Home ახალი ამბები საქართველო “მთავრდება ომი, გეშინოდეთ მშვიდობის?!”

“მთავრდება ომი, გეშინოდეთ მშვიდობის?!”

706

სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია, 54- დღეა, ახორციელებს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის (მოკლედ რომ ვთქვათ) მიზნით, სამხედრო ექსპერტებმა უკვე მოაცილეს დიპლომატიური ეთიკით ნაკარნახევი ზიზილპიპილოები და უწოდებენ ომს მისი არსიდან გამომდინარე. სახელმწიფო არხების თოკშოუებშიც კი.

ამ ჭრილში შევეცადოთ, მიმოვიხილოთ ბოლო პერიოდში იქ შექმნილი ვითარება. მით უფრო, რომ მსოფლიო მედიაშიც, კარგა ხანია, საგნებს თავ-თავიანთი სახელები უწოდეს.

ბოლო დამოწმება მეც არ მომწოს _ თავის დამცირებასავითაა, მაგრამ ართქმა რეალობის ისეთივე გაყალბება იქნებოდა, როგორიც “რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან ფაშიზებული საზოგადოების წარმოშობის უგულებელყოფა”. ვერ დავიჩემებ, რომ ჩემი ნათქვამია: ასე ფიქრობენ ავტორიტეტული ანალიტიკოსები რუსეთშიც, დასავლეთშიც. არა მაინცდამაინც “კოლექტიური დასავლეთის” ელიტურ წრეებში, არამედ რაციონალურობით გამორჩეულ სამეცნიერო ინსტიტუტებში, რომლებსაც განამტკიცებს ტრადიციონალიზმი. დიახ, ტრადიციონალიზმი! არ გაგიკვირდეთ. თავისებურად ესმით, რაც კიდევ უფრო გასაკვირია: ტრადიციად მიიჩნევენ დემოკრატიას. თავიანთ ე.წ. ღირებულებებს. არანაირი განმარტება, რას ნიშნავს მათი დემოკრატია.

ჩნდება ე.წ. ახალი ენა. ფაშისტურახალ ენასყოველთვის ახასიათებს პრიმიტიული სინტაქსისი და პრიმიტიული ლექსიკა, რომელიც განახლების შედეგი კი არ არის, არამედ საზოგადოების ფაშიზაციის ნიშანია. ფაშიზმისთვის მიუღებელია კრიტიკა _ არავითარი კრიტიკული აზროვნება, დაეჭვების უფლებაც კი წართმეული გაქვთ. მსოფლიო იყოფა ისტორიულ ხალხებად და მათნაირებად, რომლებმაც თავი დააღწიეს ისტორიას.

იერარქიაში იგულისხმება თავისუფალი სამყარო. იერარქიზმი კი ფაშისტური საზოგადოების სტრუქტურის საფუძველია. ლიდერი გერმანულად ფიურერია.

რუსეთის ტელეპროგრამა “60 წუთის” წამყვანმა ეს ოფიციალურად განაცხადა.

ომია. მსოფლიო. მაგრამ რიგითი ნომრის მინიჭების გარეშე. რომელსაც ახასიათებს ყოვლად მიუღებელი თვისება _ რუსების გენოციდი. რუსეთის წარმომადგენლებს შეიძლება მოეპყრო ისე, როგორც საკუთარი არაკაცობა და სულმდაბლობა გიკარნახებს _ მოკლა, მოსპო, გაანადგურო. მაგალითად, დახვრიტო ხელფეხშეკრული სამხედრო ტყვეები. ხოლო ნეოფაშიზმის იდეოლოგიურმა იარაღმა _ პრესამ ისე ჩაიგდოს ენა, როგორც სამოთხეში შემთხვევით მოხვედრილმა სერიულმა მკვლელმა: არაფერი მსგავსი არ მომხდარაო.

გაბედული ექსპერტები ირწმუნებიან, რომ, თუ თანამედროვე სახელმწიფო იძულებულია, საქმე იქონიოს ამ ყაიდის სახელმწიფოსთან, უნდა მოექცეს, როგორც ფაშისტური წყობის მქონე ქვეყანას.

კეთილშობილების დემონსტრაციის სხვა ბევრი საშუალება არსებობს დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში.

თუნდაც _ ემოციურ ტალღაზე სუვერენული სხვა ქვეყნისთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნება, ამჟამად შექმნილი განსხვავებული გარემო პირობების გათვალისწინებით.

ღირს დაფიქრებად და შესასრულებლად, იმის სადემონსტრაციოდ, თუ სად არის დღეს სახელმწიფოებრივ დონეზე კეთილშობილებისა და ტოლერანტული დამოკიდებულების პერსპექტიული ცენტრი, რომლისთვისაც ყოვლად მიუღებელია სიკვდილის ის კულტი, რომლის გამოფენაც მოაწყვეს საფლავებიდან ამოსვენებული ცხედრებით გუჩის მთავარ გზაზე მხოლოდ იმისთვის, რომ დასავლეთიდან ჩამოსული რიგითი დელეგაციისთვის ეჩვენებინათ, სად მოქმედებს მათი გამოგზავნილი იარაღი, ტყვია-წამალი და ფულადი სახსრები.

დელეგაციაც კმაყოფილი დარჩა და მასპინძლებმაც შვებით ამოისუნთქეს.

სხვა რა არის “ჩვეულებრივი ფაშიზმი”?!

ანალიტიკოსები ხშირად ადარებენ ერთმანეთს ჩერჩილს, დე გოლსა და… ზელენსკის. “ბედაურნი დაიხოცნენ…” ძველი ფასეულობანი, რომლებსაც ეფუძნებოდა დასავლური სამყარო, ისტორიის გზებზე დაებნათ და დაეკარგათ. ახალ საზოგადოებაში ახალი წესრიგი მყარდება, რომელიც საეჭვოდ ჰგავს ჰიტლერულ ფაშიზმს.

სწორედ ამიტომ მიიჩნევენ გავლენიანი მიმომხილველები, რომ რუსეთი თანდათან, მაგრამ უკანდაუხევლად უნდა გამოვიდეს იმ წამგებიანი შეთანხმებებიდან, ხელშეკრულებებიდან, ვალდებულებებიდან, ურთიერთობის სისტემებიდან, რომლებიც ასუსტებს სახელმწიფოს, რადგან უკვე სავსებით ნათელია, ვისთან აქვს ურთიერთობა “ნეზალეჟნაიას” სახით.

ისიც საინტერესოა, რომ ასეთ შეთანხმებებს სულ უფრო რეალისტურად უყურებენ ოკეანისგაღმელი მოწინააღმდეგის ბანაკის პოლიტოლოგებიც. მოვუსმინო ნაიჯელ ფარაჟს, რომელიც ორიოდ დღის წინათ დაიმოწმა სატელევიზიო პროგრამამ “საღამოს პროგრამა ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად”.

_ თქვენს გამოსვლაში განაცხადეთ _ გვსურს, ვეომოთ რუსეთს? _ რატომ თქვით ასე?

_ ჩემთვის ეს აშკარა იყო. თქვენ სიმართლეს ლაპარაკობთ. მე ნაციონალისტი ვარ, მჯერა ჩემი ქვეყნის. ვიბრძოდი მისი დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ასევე მჯერა დასავლური ფასეულობების. ჩვენ და თქვენ, ამერიკასაც, კანადასაც, ავსტრალიასაც და კიდევ ბევრ სხვასაც ბევრი რამ გვაქვს საერთო. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ვიბრძოდით ორივე მსოფლიო ომში ამ ღირებულებათა დასაცავად.

შემდეგ გზა დაგვებნა ავღანეთთან, ერაყთან, ლიბიასთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით. გლობალისტები, ვლაპარაკობ ბილ კლინტონის, ტონი ბლერის შესახებ, რომლებმაც ეს დაიწყეს. შემდეგ კი ეს დოგმა გახდა, ნატოსთვის და ევროკავშირისთვის, იმპერიებისთვის, რომლებიც უნდა გაფართოვდნენ.

იცით, უნდა გესმოდეთ რუსეთის ისტორია _ ნაპოლეონის შეჭრა, ჰიტლერის შეჭრა, ათობით მილიონი რუსის დაღუპვა ამ შეჭრების შედეგად. და მე ვხედავ, რომ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება დასავლეთისკენ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ წინასწარგანზრახული პროვოკაციული აქტი იყო.

ნაცისტური იმპერია რომ დამარცხდა, ჩერჩილმა თქვა: “იყავით სულგრძელნი გამარჯვებაში. ნუ ჩაეფლობით სახით ტალახში იმის გამო, რაც მოიმოქმედეს. შეეცადეთ, დაამყაროთ სამოკავშირეო ურთიერთობა და ხანგრძლივი მშვიდობა”.

_ ყველაფერს კარგად და სწორად ლაპარაკობს, _ აცხადებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის დეკანი, პროფესორი ვიტალი ტრეტიაკოვი (ეს ის ტრეტიაკოვია, რომელმაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაარსებული თავისი პრიზი მინსკის საერთაშორისო ფესტივალზე, როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, მიანიჭა რეჟისორ ლეო გაბრიაძეს (რეზო გაბრიაძის ვაჟს ფილმისთვის “ჰარი-ჰარალე, დედაო”), _ მაგრამ არავითარი მეინსტრიმი (როგორც ახლა ამბობენ) ამას არ მოჰყვება. დასავლეთმა გადაწყვიტა, გაანადგუროს რუსეთი იურიდიულადაც. ისინი ამზადებდნენ საბრძოლო ჯგუფს, ეროვნებას, ხალხს, ქვეყანას, რომლებიც მზად იყვნენ, დაეხოცათ რუსები. მათ იპოვეს უკრაინა და შეგნებულად ამაზე მუშაობდნენ. ერთი მხრივ, რუსებისადმი სიძულვილს უღვივებდნენ, მეორე მხრივ, ამზადებდნენ მათ, ვისაც რუსეთის წინააღმდეგ უნდა ეომა.

ჩვენთან, უნივერსიტეტში, ყოველწლიურად მიმდინარეობს სტუდენტების სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. პირველი გამოვიდა რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური უნივერსიტეტის სტუდენტი, რომლის მოხსენების თემა იყო ესთეტიკურ-ღირებულებითი პროგრამების შეფასება. ასეთი პროგრამებია “საღამო სოლოვიოვთან” და “60 წუთი”. ბევრი საქებარი შეფასება მოვისმინეთ. ბოლოს სტუდენტმა განაცხადა, რომ “ეს არხები (თავიანთი შოუებით) აღვივებენ შოვინისტურ განცხადებებს საზოგადოებაში”.

ვეკითხები მომხსენებელს: თქვენ თუ უყურეთ ანალოგიურ პოლონურ ან უკრაინულ შოუებს? არ მიყურებიაო. ავუხსენი, რომ სამეცნიერო ანალიზი ითვალისწინებს შედარებით შეფასებას. ასე რომ მოქცეულიყავით უკეთ გაერკვეოდით, სად უკეთესია, სად _ უარესი, ან იგივეა.

უნივერსიტეტი, რომელშიც ეს სტუდენტი სწავლობს მოწოდებულია მასობრივად მოამზადოს ისინი, ვინც მასმედიაში იმუშავებს, ვინც უნდა შეისწავლოს ეს სფერო და ობიექტურად გააანალიზოს.

ეს ბლიცკამათი პროფესორმა ასეთი დასკვნით შეაჯამა:

_ თუ ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, არ შევაჩერებთ განათლების მიმდინარე რეფორმას, სანამ არ მოვახდენთ კულტურული პოლიტიკის სრულ ტრანსფორმაციას, ვერ გავიმარჯვებთ. ეს ერთი. ახლა მეორე _ ხელშეკრულებებიდან გამოსვლის შესახებ. ეუთომ მოამზადა მოხსენება, რომელშიც ყველა დანაშაული, რომლებიც ხდებოდა ტერიტორიაზე, უკრაინა რომ ეწოდებოდა, ყველა მიეწერებოდა რუსეთს, რუსეთის არმიას, რუს ჯარისკაცებს.

ჩვენთან ამბობდნენ, რომ უნდა გამოვსულიყავით ევროპის საბჭოდან. გამოვედით… გამოვედით, არ გამოუყვანივართ. უნდა გადავხედოთ საერთაშორისო პოლიტიკას, არაერთხელ განმიცხადებია. ყველა ხელშეკრულებიდან, რომლებიც შედგენილი იყო საბჭოთა კავშირის მონაწილეობის გარეშე, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, რუსეთი უნდა გამოვიდეს.

არც ერთი ორგანიზაცია არ არის ისეთი, რომელშიც დომინირებენ რუსები.

ჩვენ სიხარულით მივიღეთ ადამიანის უფლებათა კონცეფცია… იყო კრიტიკული შეძახილებიც: გაფრთხილდით, გაფრთხილდით! მიზნობრივი ინსტიტუტებიც შევქმენით. დიპლომატიაში, მით უფრო _ დასავლურში ყველაფერი გამოიყენება, როგორც იარაღი. ეს კონცეფცია თავს დაატეხეს საბჭოთა კავშირს, რათა გადემოკრატებულიყო თავიდან ბოლომდე. გავშიშვლდით სრულად. იმ ზომამდეც კი, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ყელზე “პეპელათი” და (შარვლის ნაცვლად) შორტებში სიტყვით გამოდიოდა (ოფიციალური) ტრიბუნებიდან. ამაზე შორს სად უნდა წახვიდე, როცა (ამ თანამდებობის) კაცი პარლამენტის წინაშე ასე გამოწყობილი წარდგები…

ოფიციალური პირებისგან ამ ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა. ვამზადებთ კი მოხსენებას, უკრაინა ტერორისტული სახელმწიფო რომ არის? რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა და კიდევ სხვა მსგავსი მაგალითები უეჭველად უნდა ჩაიწეროს ასეთ მოხსენებაში. ვინ ამზადებს ამ დოკუმენტს, სად უნდა წავიკითხოთ ეს ნაშრომი. მზად ვართ კი, რომ შევქმნათ თუნდაც ჩვენი ეროვნული ტრიბუნალი?

ნაკლოვანებებისგან თავისუფალი არ არის პროგრამა “საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან”. ყველაზე მეტად ვინ დაზარალდა ჩვენი პოლიტიკური და არაპოლიტიკური ტოკშოუებით? ალბათ, რუსი ხალხი. ხოლო როცა ოპოზიცია გამოდიოდა, გვესმოდა, რომ ჩვენ ვერ გავიზარდეთ, არასაკმარისად ცივილიზებულები ვართ და ა.შ.

…საქმე ისაა, რომ ჩვენ არ გადავდივართ კონტრშეტევაზე, ხოლო კიევის სახელმწიფო აპარატი მოწოდებულია, შექმნას უმსგავსობის მაგალითები რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის იმავე პრობლემებით მოწინააღმდეგის დატვირთვა, რომლებითაც გაურთულეს ცხოვრება.

* * *

ვერ შეუქმნა რუსეთმა მსგავსი პრობლემები მოწინააღმდეგე მსოფლიოს ნაწილს. როგორც ჩანს, მსოფლიოს მეორე ნაწილის თანადგომა ამ საკითხის გადაწყვეტაში მაინცდამაინც შედეგიანი არ არის.

ომი უკრაინაში, იგივე სპეციალური ოპერაცია, დასრულების ფაზაში შედის. ორივე მხარემ საკმარისი გამოცდილება დააგროვა დაპირისპირების პროცესის თავის სასარგებლოდ წარსამართავად.

თუ შეიქმნება სათანადო პირობებიგვეშინოდეს მომავლის, ბატონო მშვიდობიანო მოსახლეობავ?

პასუხი დამოკლეს მახვილივით ჩვენს თავზე კიდია.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here