Home სხვადასხვა დაიჯესტი მიგრანტები ევროპაში მანეკენებსაც აუპატიურებენ

მიგრანტები ევროპაში მანეკენებსაც აუპატიურებენ

757
მიგრანტები ევროპაში მანეკენებსაც აუპატიურებენ

ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ ვრცელდება ინფორმაცია ლტოლვილთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. გერმანიის ქალაქ ვისბადენში ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი 22 წლის ერაყელი ლტოლვილის _ ალი .- მიმართ, რომელსაც ბრალი ედება 11 წლის მოსწავლე გოგონას გაუპატიურებასა და 14 წლის გერმანელ სუზანა ფელდმანის მკვლელობაში. რამდენიმე დღის წინათ ამ ბრალდებებს დაემატა კიდევ რამდენიმე, მათ შორის _ თავდასხმა, ძარცვა და ძალადობა.

როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, სასამართლო სხდომაზე წარდგა ახალგაზრდა მამაკაცი იუნეს ა., რომელმაც განსასჯელს კიდევ რამდენიმე ბრალდება წაუყენა. მან განაცხადა, რომ შარშან ერთ ღამეს შინ მარტო მიდიოდა, როდესაც პარკის გავლა დააპირა, წინ გადაუდგა ორი პიროვნება, მათგან ერთ-ერთი იყო ალი, რომელიც მის გაუპატიურებას შეეცადა (მეორე, სამართალდამცველთა ვარაუდით, იყო ალის თანამზრახველი მანსურ კ.).

მიგრანტები ევროპაში მანეკენებსაც აუპატიურებენ

დაზარალებულის თქმით, ბოროტმოქმედებმა თავდაპირველად სიგარეტი სთხოვეს. როდესაც სიგარეტისთვის ჯიბეში ხელი ჩაიყო, იგრძნო, რომ ყელზე ბასრი დანა მიაბჯინეს. ამის შემდეგ მიგრანტმა აიძულა ის, ბუჩქებისკენ წასულიყო, შემდეგ კი _ შარვალი გაეხადა. იუნესი ირწმუნება, რომ ცდილობდა, კორექტულად მოქცეულიყო და მიგრანტს ფული შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა: “ალბათ, სხვა რაღაც უნდოდა”, _ გაახსენდა გერმანელს უკვე სასამართლოში. ასე იყო თუ ისე, გერმანელი მიხვდა, რასაც უპირებდნენ და, თავის პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით, ხელი ჰკრა პოტენციურ მოძალადეს და გაიქცა პარკიდან. სასამართლო პროცესზე იუნესმა თქვა, რომ, მოგვიანებით, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია სუზანას მკვლელობის შესახებ და გამოცხადდა ძებნა 2 ბოროტმოქმედზე, ტელეეკრანზე ნაჩვენები ფოტოთი ამოიცნო ალი, რომელიც გაუპატიურებას უპირებდა. მისი ჩვენების შემდეგ კი განსასჯელს კიდევ ერთი ადამიანის, ამჯერად მამაკაცის, გაუპატიურების მცდელობის ბრალდებასაც წაუყენებენ.

არ შეიძლება მტკიცება იმის, რომ მამაკაცსა და მამაკაცს შორისარატრადიციული ურთიერთობებიქცევის რაღაც განსაკუთრებული ხაზია ახლო აღმოსავლელი მამაკაცებისა, მაგრამ ზოგჯერ ისეთი რამ ხდება, რაც ახსნას არ ექვემდებარება. მაგალითად, ორიოდე თვის წინათ თურქეთში მოხდა ისეთი რამ, რაც ნორმალური ადამიანის საქციელს არ შეეფერება.

მიგრანტები ევროპაში მანეკენებსაც აუპატიურებენ

თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქ ანტალიაში ბეწვეულის მაღაზიიდან ძვირფასი ქურქის მოპარვის შესახებ საზოგადოების განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუწვევია, მაგრამ მოგვიანებით, როცა ვიდეოდაკვირვების კამერების ჩანაწერები შეისწავლეს, საზოგადოებრიობამ მომხდარის დეტალების შესახებ შეიტყო.

ახალი ამბების თურქულმა ტელეარხმა Haberturk-მა თავის ახალ ამბებს უჩვეულო ცნობა დაურთო. პოლიციამ დააკავა 3 მამაკაცი. მათ თითების უამრავი ანაბეჭდი დატოვეს მანეკენზე, რომელსაც “ეცვა” ძვირად ღირებული ქურქი. როგორც ტელეარხი Hაბერტურკ-ი იუწყებოდა, მაღაზიის გაქურდვის მომენტში ბოროტმოქმედები არა მხოლოდ კოცნიდნენ ამ მანეკენს, არამედ მასზე იძალადეს კიდეც.

მიგრანტები ევროპაში მანეკენებსაც აუპატიურებენ

ანალოგიური რამ მოხდა ევროპაში, სადაც მიგრანტები აუპატიურებენ ყველაფერს, “რაც, ერთ-ერთი მწერლის თქმით, ინძრევა და რაც არ ინძრევა”.

ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ადამიანები საზარელ სურათს გადააწყდნენ. ლტოლვილმა სექსუალური კავშირი დაამყარა მაღაზიის მანეკენთან. მათ, ვინც ეს ამაზრზენი სანახაობა სმარტფონით გადაიღო, ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. ევროპელების სწორედ ეს რეაქციაა განსაცვიფრებელი: ისინი არ რეაგირებენ მიგრანტების აშკარა პროვოკაციულ, ზოგჯერ კი ხულიგნურ ქმედებებზე _ უბრალოდ, მომხდარს სმარტფონებით იღებენ ან უსიტყვოდ უყურებენ ინციდენტს. ისინი თავს არ იწუხებენ მაშინაც, როცა სერიოზული რამ ხდება. მაგალითად, ხმა არავის ამოუღია და არავინ აღშფოთებულა, როცა მაგდებურგში (საქსონია-ანხალტის მიწა) ტრამვაიში ვინმე ბაქარ მ.-მ არაფრის გამო გალახა 2 სტუდენტი _ გოგო და ბიჭი.

ყველაზე მეტად გაუგებარია ის, რომ მიგრანტის ამ არამოტივირებულმა აგრესიამ არავინ შეაშფოთა: ტრამვაის არც ერთი მგზავრი არ გამოესარჩლა ახალგაზრდებს და არ ჩაერია ინციდენტში, როცა ახლო აღმოსავლელმა ლტოლვილმა სახეში მუშტი ჩაარტყა 18 წლის ქალს, მეტიც, როცა მისმა სისხლმა დასვარა ერთ-ერთი მგზავრის ტანსაცმელი, ის გოგონას სასამართლოში სარჩელის შეტანით დაემუქრა შარვლის სისხლით დასვრის გამო ზიანის ასანაზღაურებლად. დებოშირმა კი გოგონას კიდევ ერთხელ დაარტყა და ხელი მოსტეხა. შემდეგ მიგრანტის აგრესია გადავიდა გოგონას მეზობელ მგზავრზე _ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ რამინაზე. ყველაზე საკვირველი კი არის ის, რომ, როდესაც არამზადა დააპატიმრეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ, ისე, უბრალოდ, გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა დაზარალებულებს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები დაუდგინეს. საქმე ის არის, რომ პოლიციაში ამ მიგრანტს, უკვე კარგა ხანია, იცნობენ, როგორც ხულიგანსა და სამართალდამრღვევს. მას ხომ არავინ მოუკლავს. დიდი ამბავი, თუ ვიღაცას ცხვირი გაუტეხა და ხელი მოსტეხა _ ეს მკვლელობა არ არის. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, როდესაც ინციდენტის შესახებ შეიტყო საზოგადოებამ, არამზადა, როგორც იქნა, დააპატიმრეს.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გერმანელები იქცნენ შერაცხად ადამიანებად, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა შეეძლებათ? როგორ, რით უნდა შეჩერდეს გერმანელი ერის გადაგვარება? _ ამ პრობლემების მოგვარებაზე ჯერჯერობით არავინ ფიქრობს. აქედან გამომდინარე, ხულიგნები და ავაზაკები, რომლებიც ხედავენ, რომ მათ მიმართ მართლმსაჯულება ლმობიერია, კიდევ დიდხანს იბოგინებენ პოლიტკორექტულ გერმანიასა და მულტიკულტურულ ევროპაში.

რით დასრულდება ეს, ზუსტად არავინ იცის, თუმცა…

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here