მთავარი პოლიტიკა მიართვით მარგველას “ხიხანი”

მიართვით მარგველას “ხიხანი”

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ქვეყნის ნარკოკარტელად გადაქცევას ემხრობა

1771
გააზიარეთ
გიორგი მარგველაშვილი

არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოს პარლამენტი არასამთავრობოებისა და ოპოზიციის ხმაურის გამო, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონს, პრაქტიკულად, იძულებით იღებდა. ის, რომ მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზებაც კი დამანგრეველი იქნებოდა ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, ხშირად აღგვინიშნავს, მაგრამ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ყურს არ გვიგდებდნენ და სოროსის მონების მიერ ნაკარნახევი სცენარით მოქმედებდნენ. ჩვენი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსუბუქი ნარკოტიკიც ნარკოტიკია და მისი ლეგალიზება მომავალი თაობისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასი იქნება, ხშირად ქილიკის, უფრო ხშირად კი არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მხრიდან თავდასხმისა და აგრესიის მიზეზი ხდებოდა. ამ ყველაფერს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც დაერთო. აი, რა თქვა გიორგი მარგველაშვილმა:

“მე ვესაუბრე ჯგუფს, რომელიც, დიდი ხანია, მუშაობს თემაზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ეს არის უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე არის ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ქართულ, ასევე საბჭოთა სისტემაში ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და ამავე დროს არავითარი გამოსწორება ნარკოტიკების სტატისტიკაში არ მოიტანა. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში მუშაობდა და დღესაც მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომელიც აუბედურებს უამრავ ადამიანს, რომელიც ასევე სამართალდამცველების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს და ჩვენ ვხედავთ ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ჯგუფი თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, რომლებიც მოწოდებული უნდა იყვნენ, რომ ადეკვატურობისა და ლოიალურობის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა. მე მიხარია, რომ გამოვდივართ იმ სტერეოტოპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა. შემიძლია ზოგადად ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს: როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე, შედეგს არ გაძლევს, ჯობია, ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი…”

ამ განცხადებით პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, მხარი დაუჭირა ნარკოტიკების ლეგალიზებას, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მისი მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელია. ამ ლოგიკით, კომუნისტების დროიდან მოყოლებული, არც ქურდობასა და ყაჩაღობაზე დაწესებული სასჯელები არ იძლევა უკეთეს შედეგს, მკვლელობის კუთხით, სტატისტიკა საერთოდ გაუარესებულია და რა გამოდის: ნარკომანებთან ერთად, ქურდები, ყაჩაღები და მკვლელებიც უნდა გამოვუშვათ ციხიდან და სარეაბილიტაციო ცენტრები გავუხსნათ?! თუ ვიღაც მეორე და მესამე მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, უნდა ვთქვათ, რომ, ნარკომანების დარად, ესეც ავადმყოფია, მკურნალობა სჭირდება და ამიტომ თავისუფლად უნდა იაროს?!

წესითა და რიგით, ქვეყნის პირველმა პირმა (პირველი თუ არა, მეორე მაინც), ალბათ, სხვა განცხადება უნდა გააკეთოს, მაგრამ ნურას უკაცრავად _ მარგველაშვილის დამოკიდებულება სოროსის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებთან და იმ ოპოზიციურ სპექტრთან, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზების მომხრეა, გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი სხვა მიმართულებით მიდის. სხვათა შორის, ისიც გვახსოვს, ბატონი გიორგი საპატრიარქოში მისვლის შემდეგ როგორ განცხადებებს აკეთებს ხოლმე და როგორ გვარწმუნებს, რომ პატრიარქს ყური უნდა დავუგდოთ, რომ მისი პირიდან სიმართლე ღაღადებს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო მისი ბავშვობის მეგობარია. ჰოდა, სწორედ გიორგი მარგველაშვილისთვის საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

როგორც ცნობილია, გასული წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, რამაც საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია და აღნიშნულ საკითხს ზოგადად სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქიც შეეხოსაშობაო ეპისტოლეში”.

ვინაიდან, პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გრძელდება, გვინდა, დამატებით განვაცხადოთ შემდეგი: მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას.

მაგრამ, სანამ აღნიშნული განხორციელდება, ჩვენი აზრით, საჭიროა შემდეგი საკითხების დროულად გადაწყვეტა:

) ეკლესია ყოველთვის მკვეთრი ღონისძიებების გატარების მომხრე იყო ნარკოტიკების გამავრცელებელთა მიმართ, რადგან ეს არის დანაშაული ერის წინაშე და ამ ქმედებას სახელმწიფო მთელი სიმკაცრით წინ უნდა აღუდგეს, რაც დამატებით რეგულაციებში უნდა აისახოს;

) ჩანს რომ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ეტაპზე მზად არ არიან მოსალოდნელი ნეგატიური ტენდენციების კონტროლისთვის და ყველამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს;

) აუცილებელია, ოჯახის წევრები და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცული იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისგან;

) ქვეყანაში არ არის სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებშიც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ და ეს მდგომარეობა მალე უნდა შეიცვალოს;

) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობა, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რათა, პირველ რიგში, ახალგაზრდობამ გააცნობიეროს, ნარკოდამოკიდებულების შემთხვევაში, რას უქადის მას ხვალინდელი დღე და შეექმნას უარყოფითი განწყობა;

) უნდა გამკაცრდეს ზომები, აღნიშნული ნარკოტიკების უკანონო შემოტანასთან, გავრცელებასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

) აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი და სხვ.

კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში კი ეს მიმართულებები არ არის ასახული, რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს.

ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცველთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს”.

წესითა და რიგით, ახლა ის დროა, მარგველაშვილმა ჟურნალისტები შეკრიბოს და განაცხადოს ის, რაც არაერთხელ უთქვამს _ პატრიარქის ბაგეთაგან სიმართლე ღაღადებს და ყველამ ყური უნდა დავუგდოთო. მაგრამ არა, ბატონებო, თავის გადაფურთხებულს სწორედ სოროსელები არ აალოკვინებენ, თორემ ასეთები აულოკავთ პირველ (გნებავთ, მეორე) პირებს საქართველოში?! სოროსის მართული ოპოზიცია დაენჯეოებიცოცხლად შეჭამენ ისედაც გაკოტრებულ პრეზიდენტს და მას მხოლოდ თავისი ადმინისტრაციის მხარდაჭერაღა შერჩება და ისიც ზედაპირული, რადგან ყველამ იცის, რომ მარგველაშვილმა პრეზიდენტობის ვადის ბოლო წლის ათვლა დაიწყო და ჩასაძირად განწირულს საფლავში რომ არავინ ჩაჰყვება, კი უნდა იცოდეს. ან რომელ პრეზიდენტს ჩაჰყოლია ვინმე ჩვენთან?! როგორც კი პირველი პირის ტახტრევანს ერთი ფეხი მოერყეოდა, მეორეს სწორედ უახლოესი გარემოცვა ურტყამდა ცულს და ასე იქნება მარგველაშვილიც შემთხვევაშიც _ მისი უახლოესი გარემოცვა უკვე ეძებს იმ ნავს, რომელში გადახტომაც შესაძლებელი იქნება.

ჰოდა, შემორჩება ისტორიას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, როგორც ნარკოტიკების ლეგალიზების მომხრე, როგორც მომავალი თაობის გამოთაყვანების ფუძემდებელი და… ახსოვს საქართველოს ისტორიას გიორგი ბრწყინვალე, მაგრამ ზაქიჭამია გიორგიც ახსოვს და, სავარაუდოდ, მომავალი თაობა გიორგი მეკარტოფილეს, გიორგი მქსოველს ან გიორგი თრიაქის მწეველს მიიღებს მარგველაშვილის სახით. პრინციპში, იმასაც ამბობენ, მარგველაშვილი არც ზაქის ხორცთან არის მწყრალად და იყოს ზაქიჭამია მეორე, მისი გარემოცვა კი უპირველესი გრანტიჭამია იქნება და ლოგიკურიცაა _ მარიხუანის მიღების შემდეგ ხომკიშკა იხსნებადა გაძღომას ვერ იგებ. მით უმეტეს, როცა ქვეყნის პირველი (გნებავთ, მეორე) პირი გქვია და ყველამ იცის, რომ ჭამთანაც დიდი კოვზითზუსტად ისე, როგორც შენი წინამორბედი ჭამდა, მაგრამ მთავარი, კოვზის სიდიდე კი არა, ის არის, რასაც მიირთმევენ ეს ბატონები

P.S. შეგარგოთ

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here