Home რუბრიკები საზოგადოება “მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მღელვარებას გამოიწვევს”

“მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მღელვარებას გამოიწვევს”

1534
ელიავას ბაზრობა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა და ის განსახილველად დედაქალაქის მერიას გადაეცა. დოკუმენტი, რომლის შესამუშავებლად თბილისის მერიამ 2,8 მილიონი ლარი გადაიხადა, ორგანიზაციასითი ინსტიტუტმამოამზადა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე კი დასკვნა მოამზადაახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ “ (აფბა), რომლის ვიცეპრეზიდენტი პაატა ბაირახტარი განმარტავს, რომ გენგეგმაში, როგორც უფლებრივი საკითხების უგულებელყოფის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური და ფინანსური საკითხების კუთხით მრავალი შეცდომა და დარღვევაა, რაც შეიძლება სოციალური მღელვარების საფუძველი შეიქნას.

_ გენგეგმა აუცილებლად უნდა იყოს მაღალი გამჭვირვალობის დოკუმენტი და ითვალისწინებდეს ყველა ჯგუფის მოსაზრებებსა და ინტერესებს. გენგეგმის არსებული ვარიანტის მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაზარალდება კერძო სექტორი, ამას გენგეგმის ავტორებიც არ უარყოფენ. ამ დოკუმენტის მიხედვით, წინასწარი ინფორმირებულობისა და კონსულტაციების გარეშე ხდება მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისთვის დღეს მოქმედი ზონების შეცვლა. ზოგიერთ შემთხვევაში ინვესტორებს პირდაპირ ეზღუდებათ ინვესტიციების განხორციელება. გენერალურ გეგმაში წერია, რომ იგეგმება ეკონომიკური ზონების რელოკაცია, რაც გულისხმობს სავაჭრო ზონების სხვა ადგილზე, პერიფერიაში გადატანას, მაგრამ რა თანხა დაუჯდება დედაქალაქის ბიუჯეტს ეს გამოსავალი, დასკვნა არ არსებობს.

_ კონკრეტულად რომელ ეკონომიკურ სავაჭრო ობიექტზეა საუბარი?

_ გენერალური გეგმის არსებული მოდელის მიხედვით, იგეგმება ელიავას ბაზრობის გადატანა ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნულ ადგილას კი სარეკრეაციო ზონა უნდა მოეწყოს. ელიავას ბაზრობის მესაკუთრე 144 ფიზიკური პირია, ხოლო მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთების ჯამური ღირებულება, აფბა გათვლებით, სულ მცირე, 230 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ გადაწყვეტილებას გენერალური გეგმის ავტორები პერიფერიებში ცხოვრების დონის ამაღლებითა და იქ სამუშაო ადგილების შექმნის სურვილით ხსნიან, მაგრამ გაუგებარია, კონკრეტულად რომელი ფაქტორების, პრაქტიკული მაგალითებისა და გამოცდილების გათვალისწინებით ელოდებიან პერიფერიებში ინვესტიციების ზრდასა და ცხოვრების დონის ამაღლებას. მეტიც _ უცნობია, ეკონომიკური ზონების რელოკაციის შემთხვევაში მოახერხებენ თუ არა ეს ზონები ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას. გენერალური გეგმის ავტორების აზრით, გამოსავალი ადგილმონაცვლეობის ან გამოსყიდვის ფორმების მოძებნაშია, მაგრამ, როდესაც მსგავსი ზომისა და მასშტაბის ეკონომიკურ ზონას ვეხებით, მიდგომა “ჯერ გავაკეთოთ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება” არასწორია. მაგალითად, ელიავას ბაზრის გადატანის შემთხვევაში, შეინარჩუნებს თუ არა ეს ეკონომიკური ზონა ეკონომიკურ აქტივობას, ამაზე ანალიზი არ არსებობს.

_ რა ბედი ელით ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს? გენერალური გეგმის დოკუმენტში თუ არის საუბარი კომპენსაციის საკითხზე?

_ გენგეგმის შემოთავაზებული ვერსიის მიხედვით, დედაქალაქში ასიათასობით კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთებს შეეცვლება იურიდიული სტატუსი, ეს დაახლოებით 25-30 ათასი ადამიანის კერძო საკუთრებას შეეხება. ამ რაოდენობის მესაკუთრეების დაკმაყოფილება მოუწევს დედაქალაქის ბიუჯეტს. აფბა-სთვის კვლევის პროცესში, ცხადია, შეუძლებელი იყო ამ რაოდენობის მესაკუთრეების გამოკითხვა და იმის დადგენა, როგორ აფასებს თითოეული მათგანი მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ან შენობა-ნაგებობას, მაგრამ, მინიმალური გასაშუალოებული თანხა რომ ავიღოთ, მაგალითად, 10 000 დოლარი თითო მესაკუთრეზე, ჯამში 300 მილიონს აღწევს, რაც დედაქალაქის ბიუჯეტის მესამედია. კომპენსაციის საკითხზე კი არც უფიქრიათ დოკუმენტის ავტორებს. ვფიქრობთ, რომ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში უფლებრივი საკითხების უგულებელყოფა სოციალურ მღელვარებას გამოიწვევს და მათ აუცილებლად მოუწევთ, საკომპენსაციო თანხების გადახდა, როგორც მესაკუთრეებისთვის, რომელთა სახელზეც არის ეს შენობა-ნაგებობები, აგრეთვე, იქ დასაქმებულ ადამიანებზეც. თუმცა, სანამ ეს ეკონომიკური ზონა აეწყობა ან გადაეწყობა ახალ ეკონომიკურ რელსებზე, ისინი აუცილებლად დაზარალდებიან.

რა ხდებოდა უახლოეს წარსულში

2004 წლის 4 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 96%-ით გაიმარჯვა “ვარდების რევოლუციის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს შორის იყო ეკონომიკური რეფორმა. ამ ეკონომიკური რეფორმის ნაწილი იყო სასტუმრო “ივერიიდან” აფხაზეთიდან დევნილების გამოყვანა და იქ მაღალი დონის სასტუმროს აშენება. 2005 წლის 6 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილებს სასტუმრო “ივერიის” შენობა იძულებით დაატოვებინეს. თითოეულ ოჯახს კი დაჰპირდნენ, რომ მუდმივი საცხოვრებელი ფართის შესასყიდად ინვესტორი, კომპენსაციის სახით, 7 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა. 2006 წლის ყოველწლიურ შემაჯამებელ მოხსენებაში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: “სასტუმრო “ივერია”, რომელშიც დევნილები ცხოვრობდნენ 10 წლის განმავლობაში, ჩვენი ნგრევის, დამცირებისა და გაუბედურების სიმბოლო იყო. დევნილებს კომპენსაცია მივეცით და სასტუმრო დავაცლევინეთ”.

საქართველოს სახალხო დამცველის 2007 წლის საანგარიშო მოხსენებაში კი ვკითხულობთ: დევნილ ციური ნოდიას დროებით საცხოვრებელ ადგილად კვლავ თბილისი, სასტუმროივერიაუწერია. მას კომპენსაცია ჯერ კიდევ არ აუღია და დღეს ისევ თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი”.

სოფო კაკაჩია

P.S. თბილისის მერიის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, “სითი ინსტიტუტსმიეცა ვადა, დაასრულოს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. საბოლოო დოკუმენტაცია 1 ივნისს უნდა იქნას წარმოდგენილი. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია, კომპანიასთან ერთად, მუშაობაში ჩაერთვება დამაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის შემუშავებას”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here