Home რუბრიკები პოლიტიკა მიწის უცხოელებისთვის მიყიდვიდან გამომდინარე საფრთხეებზე პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია 20 წლის წინათ გვაფრთხილებდა

მიწის უცხოელებისთვის მიყიდვიდან გამომდინარე საფრთხეებზე პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია 20 წლის წინათ გვაფრთხილებდა

1354
ირაკლი კობახიძე-გიგა ბოკერია

საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო. მას შემდეგ კონსტიტუციაში უამრავი ცვლილება შევიდა, განსაკუთრებით _ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში, როდესაც ისე ჭრეს და კერეს სახელმწიფოს უზენაესი კანონი, როგორც მოესურვებოდათ, რათა სააკაშვილისთვის, როგორც მომავალი პრემიერმინისტრისთვის, მოერგოთ.

ხელისუფლების სათავეშიქართული ოცნებისმოსვლის შემდეგ დაიწყო კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად მზადება. საკონსტიტუციო კომისიის პროექტის მიხედვით, კონსტიტუციაში სხვა ცვლილებებთან (პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა; პრეზიდენტის, დეპუტატისა და მოსამართლის ასაკობრივი ცენზის განსაზღვრა; საარჩევნო ბლოკების აკრძალვა; გადასახადების დაწესების ან მათი მომატებისთვის რეფერენდუმის ჩატარება და ..) ერთად უნდა შესულიყო შემდეგი ცვლილებები:

კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო ქორწინების განსაზღვრება, რომ ქორწინება არისქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”, მაგრამ ამ განსაზღვრებაზე, როგორც ჩანს, ჩვენი “დასავლელი მეგობრების” მოთხოვნით და ადგილობრივი არასამთავრობოების წინააღმდეგობის გამო თავი შეიკავეს. არადა, საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, კონსტიტუციაში არა მხოლოდ ოჯახის დეფინიციაცია უნდა ჩაიწეროს, არამედ უნდა გაუქმდეს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც “სიბილწის ტროას ცხენი” უწოდეს.

ამას გარდა, კონსტიტუციაში არ იქნება ჩანაწერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლოსამეურნეო მიწის მიყიდვის აკრძალვის თაობაზე. ეს საკითხი ორგანული კანონით დარეგულირდება და შეიქმნება ახალი კანონი მიწის შესახებ.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ჩამონათვალიდან სწორედ ბოლო ორმა საკითხმა გამოიწვია საზოგადოების ვნებათაღელვა; ქართველი საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ მიწა უცხოელებს არ უნდა მივყიდოთ, რადგან უცხოელი საქართველოში მიწას იმიტომ ყიდულობს, რომ მერე უფრო ძვირად გაყიდოს, რაც სპეკულაციური ოპერაციაა და ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო არ არის; ან ყიდულობს იმისთვის, რომ თავისიანები ჩამოიყვანოს და დაასახლოს, რაც საქართველოს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნის საფრთხეს.

თბილისში კონსტიტუციის საჯარო განხილვისას ახალგაზრდებმა სწორედ მიწის საკითხზე მოუწყვეს ობსტრუქცია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მათ “ახალგაზრდა კომუნისტები” უწოდა და მოუწოდა, ილია ჭავჭავაძის გზით ევლოთ, მაგრამ დაავიწყდა, უფრო სწორად არ იცოდა (რა გასაკვირია?), რომ 1874 წელს ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკი სწორედ საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად შექმნა, რათა ადამიანებს ქონება, უწინარესად, მიწა არ გაეყიდათ.

მიწის უცხოელებისთვის მიყიდვით გამოწვეულ საფრთხეებზე ჯერ კიდევ 20 წლის წინათ გვაფრთხილებდა ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. აი, რას ამბობდა ის 1997 წლის დეკემბერში გაზეთ “საქართველოსთვის” მიცემულ ინტერვიუში.

* “ქართველი კაცისათვის მიწა ღვთით ბოძებული სიმდიდრეა. ეს სიმდიდრე არ შეიძლება ვაჭრობის მიზნით გამოიყენებოდეს. მიწამ ადამიანს შემოსავალი დახარჯული შრომისა და დაღვრილი ოფლის საფასურად უნდა მისცეს. ამასთანავე, ღმერთმა მიწა, ერთ თაობას კი არა, მთელს ერს უბოძა, ერი კი მომავალ, ჯერ არდაბადებულ თაობებსაც მოიცავს. ამიტომ დღეს მცხოვრებ ადამიანთაგან არავის აქვს უფლება, განაგებდეს იმას, რაც მხოლოდ მას არ ეკუთვნის”.

შეუძლებელია არ დაეთანხმო ბატონ ალექსანდრეს, რადგან ისედაც მცირემიწიან საქართველოში, რომლის ტერიტორიაც, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, სულ 69,7 ათასი კვ.კმ-ია, არ შეიძლება ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი _ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა, გადაწყვიტოს ერთმა თაობამ, როგორი ბრძენიც უნდა იყოს ის. არადა, დღეს საქართველოს სასოფლოსამეურნეო მიწების დაახლოებით 5-5,5%, ანუ 50-55 ათასი ჰექტარი მიწა უცხოელების საკუთრებაა.

* აი კიდევ ერთი ამონარიდი ალექსანდრე ჭაჭიას 20 წლისწინანდელი ინტერვიუდან:

მიწის შესახებ კანონის განხილვის პერიოდში ქართველი გლეხები, ანუ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამუშავებენ მიწას და რომლებისთვისაც ქალაქელრეფორმატორებსამ მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა (ყოველ შემთხვევაში, ასე გვიხსნიან ამ კანონის მიღების აუცილებლობას) სურთ, დაჟინებით სთხოვდნენ ხელისუფლებას, არ მოქცეულიყო ასე, რადგან ხვდებოდნენ, რომ ეს კანონი მხოლოდ ზიანს მოგვაყენებდა, მაგრამ ჩვენმაგანათლებულმა”, “სწავლულმამინისტრებმა გლეხთა მოსაზრება მათიჩამორჩენილობის”, “ველურობისადაარაცივილიზებულობისგამოვლენად ჩათვალეს. მათი ლოგიკა ხომ ასეთია: ამერიკასა და კანადაში ნანახი ჰყავთ მიწის მფლობელი ფერმერები; რადგან ამერიკელები და კანადელებიცივილიზებულიხალხია, .. საქართველოშიც მათ მსგავსად უნდა მოვიქცეთო. გარდა ამისა, თუ არ იქნება კანონი მიწის გაყიდვის შესახებ, სავალუტო ფონდი კრედიტებს არ გამოყოფს, ხოლო თუ კრედიტები არ იქნება, რაღა დაიტაცონ? მიწის შესახებ კანონის თავს მოხვევის მექანიზმიკლასიკურადპრიმიტიული იყო. გერმანიაში მიავლინეს რომელიღაც ახალგაზრდა იუსტიციის სამინისტროდან, რომელმაც იქ მოქმედი კანონის ტექსტი ჩამოიტანა, თარგმნეს ეს ტექსტი ქართულად (ისიც შეცდომებით) და აამოქმედეს პროპაგანდისტული მანქანა ლოზუნგით: ასეა მოწყობილი ცივილიზებულ გერმანიაში და ასევე უნდა მოვაწყოთ ჩვენც, თუ გვსურს ცივილიზებულნი ვიყოთო. ნუთუ ნაკლებ ცივილიზებულია ჰოლანდია, სადაც ფერმერებს მიწა იჯარით, მემკვიდრეობითობის უფლებით ეძლევათ, ან ისრაელი, სადაც მიწა სახელმწიფოს ეკუთვნის და მისი დამუშავების კოლექტიური ფორმებია მიღებული (კიბუცები)? სხვათა შორის, ეს ორი პატარა ქვეყანა სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოების ეფექტიანობით არც ერთ მოწინავე ქვეყანას არ ჩამოუვარდება”.

ქართველი პოლიტოლოგის მიერ 20 წლისწინანდელი ვითარების შეფასება ზუსტად მიესადაგება დღევანდელობას _ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მისი მრჩევლები ცდილობენ, დასავლელი პატრონების ინტერესები გაითვალისწინონ და კონსტიტუციაში არ შეიტანონ აკრძალვა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ (ასეთი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა) კომუნისტებსა და რუსეთუმეებს უწოდებენ. აი, რაზე აფრთხილებდა საზოგადოებას პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იღებდნენ კანონს მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ:

* “დასავლური პრინციპების ძალდატანებითი ტრანსპლანტაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისადმი მონური მორჩილების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები დამღუპველია არა მხოლოდ თანამედროვე საქართველოსთვის, არამედ ქართველი ერის მომავალი თაობებისთვისაც. ასეთი გადაწყვეტილებების რიცხვს მიეკუთვნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მიწის შესახებ, რომელიც მის კერძო საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. მიწის ყიდვაგაყიდვა საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სიღატაკეში იმყოფება და ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის, შეუძლებელია ქართველთა ინტერესებს ემსახურებოდეს.

კანონში არსებული დებულება უცხოელების მიერ საქართველოში მიწის ყიდვის აკრძალვის შესახებ ისეთი უსუსურია, რომ მასზე ლაპარაკიც არ ღირს. ანალოგიური აკრძალვა პოლონეთშიც იყო მიღებული, მაგრამ, როდესაც უცხოელების მიერ ცრუმაგიერი პირების მეშვეობით მიწის შესყიდვის პროცესმა გარკვეულ დონეს მიაღწია, ფაქტობრივმა მფლობელებმა უკმაყოფილება გამოხატეს და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პოლონეთისგან აკრძალვის გაუქმება მოითხოვა, რაც სეიმმა დაუყოვნებლივ შეასრულა კიდეც, ასე მოხდება საქართველოშიც (გაზეთი “საქართველო”, 1997 წლის დეკემბერი).

დასავლური პრინციპების ძალდატანებით გადმოტანაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისადმი მონურ მორჩილებასა და ამ რეკომენდაციების შედეგად მიღებულ დამღუპველ გადაწყვეტილებებზე არაერთი ქართული თუ უცხოელი ექსპერტი ლაპარაკობდა, მაგრამ საინტერესოა იმჟამინდელ ქართულ გაზეთებში გამოქვეყნებული წერილებიც. აი რას წერდა გაზეთი “მერიდიანი 44” 1997 წლის ივნისში:

“აღსანიშნავია, რომ შადმან ვალავისთვის (საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს იმჟამინდელი “კურატორი” _ გ.გ.) საქართველოს “პროგრესი” და “წარმატება” ყოველთვის რეკომენდაციების განუხრელ შესრულებასთან არის დაკავშირებული… მაგრამ ეს “პერმანენტული წარმატება” სულ უფრო მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს და ზღუდავს მის სუვერენიტეტს ეკონომიკურ სფეროში. მაგალითისთვის შადმან ვალავის ბოლო დემარშიც კმარა. გასულ კვირას მან მრისხანე წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტს და კატეგორიულად მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, გააუქმოს მის მიერვე მიღებული “საგადასახადო კოდექსი” იმ ნაწილში, რომელიც დღგ-სგან ზოგიერთი სახის შემოსავლის გათავისუფლებას ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შადმან ვალავი გვემუქრება საკრედიტო ხაზის ბლოკირებით, რაც ინფლაციას, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ სტაგნაციას გამოიწვევს.

რუსეთს (და ზოგიერთ სხვა “მოკავშირე რესპუბლიკას”) ისინი სხვაგვარად ექცევიან. ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ კომპრომისზეც მიდიან და, თუ, მაგალითად, რუსეთი მოთხოვნებს არ ასრულებს, მიშელ კამდესიუ თავად იკადრებს ხოლმე მოსკოვში ჩაბრძანებას და მოთმინებით იტანს ელცინის საჯარო დაცინვას. როგორც ჩანს, მთავარ როლს ამ შემთხვევაში პოლიტიკური გავლენა, მძლავრი დიასპორა (სხვა რესპუბლიკებისათვის) და პრინციპული პოზიცია ასრულებს. საქართველოს არც პირველი აქვს და არც მეორე. ბუნებრივია, ვერც მეტისმეტ “პრინციპულობას” გამოიჩენს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ვალავი საერთოდ გადაგვიკეტავს ფინანსურ წყაროს და არ მოერიდება სსფ-ს პრესტიჟის ერთგვარ შელახვასაც”.

უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის უმწვავეს პრობლემაზე, რომელიც ქართველი ერის არსებობას ემუქრება, ალექსანდრე ჭაჭია გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” 2013 წლის ივნისში მიცემულ ინტერვიუშიც ლაპარაკობდა:

* “თუ გახსოვთ, ყოველთვის გამოვდიოდი მიწაზე კერძო საკუთრების შემოღების წინააღმდეგ, მომყავდა მაგალითები რიგი ქვეყნებისა, რომლებიც ამ მახეში გაებნენ, ვარწმუნებდი საზოგადოებას, რომ გაპარტახებულ ქვეყანაში კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწა გახდება ღარიბი გლეხისთვის ერთადერთი, მაგრამ მკვდარი კაპიტალი და ის აუცილებლად შეეცდება მის გაყიდვას, ხოლო ყიდვას შეძლებენ მხოლოდ უცხოელები. ჩემი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს არისყველა ცივილიზებული სახელმწიფოს პრაქტიკადა, “თუ ჩვენ ევროპაში გვინდა”, უნდა ვიყოთ ასეთივე ცივილიზებულები. მთავარი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა და მის მიერ დაქირავებული საქართველოს მთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები არწმუნებდნენ ერს, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობასსაბჭოთა ჩიხიდანგამოიყვანს”.

მიწის გაყიდვის საკითხზე ქართულ პოლიტიკურ წრეებში დღეს აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე მიყიდვა დაუშვებელია, ზოგი კი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. არადა, ყველა განვითარებული ქვეყანა, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი აქვს, უმკაცრესად აკონტროლებს მისი ყიდვა-გაყიდვის საკითხებს. საქართველოში კი მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე (ეს გადაწყვეტილება მიიღო ამერიკული გრანტებით გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე. ამ ხნის განმავლობაში უცხოელებზე მიწის გაყიდვას მხარს უჭერდნენ “ნაცმოძრაობა”, ,,გირჩი”, ,,ევროპული საქართველო” და მათი სატელიტი ჯგუფები) მეცნიერებათა აკადემიის რეკომენდაციით დაწესებული მორატორიუმი, ქართული მიწის გაყიდვის პროცესი დაჩქარდა _ საქართველოში მიწას ყიდულობს ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც მოესურვება, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან ინდოელები, მათ მხოლოდ წნორში 200 ჰა მიწა დაისაკუთრეს.

ჩვენი პოლიტიკოსები უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობით ხსნიან და ამბობენ, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს. არადა, მოსაზრება, რომ მიწის გაყიდვით ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, მცდარია, რადგან საქართველოში მიწის გაყიდვას არც დიდი ეკონომიკური აქტივობა მოჰყოლია და არც ეკონომიკის განვითარება.

ამ ვითარებას ასე აფასებდა ალექსანდრე ჭაჭიასაქართველოსა და მსოფლიოსთვის” 2013 წლის ივნისში მიცემულ ინტერვიუში:

ეს ასფალტზე გაზრდილიექსპერტებიარწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ, თუ კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს გააუქმებდნენ და მიწას გლეხებს კერძო საკუთრებაში დაურიგებდნენ, მაშინ მადლიერი და გახარებული გლეხობა გამორჩეული ენთუზიაზმით დაამუშავებდა მას, მოსავლიანობა ათმაგად გაიზრდებოდა და ყველა იქნებოდა ბედნიერი და კმაყოფილი. საინტერესოა, რომ თავად გლეხები სხვა აზრზე იყვნენ, მაგრამექსპერტებიამას მათიჩამორჩენილობითადასაბჭოთა მენტალიტეტითხსნიდნენ. მახსოვს ტელერეპორტაჟი კახეთიდან, რომელშიც ჟურნალისტმა ჰკითხა მოხუც გლეხს, რას გააკეთებდა იგი, როდესაც მიწას საკუთრებაში მიიღებდა. მან დაღონებულმა შეხედა მას და უპასუხა: “გავყიდი, შვილო, თუ ვინმე იყიდის. რით ან როგორ დავამუშავებ?”. ჩვენსცივილიზებულექსპერტებს არ ესმოდათ, რომ თავად მიწა გლეხისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ღირებულებას წარმოადგენს მოსავალი და მისი რეალიზაციის შესაძლებლობა. ხოლო მოსავალი რომ მიიღო, მიწა უნდა დაამუშავო, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ტექნიკა, საწვავი, სასუქი და .. თუ ეს ყველაფერი გლეხს არ გააჩნია, მაშინ მიწაც არ სჭირდება და იგი ეცდება მის გაყიდვას; ხოლო მცირემიწიანი საქართველოს პირობებში ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი ერი დაკარგავს საკუთარ მიწაზე უფლებასღმერთმა მიწა გვიწყალობა, რათა თაობიდან თაობამდე დაგვემუშავებინა და გვესარგებლა მისი ნაყოფით, მაგრამ ღმერთის წყალობის გაყიდვის უფლება არ გვაქვს. თავის დროზე ძალიან გამიკვირდა, რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ გამოთქვა პროტესტი მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე”.

და მართლაც _ გაპარტახებულ ქვეყანაში გლეხი, რომელსაც არ აქვს მიწის დასამუშავებლად საჭირო ტექნიკა, საწვავი, სასუქი და ა.შ., შეეცდება მიწის გაყიდვას და ამ მიწას უცხოელები იყიდიან, რადგან ქართველებს არათუ მიწის შესაძენად, ლუკმაპურისთვის საჭირო ფულის გამომუშავებაც უჭირთ; ხოლო მცირემიწიანი საქართველოს პირობებში ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი ერი დაკარგავს საკუთარ მიწაზე უფლებას.

ხოლო, თუ კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერება, რომ უცხოელს არ შეუძლია მიწის შეძენა, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის თვალსაზრისის გათვალისწინება. ეს მით უფრო საჭიროა, როცა გვაქვს ისტორიული გამოცდილება _ ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე საადგილმამულო ბანკი სწორედ ქართველი ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქონების _ მიწის _ შესანარჩუნებლად შექმნა, დღეს კი არც ილია გვყავს და არც საადგილმამულო ბანკი არსებობს, დღეს საქართველოს უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება მართავს

ამიტომ არის კვლავაც აქტუალური ალექსანდრე ჭაჭიას განცხადება: ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს, ხოლო ერი მხოლოდ დღევანდელი თაობა როდია!”

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here