Home ახალი ამბები საქართველო მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში...

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს მიიღებენ

2849
მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს მიიღებენ. ამის შესახებინტერპრესნიუსსმთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“.

მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს. რაც შეეხება ფულად სოციალურ დახმარებას, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, გარდა თბილისისა, ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამის სახსრებს თბილისის მერია გამოყოფს.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here