Home რუბრიკები საზოგადოება მზადდება თუ არა დიდი განხეთქილება მართლმადიდებელ სამყაროში

მზადდება თუ არა დიდი განხეთქილება მართლმადიდებელ სამყაროში

მამა დავითი (ისაკაძე): ბართოლომეოსი არის პოლიტიკოსი, რომელიც მოქმედებს ამერიკული სპეცსამსახურების დაკვეთითა და მითითებით

8082
მამა დავითი (ისაკაძე)

მას შემდეგ, რაცდემოკრატიულმა დასავლეთმარუსეთუკრაინას შორის ომი გააჩაღა და ორი მოძმე ერი ერთმანეთს სამკვდროდ გადაჰკიდა (უკრაინელი საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილს კარგად ესმის, რომ ეს მათი ქვეყნისთვის პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენია), იმავე დასავლეთის მიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეულმა მსოფლიო საპატრიარქომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სივრცეში ხელის ფათური დაიწყო და უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. მართალია, მაშინ ამას მართლმადიდებლურ სამყაროში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, მაგრამ ბართოლომეოსმა (მსოფლიო პატრიარქმა) ყური არავის უგდო და მალევე ჩანაფიქრის შესრულება დაიწყო.

27 ივლისს, კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლის თავზე, მან ღია წერილი გამოაქვეყნა და უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება ოფიციალურად ამცნო. წერილში, რომელიც მაშინვე კამათისა და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, აღნიშნული იყო, რომ “კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავის თავზე აიღო ინიციატივა, აღადგინოს მართლმადიდებელი უკრაინის ერთიანობა…” შემდეგ ამას მოჰყვა დელეგაციების გაგზავნა სხვადასხვა მართლმადიდებელი ქვეყნის საპატრიარქოებში, რაც რეალურად ერთადერთ მიზანს _ სრულიად მართლმადიდებელი საქრისტიანოს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებას ემსახურებოდა. შეხვედრებმა გარკვეულწილად შედეგიც გამოიღო _ ცალკეული სასულიერო პირები, რომლებიც თავიანთ პროდასავლურ განწყობებს არასდროს მალავდნენ და რუსეთის ეკლესიის, განსაკუთრებით კი პატრიარქ კირილეს, მიმართ უხეში კრიტიკით გამოირჩეოდნენ, ბართოლომეოსის გადაწყვეტილებას ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს. შეიკრა ერთგვარი ანტირუსული საეკლესიო რკალი და მართლმადიდებელი სამყაროს გახლეჩვის მიმართულებით კონკრეტული ქმედებებიც დაიწყო. 7 სექტემბერს უკვე კიევში, რუსეთის საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, ეგზარქოსები დაინიშნენ. ერთია დანიილ პამფილიელი _ არქიეპისკოპოსი აშშ-დან, და მეორე _ ილარიონ ედმონტონელი კანადიდან…

ფაქტი, რა თქმა უნდა, უარყოფითად შეაფასა რუსეთის საპატრიარქომ, რომელმაც ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბართლომეოსის ქმედება რუსეთის ეკლესიის კანონიკურ სივრცეში შეჭრაა, მაგრამ განცხადება, როგორც კიევში, ისე კონსტანტინოპოლშიც უპასუხოდ დატოვეს. ერთადერთი, ვინც მედიასთან საპასუხო კომენტარი გააკეთა, უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო იყო. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი არ დაეკითხება პუტინსა და კირილეს, სად ილოცოს, რომელ ტაძარში იაროს და რა მიმართულებით იმოძრაოს. მისივე განმარტებით, “ავტოკეფალიის ტომოსი და ერთიანი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია იქნება იმაზე მალე, ვიდრე ვინმე მოელის”, თუმცა პოროშენკოს არ დაუკონკრეტებია, აქვს თუ არა კანონიკურად ბართლომეოსს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება.

როგორც ჩანს, მსოფლიო საპატრიარქო რუსეთის ეკლესიაში მართლაც დიდ განხეთქილებას ამზადებს, მაგრამ რუსეთი ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. გრძელვადიან პერსპექტივაში პროცესი, ალბათ, მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროზეა გათვლილი, ეს კი თავისთავად გულისხმობს, რომ აღნიშნული მოვლენები, ადრე თუ გვიან, საქართველოსაც შეეხება.

რას ნიშნავს რეალურად მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება და რა მიზანს ემსახურება ან შეიძლება ემსახურებოდეს ეს ქმედება, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება წმინდა მარინეს ტაძრის წინამძღვარი მამა დავითი (ისაკაძე).

_ მამაო, მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა, რუსეთის საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, კიევში ეგზარქოსები დანიშნა, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე რუსეთის ეკლესიის კანონიკურ სივრცედ არ თვლის უკრაინის ეკლესიას. როგორც ჩანს, დასავლეთი მართლმადიდებელ სამყაროში დიდ განხეთქილებას ამზადებსთქვენ, როგორც სასულიერო პირი, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს, რა პროცესები მიდის რეალურად?

_ სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, რომ მსოფლიო პატრიარქსა და სინოდის წევრებს არ ესმოდეთ, რა კანონიკურ ცდომილებას უშვებენ, მაგრამ მე ამას უფრო პოლიტიკურ აქტად განვიხილავ. ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის სჯულის კანონის დარღვევა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ერთი ეკლესიის უხეშ შეჭრაზე სხვა ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქციაში, რაც ისჯება საკმაოდ მკაცრი კანონიკური სასჯელით. სხვათა შორის რუსეთის საპატრიარქომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ, თუ მსოფლიო პატრიარქი არ შეწყვეტს პროვოკაციულ ქმედებებს, ის გაწყვეტს ევქარისტულ კავშირს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ ეკლესიასთან. ეს ერთი. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ბართოლომეოსის ქმედებით უხეშად ირღვევა კონკრეტული საეკლესიო კრებების მიერ მიღებული კანონები, კერძოდ: მეორე მსოფლიო კრების მეორე კანონი, ტრულის კრების მეოცე კანონი, ანტიოქიის კრების მეცამეტე კანონი, სარვიკიის კრების მესამე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კანონები, რომელთა საფუძველზეც პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონებს, ექვემდებარებიან საეკლესიო მკაცრ სარჯელებს, ეკლესიიდან განკვეთის ჩათვლით.

რაც შეეხება უკრაინის ე.წ. ეკლესიას, ეს არის სქიზმატური, ანუ განხეთქილებაში მყოფი ეკლესია, რომელიც, ფაქტობრივად, განიხილება, როგორც კრებული სულიწმინდის მადლის გარეშე. გამომდინარე აქედან, ეს სქიზმატები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ ქრისტიანებად, თუ სინანულის საფუძველზე დაუბრუნდებიან დედაეკლესიას, რაც ამ შემთხვევაში არ ხდება.

ახლა დავუბრუნდეთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. ჯერ ერთი, მსოფლიო პატრიარქს არ შეუძლია, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ასეთ სერიოზულ საკითხებზე, მაგრამ ბართოლომეოსი ადრეც არაერთხელ იყო შემჩნეული ანტიკანონიკურ ქმედებებში. კერძოდ, ის არის ცნობილი ეკუმენისტი და არაერთი მისი ქმედება ამის დასტურია… გარდა ამისა, მას დამთავრებული აქვს რომის აღმოსავლეთის ინსტიტუტი, რომელიც, ფაქტობრივად, არის პაპისტური სასწავლებელი. ცნობისთვის, ამ სასწავლებელში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ზრდიან მომავალ კადრებს, რომლებიც თავიანთი მრწამსითა და მოწოდებით ფარული კათოლიკეები არიან. ერთ-ერთი მათგანია ბართოლომეოსი და თქვენ იცით, რომ სწორედ მისი ინიციატივით მოიწვიეს დიდი კრების სახელით ცნობილი კრეტის კრება, რომელზეც შემოღებული იქნა რიგი ანტიეკლესიური კანონები, თუმცა ღვთის მადლითა და შეწევნით ოთხმა ადგილობრივმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველოს ეკლესიამაც, ამ კრებაში მონაწილეობა არ მიიღო.

აქვე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო: პოლიტიკა ვახსენე და აშკარად იკვეთება, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უკან ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები დგას. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ორივე ეგზარქოსი, რომლებიც ბართოლომეოსმა კიევში დანიშნა, სწორედ იმ სივრციდან არის _ ერთი ამერიკიდანაა, მეორე _ კანადიდან. ამასთანავე, თავის დროზე კრეტის კრებაში აქტიურად მონაწილეობდა ერთი ბერძნული წარმოშობის ამერიკელი ქალბატონი, რომელიც, ფაქტობრივად, გასცემდა დირექტივებს, ანუ ბართოლომეოსი პრაქტიკულად არის პოლიტიკოსი, რომელიც მოქმედებს ამერიკის სპეცსამსახურების დაკვეთითა და მითითებით… ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რადგან, როგორც ჩანს, და ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება, მზადდება დიდი განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში.

_ საქართველოზე როგორ შეიძლება ეს ყველაფერი აისახოს?

_ გააჩნია, რა პოზიცია გვექნება, თუ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, რაც, კიდევ ვიმეორებ, სჯულის კანონს ეწინააღმდეგება, რუსეთის საპატრიარქომ შეიძლება, თავისი სამღვდელოება შემოიყვანოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ანუ ამ შემთხვევაში ის შემოიჭრება ჩვენი ეკლესიის კანონიკურ სივრცეში და ჩვენ ამას ხელს ვერ შევუშლით.

რაც შეეხება ბართოლომეოსის გადაწყვეტილებას, როგორც გითხარით, მას არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის მიმართ სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან შეუთანხმებლად, ანუ კონსენსუსის გარეშე, მაგრამ ეს ერთი მომენტია; მეორე და ასევე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ აღნიშნული ინიციატივა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ახალ სისხლისღვრას უკრაინაში, თუ სქიზმატები აუცილებლად შეეცდებიან, წაართვან ეკლესიები კანონიკური ეკლესიის წარმომადგენლებს.

_ შესაძლებელია, რომ მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს მხარდაჭერა მოსთხოვოს?

_ გამორიცხული ნამდვილად არაა, მით უფრო, რომ მსოფლიო პატრიარქისთვის ასეთი სითავხედე უცხო არ არის, თუმცა ჩვენი ეკლესია, ღვთის შეწევნით, ყოველთვის ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებდა და იცავდა ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებას.

რაც შეეხება იმ საფრთხეს, რომ მხარდაჭერაზე უარის შემთხვევაში საქართველოს ეკლესიაზეც ხომ არ წავა შეტევა და ხომ არ იქნება გახლეჩვის მცდელობები, ფაქტია, მსგავსი მცდელობები აქამდეც ბევრი ჰქონია მსოფლიო პატრიარქს, მაგრამ ყველა წარუმატებლად დასრულდა _ საქართველოს ეკლესიამ ყოველთვის სწორი პოზიცია დაიკავა, სწორად შეაფასა მოვლენები და პრინციპებს არ უღალატა… საერთოდ, ჩვენ ამ ყველაფერს მასშტაბურად უნდა შევხედოთ, ვინაიდან ზუსტად ამ პროცესის ნაწილია ისიც, რაც დღეს საქართველოში ხდება, ვგულისხმობ იმ გარყვნილებისა და ამორალურობის პროპაგანდას, რომლის პროგრესად წარმოჩენას გარკვეული ძალები ცდილობენ…

_ გარყვნილებასა და ამორალურობას რაც შეეხება, კულუარული ინფორმაციით, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს ხანებში სარჩელს შეიტანენ სასამართლოში და მოითხოვენ, რომ არაკონსტიტუციურად ცნონ სამოქალაქო კოდექსის ის მუხლი, რომლითაც ოჯახის დეფინიცია განსაზღვრულია, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დასაკანონებლად იწყება ბრძოლა. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ ყველა, ვინც წინ აღუდგება საკუთარ ხალხს და შეეცდება, გადააბიჯოს საკუთარ რჯულს, მორალსა და ზნეობას, ძალიან მძიმე სასჯელს მოიმკის, სასჯელს ხალხისგანაც და, რაც მთავარია, უფლისგან; თუმცა, კიდევ ვიმეორებ, პროცესებს მასშტაბურად უნდა შევხედოთ. აქ პრობლემა არ არის მხოლოდ ერთ რომელიმე კანონში ან პიროვნებაში, რომელიც გარკვეული გარე ძალების დაკვეთით მოქმედებს… ჩვენ, მაგალითად, ამას წინათ ღონისძიება ჩავატარეთ სოროსის ფონდთან თბილისში და ამ ორგანიზაციის გაუქმება მოვითხოვეთ. მიგვაჩნია, რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს ის ფონდი თუ ორგანიზაცია, რომელიც დონორია ყველა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის…

_ ფიქრობთ, რომ ასეთი ღონისძიებებით შესაძლებელია ამ ფონდის გაუქმება?

_ ჩვენ სასულიერო პირები ვართ და ასე უნდა ვიბრძოლოთ, მეტი რა გავაკეთოთ?! იარაღს ვერ ავისხამთ და ომს ვერ დავიწყებთ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ცვლილებებს, ამაზე, უწინარესად, ერისკაცებმა უნდა იზრუნონ. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის ვალია, სათავეში მოვიყვანოთ ძალები, რომელთა მმართველობის პირობებში მართლა ექნება აზრი გარკვეული მოთხოვნების წამოყენებას.

_ მომავალი არჩევნებით შესაძლებელად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი?

_ ძალიან მინდა, ასე იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, მე დღეს ვერ ვხედავ პოლიტიკაში იმ ძალებს, ვერც სარწმუნოებრივი, ვერც ეროვნულ-პატრიოტული და ვერც სხვა თვალსაზრისით, რომ მოვიდნენ და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელონ, თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ. ჩვენ ჩვენი აქტიური მოქმედებით, ლოცვით, შრომითა და მოღვაწეობით უნდა ვიბრძოლოთ, რათა ქვეყნის სადავეებს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ გარედან მართული უპრინციპო ადამიანები. აქედან უნდა დაიწყოს ცვლილებები და, ბუნებრივია, ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ძალიან რთული და მძიმე პროცესია გასავლელი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. ერთი პატარა შენიშვნა მაქვს წერილის ავტორთან: რუსეთ – უკრაინას შორის ომი არც დასავლეთის ბრალია, არც ამერიკის; ეს ომი დაიწყო მოსკოვის აღზევებასთან ერთად; მოსკოვის აღზევებას მოჰყვა ველიკორუსული
    შოვინიზმის გავრცელება, ვინაიდან მოსკოვი ყველაფერში და ყველასთან აღმატებულად თვლიდა თავს;
    ამ დროს კი კიევი ასე თუ ისე ისევ რჩებოდა კულტურულ ცენტრად, რაც ძალიან აღიზიანებდა ველიკორუსულ მოსკოვს; მოსკოვის მშენებლობა მიმდინარეობდა თავდაპირველი ხის კრემლის გარშემო სავსებით სტიქიურად და მალე დაარქვეს “ბოლშაია დერევნია,” რაც დღემდე შემორჩა ფაქტიურად; მოსკოვმა მოინდომა კულტურული კიევის დაკნინება და გათიშვა “რუსული ცხოვრებიდან,” ამ მიზნით უწოდეს კიევსა და მის შემოგარენს “OKPAUHA,” ( განაპირა მხარე), ანუ – უკრაინა.

  2. ki magram tu arc dasavleti chareula da ar america , mashin ratom chamocunculdnen dasavleli “megobrebi” “bulkebit” xelshi? :-)es ise rac garegnulad da ashlkarad ar daumalavt, sxva bevri ki parulad tu giad exmarebodnen ukrainas da kidevac miikvanes revluciamde da aset sigatakemde, paktobrivad kveknis srul dashlamde. ra tkma unda ruseti tavis cils ar dautmobda amerikas da mis jars ar chaisaprebda ikve sazgvarze.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here