Home ახალი ამბები მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე თოქ-შოუს წამყვანს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე თოქ-შოუს წამყვანს

962
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა“-წამყვანი იქნება.


„ჩვენ ტელეარხ Zik-ზე „სხვა უკრაინის“ პირველი პროგრამა ჩავწერეთ და ის ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველ კვირას ამ გადაცემაში ისეთ უკრაინას დაგანახებთ, რომელსაც არც ერთი სხვა არხი არ აჩვენებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო გადაცემის სტუდიიდან. ფოტოზე სააკაშვილი ძაღლის ჯიხურის გვერდით დგას. ამგვარი დეკორაციის გამოჩენა შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებასთან იყოს დაკავშირებული, რომელმაც ხარკოვში ვიზიტისას აღნიშნა, რომ „ის ხალხი, ვისაც ძაღლის ჯიხურიც კი არ აუშენებიათ, ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებას“.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here