მთავარი საქართველო მითხარი, ვინ არის შენი მტერი და გეტყვი, ვინა ხარ შენ

მითხარი, ვინ არის შენი მტერი და გეტყვი, ვინა ხარ შენ

6813
გააზიარეთ
მითხარი, ვინ არის შენი მტერი და გეტყვი, ვინა ხარ შენ

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ბიბლიოთეკის და ისტორიულეთნოგრაფიული მუზეუმისთვის სხვადასხვა ჟურნალგაზეთებს ყიდულობს, რომელთა შორის არის გაზეთი პრორუსული და ანტიდასავლური გამოცემებიც.  

ერთ-ერთი გაზეთი, რომლის შეძენისთვისაც სახსრები ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება, “საქართველო და მსოფლიოა”

გამოცემის მთავარ გარეკანზე სათაურებად გამოტანილია ისეთი შინაარსის ტექსტები, როგორებიცააუღმერთო შტატები და ერთმორწმუნე, აღმავლობის გზაზე მდგარი რუსეთი“, “ნატოსა და ევროკავშირის ძახილს, სჯობდა რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობები“, “ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის 77 წლისთავი და ..

გარდა პრორუსული ტექსტებისა, აღნიშნულ გაზეთში შეხვდებით ანტიდასავლურ ტექსტებს. სტატიის ავტორები ჰომოფობიური და ქსენოფობიური განაცხადებით, ცდილობენ ევროპის და ამერიკის დაკნინებას.
მითხარი, ვინ არის შენი მტერი და გეტყვი, ვინა ხარ შენ

მაგალითად, “საქართველოსა და მსოფლიოშიშეგხვდებათ ისეთი ტიპის ტექსტები, როგორებიცააცივილიზებული დასავლეთის სწრაფი დეგრადაცია“, “ნეოლიბერალური ზნეობაეკლესიის საკურთხეველში გეები გამოსახეს“, “პედოფილები ევროპის პოლიტიკური არპარეზისკენ მიისწრადიან“, “ევროპაგაჩხიბულთა სამოთხედა ..

კულტურის სააგენტო ბიბლიოთეკისთვის და მუზეუმისთვის აღნიშნული გაზეთის 26 ნომერს შეიყიდის.

ჯამში, სააგენტო 15 სხვადასხვა დასახელების ჟურნალ-გაზეთი შეიძინა, მათ შორის არის “ასავალ-დასავალიც”. გაზეთების შეძენისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 907 ლარი დაიხარჯა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

http://radiomosaic.ge/

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here