერიკელები უკრაინის მოხელეთათვის ხელის აშკარად გადაგრეხას აღარ ერიდებიან.შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის შვილის დაპატიმრება მამის გაფრთხილებაა, რათა შეჩერდეს და დაფიქრდეს; ტერორისტული აქტები ყირიმში, რომლებიც კიევისთვის სრულიად ზედმეტი იყო, ძალიან ჰგავს ვაშინგტონის მიერ მოწყობილ პროვოკაციებს.

დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ უკრაინაზე კონტროლის დასაწესებლად ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაეკიდნენ ყოფილი მოკავშირეები _ პოროშენკოს რეჟიმი და ვაშინგტონი.

უკრაინაში განვითარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები, რომელთა აზრი და მიზანი კადრს მიღმა დარჩა.

მოხდა კი აი, რა.

პეტრე პოროშენკომ გადაწყვიტა, გაანადგუროს პროამერიკული პროექტი “მიხომაიდანი”, თანაც მოსკოვისა და ადგილობრივი ელიტების უმრავლესობის სრული მხარდაჭერით.

სულ რაღაც სამი წლის თავზე ამერიკელებს ხელახლა რომ დასჭირდათ უკრაინის დაპყრობა?

აშშის უკრაინული პრობლემატიკა

აშშ-მა უკრაინაზე გავლენა ამ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის არჩევის მეორე დღესვე დაკარგა. ეს მოხდა 2014 წლის 26 მაისს. როგორც კი პეტრე ალექსეევიჩმა სასურველი კვერთხი ხელთ იგდო, დაუყოვნებლივ დაიწყო იმ რეჟიმის აღდგენა, რომელიც, ის-ის იყო, დაამხო მაიდანმა.

კიევის ელიტები მიეჩვივნენ ზესახელმწიფოების დაპირისპირებაზე პარაზიტობას. ისინი (ელიტები) თავიანთ ლოიალობას ხან ერთ მხარეს მიჰყიდდნენ, ხან _ მეორეს, თავად კი უკრაინის ტერიტორიის ძარცვის უფლებას იტოვებდნენ.

დადგა დრო, სახსრები ამოიწურა, საჭირო გახდა ზოგიერთთა მადის მოთოკვა. უკრაინელმა ელიტებმა დასავლელ სპონსორებს  ჯიბეში ხელის ჩაყოფა  და დამატებითი თანხის გაღება შესთავაზეს.

ყველამ იცოდა, რომ კიევი ამ თანხის დამბრუნებელი არ იყო.

ამერიკელებს ეს შესთავაზება იმთავითვე არ მოეწონათ და შემხვედრი წინადადება მიაგებეს _ “მუქთამჭამელობა მუდმივად ვერ გაგრძელდება და ისინი  ნამდვილი პატრიოტები უნდა გახდნენ”. უკრაინულმა ელიტამ მადა უნდა დაიოკოს, თუნდაც სანახევროდ.

ახალუკრაინული ხელისუფლებისპატრიოტიზმიარ ესადაგებოდამსხვერპლის გაღებას”, ამიტომ იყო, რომ ამერიკელიძმადნაფიცების” (რომლებმაც ხელისუფლების სათავეში დასვეს მორიგიყველაზე უფრო დემოკრატიული რეჟიმი”) შემოთავაზების ჯერ ვერაფერი გაიგეს, შემდეგ კი ფეხებზე დაიკიდეს.

ამერიკელები მიხვდნენ, როგორ ხაფანგში აღმოჩნდნენ: ერთი მხრივ, უკრაინის მიტოვება ენანებოდათ; მეორე მხრივ, ამ ქვეყნის გამოკვება ძვირი უჯდებოდათ.

ამ ხაფანგიდან თავის დასაღწევად სახელმწიფო დეპარტამენტში გაიძვერული გეგმა შეადგინეს: უკრაინის ელიტების რიგებში ჩაენერგათ “ჯანსაღი ახალგაზრდული ძალები”, რომლებიც შეძლებდნენ ქვეყანაში კორუფციის დამარცხებას და სახელმწიფოსა და ხალხს ნათელი მომავლისკენ გაუკაფავდნენ გზას.

ანუ, სრულად და უპირობოდ დაუმორჩილებდნენ ვაშინგტონის კონტროლს.

რატომ აღმოჩნდნენ ამ ახალ ძალებში სოროსისგამოზრდილიისეთიმოღვაწენი”, როგორებიც არიან მუსტაფა ნეიემი, სერგეი ლეშჩენკო, სვეტა ზალიშჩუკი და სხვანი, არავინ უწყის. ამ ახალრუხსსათავეში უნდა ჩასდგომოდა ბატონი მიხო სააკაშვილი(!).

თავისი სუვერენული უფლებების ასეთი ხელყოფა უკრაინულმა ელიტამ ვერ აიტანა და დადგა დრო, პეტრე პოროშენკოს უკრაინისთვის ეჩვენებინა, ვინ არის ამ სახლში უფროსი.

უწინარეს ყოვლისა, მან შეძლო ძალიან “პატრიოტული” და უფრო ძალიან ვაშინგტონთან დაკავშირებული “სახალხო ფრონტის” დისკრედიტაცია. შემდეგ სათითაოდ შეუტია უკრაინელ ოლიგარქებს _ კოლომოისკის, ახმეტოვსა და სხვებს.

2015 წელს მან ხელთ იგდო უკრაინის გენერალური პროკურატურა, გაწმინდა მისი რიგები ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფთა ნარჩენებისგან, რომლებსაც დავით საყვარელიძეც მიაყოლა.

2015-2016 წლებში ვაშინგტონს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ უკრაინაში შეექმნა ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა. პეტრე პოროშენკომ და მისმა გუნდმა შეძლეს ამ სტრუქტურების საბოტაჟირება მთელი წლის განმავლობაში. მანვე დაბლოკა მესამე ამერიკული ძალოვანი რგოლის _ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, რომლის გარეშეც პირველი ორი სტრუქტურის საქმიანობა ფუჭი გამოდგა. ყველა საქმე, რომლებიც ამერიკელებისთვის არასასურველი უკრაინელი მოხელეების წინააღმდეგ აღიძვრება, როგორც წესი, იფუშება პოროშენკოს კონტროლს დამორჩილებულ სასამართლოებში.

ამიტომ მოითხოვა ახალმა მაიდანმა ახალი სასამართლოს შექმნა, სწორედ ისეთისა, როგორიც ამერიკელებს სურთ.

ეს იყო ის რუბიკონი, რომლის გადალახვა პოროშენკომ ვეღარ შეძლო.

ამერიკული გავლენის წინააღმდეგ პოროშენკოს ბრძოლა წყალში იყრებოდა და დადგაპუტინის დრო.

მოსკოვის ხელი

მოსკოვში შესანიშნავად ესმოდათ, რაც უკრაინის ელიტას აწუხებდა, და მზად იყვნენ, დახმარებოდნენ აშშ-ის მეურვეობისგან გასათავისუფლებლად. რუსეთმა იცოდა, რომ ყოფილი მოკავშირეები, ინტერესთა განსხვავებულობის გამო, ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ და შეძლო ამ დღის მოახლოებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.

2014 წლისთვის უკვე აშკარა იყო, რომ ამერიკელების წინააღმდეგ ბრძოლაში გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა არა რაღაც “პრორუსული ოპოზიციის” ჩართვა, არამედ ძლიერი და ფულს დახარბებული უკრაინის ოფიციალური, “პროამერიკული” ხელისუფლების დარაზმვა და, ამასთანავე, უკრაინული ელიტების გადმობირება. ამისთვის კი მათთვის საჭირო “სათადარიგო აეროდრომის” უნდა შეექმნათ, სადაც შეძლებდნენ ადგილობრივი ამერიკელებისთვის მოპარული ფულის დამალვას.

ასეთი “აეროდრომი” თითქმის მზადაა ჩინეთში, 2020 წლისთვის უკრაინელ მოხელეებსა და ბიზნესმენებს შეეძლებათ მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.

ამ ყველაფრის მოსამზადებლად ოფიციალური კიევი უნდა უზრუნველეყოთ რესურსებით, რათა ეს რეჟიმი დროზე ადრე არ ჩამონგრეულიყო და კომბინაცია არ ჩაშლილიყო.

ამიტომ იყო, რომ რუსეთმა 2016 წელს 2 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო უკრაინაში, ხან რით მოამარაგა და ხან რით. ვაშინგტონი ამ ყველაფერს უყურებდა და არაფრის გაკეთება არ შეეძლო.

ტრამპის მოსვლის პერიოდისთვის უკრაინაში ვითარება საფუძვლიანად შეიცვალა. ოფიციალური კიევი, გამალებული რუსოფობიური რიტორიკის მიუხედავად, რუსეთის სრული გავლენის ქვეშ მოექცა. თუნდაც მხოლოდ  “განათლების კანონის” მიღებისთვის პოროშენკოს რუსეთის გმირის წოდება უნდა მიენიჭოს. ამ დოკუმენტის ამოქმედების შედეგად კიევის წინააღმდეგ ნამდვილი დასავლური ფრონტი შეიქმნა.

რატომ მოაწყვეს ამერიკელებმამიხომაიდანი

როცა ტრამპმა ხელი მოჰკიდა უკრაინული პრობლემის მოგვარებას, ბევრი რამ ამერიკელებისთვის უკვე დაკარგული იყო. კიევზე 100-პროცენტიანი კონტროლი მოგონებად დარჩა. რუსეთი თითქმის მზად იყო უკრაინაში დასაბრუნებლად, აშშ-მა კი დაკარგა თავისი შესაძლებლობის უმეტესი ნაწილი, რომელიც უწინ უფლებას აძლევდა, გაეკონტროლებინა ნებისმიერი უკრაინული რეჟიმი.

2017 წლის ზაფხულისთვის ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ გაძლიერებული პოროშენკო ხელისუფლებას ნებით არ დათმობდა.

უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება და კიევის რეჟიმისთვის საფუძვლის შერყევის მცდელობა, ფაქტობრივად, ამერიკელების მხრიდან ვაბანკზე წასვლა იყო. ამერიკელები შეეცადნენ ზოგიერთი თავიანთი შობელძაღლისთვის ინიციატივის ხელიდან გამოცლას.

დაპირისპირება

უკრაინელი “პროამერიკელებისა” და პეტრე პოროშენკოს მომხრეთა დაპირისპირება გარდაუვალი იყო. დღეს ბრძოლა ისე გამწვავდა, რომ ამერიკელები უკრაინის მოხელეთათვის ხელის აშკარად გადაგრეხას აღარ ერიდებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის შვილის დაპატიმრება მამის გაფრთხილებაა, რათა შეჩერდეს და დაფიქრდეს; ტერორისტული აქტები ყირიმში, რომლებიც კიევისთვის სრულიად ზედმეტი იყო, ძალიან ჰგავს ვაშინგტონის მიერ მოწყობილ პროვოკაციებს.

მომავალი გაურკვეველია, ორიოდ წელიწადში მოვლენები წარმოუდგენელი სისწრაფითა და სრულიად მოულოდნელი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.

იური პოდოლიაკა,

fondsk.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here