Home სხვადასხვა დაიჯესტი მილიონობით უკმაყოფილო: კოლუმბია საპროტესტო აქციებმა მოიცვა

მილიონობით უკმაყოფილო: კოლუმბია საპროტესტო აქციებმა მოიცვა

606

შეგახსენებთ: კოლუმბია იყო აშშის ბურჯი ვენესუელის კანონიერი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის. კოლუმბიაში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო. საყოველთაო გაფიცვაზე გამოსვლას მილიონზე მეტი ადამიანი აპირებს. მანამდე კი საპროტესტო აქციაზე გამოსულები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. შეტევებისას დაიღუპა ერთი სტუდენტი, დაიჭრა _ რამდენიმე. ქვეყნის ხელისუფლებამ უკმაყოფილო ადამიანებს დემონსტრაციების მშვიდობიანად ჩატარებისკენ მოუწოდა, პარალელურად კი ჯარები გადაიყვანა დედაქალაქში და დახურა საზღვრები.

ანტისამთავრობო დემონსტრაციები თანდათან იპყრობს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს და ახლა კოლუმბიის ჯერი დადგა. ქვეყნის მოსახლეობამ საყოველთაო ეროვნული აქციები მოაწყო. აქციას მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიები და პროფკავშირები. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, კოლუმბიის ქუჩებში გამოსვლას აპირებს მილიონზე მეტი ადამიანი, რათა მიაღწიოს ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლას. მთავარი დემონსტრაცია გაიმართა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში. სამომავლო საპროტესტო აქციების ფონზე კოლუმბიის ხელისუფლებამ მკაცრ ზომებს მიმართა, კერძოდ, მერებსა და გუბერნატორებს ნება დართო, დააწესონ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვას, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შეზღუდვასა და კომენდანტის საათის შემოღებას (ბოგოტასა და კალიში უკვე შემოიღეს კომენდანტის საათი). უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ, აგრეთვე, მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს სახმელეთო და სამდინარო საზღვრები. კოლუმბიის არმიის 8 ათასი ჯარისკაცი კი ბოგოტასა და სხვა ქალაქების გარეუბნებში გადაიყვანეს. საპროტესტო გამოსვლების მთავარი მიზეზია მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა _ კოლუმბიელები უკმაყოფილონი არიან მთავრობის ბევრი გადაწყვეტილებით. მოქალაქეებს, აგრეთვე, არ მოსწონთ ხელისუფლების პოზიცია აშშ-ის მიმართ. სიტუაცია გაუარესდა ვენესუელის მიმართ პოლიტიკის გამოც, ბოგოტამ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის სახელმწიფო მეთაურად აღიარა და ამით ლეგიტიმური პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, წინააღმდეგ წავიდა.

ამას გარდა, ვენესუელელი ოპოზიციონერები პრეზიდენტ მადუროს სამართალდამცავ ორგანოებს თავს არიდებენ და კოლუმბიის ტერიტორიაზე იმალებიან, რაც კოლუმბიელთა საპროტესტო განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ვითარება ძალიან რთულია ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის _ მისი ბედი ბეწვზე ჰკიდია. ივან დუკე და მისი კაბინეტი ძალიან დასუსტებულია. მათ არ იციან, როგორ გააჩერონ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here