მთავარი საქართველო მთავრობა მარცვლეულის გაძვირების გამო პროდუქტის სუბსიდირების საკითხს განიხილავს

მთავრობა მარცვლეულის გაძვირების გამო პროდუქტის სუბსიდირების საკითხს განიხილავს

120
გააზიარეთ

რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ სასურსათო უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დგას მსოფლიოში. ხორბალი 100 დოლარზე მეტით არის გაძვირებული. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ქვეყანას ხორბლისა და ფქვილის 2-თვიანი მარაგი აქვს, ამის შემდეგ კი სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედება, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია.

“მსოფლიო ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის ფასი მნიშვნელოვნადაა მომატებული, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში მსოფლიოს მოაკლდა ხორბლის მიწოდების 30%. უკრაინა თავისთავად და რუსეთშიც იყო დეფიციტი. ქვეყნები ყიდულობენ იმაზე მეტ ხორბალს, ვიდრე ჩვეულებრივ. ომის დაწყებამდე თუ ტონა ხორბლის ფასი იყო 320-330 დოლარის ფარგლებში, დღეს არის 420 დოლარი. ფასების მერყეობა საკმაოდ მაღალია. საქართველოში 90% შემოდის რუსეთიდან, ლოგისტიკური კუთხით მთლიანობაში ყველაზე იაფი შემოტანა არის რუსეთიდან. ხორბალი გვაქვს ერთი თვის მარაგი და ფქვილიც დაახლოებით ერთი თვის. ეს არის სტანდარტი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების თემაში ჯდება. მარაგის პარალელურად შემოდის დაახლოებითი ის რაოდენობა, რომელიც, ვთქვათ, იხარჯება, ეს არის მუშა პროცესი. ნაწილი შემოდის რუსეთიდან, არის ძველი კონტრაქტები მულტინაციონალურ კომპანიებთან, მათ აქვთ ოფისები შვეიცარიაში, საფრანგეთში. აქვთ პირობა, რომ შეასრულონ კონტრაქტები. გარკვეულწილად ეს მოდის რუსეთიდან, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნები გადაეწყობიან. უკრაინაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, დაიწყება თუ არა ხვნა-თესვის სამუშაოები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენი გამოწვევა არის, გადავერთოთ სხვა ქვეყანაზე და ამაში გვეხმარება 2-თვიანი მარაგი, რომელიც ახლა ქვეყნის შიგნითაა და რის გამოც შესაძლებლობა გვაქვს, გადასვლა მოხდეს უმტკივნეულოდ. მარაგების თემა ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ეს ერთგვარი ბუფერია. ყაზახეთი არის ალტერნატივა, ალტერნატივა არის რუმინეთიც და ამ მიმართულებით მუშაობის დრო გვაქვს. ამ ეტაპზე, როგორიცაა მდგომარეობა, იმ მოცემულობით პურზე ფასის შენარჩუნება ჩარევის გარეშე მოხდება. შემდეგ კი, შეიძლება ითქვას, 99%-ით გადაწყვეტილია ხორბლის სუბსიდირება და სავარაუდოდ, მთავრობის შემდგომ სხდომაზე, იქითა კვირაში ეს საკითხი გავა. ახლა პარამეტრებზეა საუბარი, რა ჩაიწერება დადგენილებაში”, _ განაცხადა სილაგავამ.

bpn.ge

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here