Home რუბრიკები საზოგადოება მე ვიცავ “ველოსიპედს”

მე ვიცავ “ველოსიპედს”

1199
მე ვიცავ “ველოსიპედს”

XX საუკუნის ბოლოდან და შემდგომ, ევროპისა და მსოფლიოს რიგი ქვეყნების, სახვით ხელოვნებაში თავს იჩენს ყოფითი სიუჟეტების ტენდენცია. დღეს მსოფლიოს ქალაქებში მრავლადაა ყოფითი ნივთების _ სავარძლების, ველოსიპედების, საყოფაცხოვრებო ატრიბუტიკისქანდაკებებიუტრირებული მასშტაბით გადმოცემული. პრაღის ცენტრალურ ქუჩებში ნახავთ ჭრელჭრელა ძროხების ქანდაკებებს. ისინი თავისი ფერადოვნებით აცოცხლებენ გარემოს, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, პრაღელები მათ არ აფასებენ ხელოვნების კრიტერიუმებით, არ განიხილავენ კომპოზიციას, პლასტიკას, სიუჟეტს, ძერწვის მანერას და სხვა.

გამოჩენილი ფრანგი მოქანდაკე შარლ სემსერი თავის კომპოზიციებში რეალურ ნივთებს იყენებს _ საყვირი, მოტოციკლი, ვედრო, ფოტოაპარატი და სხვა. არც თუ იშვიათად, სემსერი, ადამიანის სხეულის ამა თუ იმ ნაწილს _ თმებს, მუცელს, მკლავებს გამწვანებით “ავსებს”. ადამიანებში ეს უცნაურობები ინტერესს იწვევს, მიდიან, ფოტოებს გადაიღებენ და ამით მთავრდება ყველაფერი _ მათ არავითარი იდეურ-შემეცნებითი ფუნქცია არ გააჩნია.

არც თანამედროვე არქიტექტურაა გულგრილი ამ პროცესისადმი. არქიტექტორ ფილიპ სტარკის მიერ დაპროექტებული ლუდის ქარხნის შენობის სახურავზე ტოკიოში სტაფილოს უზარმაზარი “ქანდაკებაა” აღმართული. ფლორიდაში, ქ. ორლეანში, არქიტექტორ მაიკლ გრეივზის სასტუმროს სახურავზე შთამბეჭდავი მასშტაბის დელფინისა და გედის ქანდაკებებია შემოდგმული, ხოლო XX საუკუნის ერთ-ერთი ავანგარდისტული შენობის, ქ. ბილბაოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან განთავსებული ამერიკელი მოქანდაკის ლუიზა ბურჟუას 12 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ობობა _ “დედა”, ვენეციის 48-ე ბიენალეს უმაღლესი ჯილდოთი “ოქროს ლომით” აღინიშნა. იქვე, მეზობლად დგას 13 მეტრის სიმაღლის ყვავილებით შემოსილი ლეკვის ქანდაკება.

ყოფითი სიუჟეტების ტენდენციას საქართველომაც აუბა მხარი, მაგრამ ამ პროცესსმშვიდობიანადარ ჩაუვლია. განსაკუთრებული რისხვა დაატყდა ფრანგი ქალბატონის ლილი ფანტოცის გიგანტურ კვერცხებზე დადებულშლოპანცებსდა ფრანგი ჟან დუპეს ორსაჭიანველოსიპედს”. საზოგადოება შედარებით კეთილგანწყობილი იყო არქიტექტორ თამარ კვესიტაძის, საქართველოში პირველი კინეტიკური (მოძრავი) კომპოზიციის _ ალი და ნინოს მიმართ, რაშიც სიახლესთან ერთად გარკვეული როლი ითამაშა ალი და ნინოს სენტიმენტალურმა ლეგენდამ.

დიდ ინტერესს იწვევს გია ჯაფარიძის კომპოზიციები: “ახალგაზრდობა” ბარათაშვილის ხიდზე, ასევე ულამაზესი, სახასიათო, ყოფითი კომპოზიციები სიღნაღში _ სახედარზე ამხედრებული, ქოლგიანი “სოფლის ექიმი” და “ქალიშვილი ძაღლით”, “დედაშვილობა” თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე და სხვა. დედაქალაქის სტუმრები ინტერესით ათვალიერებენ რუსთაველზე ლევან ბუჯიაშვილის მცირე ზომის “თბილისელ პერსონაჟებს”.

ეს წერილი ამ ჟანრის მხარდაჭერაა. ნაცნობი ყოველდღიურობა, ყოფითი სიუჟეტები, რომლებიც ოჯახებიდან გამოვიდა ღია სივრცეში, ქალაქის ქუჩებში, რომლებიც ადრე მხოლოდ გრაფიკა-ფერწერის, განსაკუთრებით კი დიმიტრი ერისთავის “კუთვნილება” იყო, დღეს მოქანდაკეთა ინტერესის სფეროშია მოქცეული.

სურვილი მაქვს, ამ მიმართულების უცხოური პრაქტიკა გავაცნო საზოგადოებას, ვინძლო, ამ ინფორმაციამ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავროს “შლოპანცების” და ველოსიპედის აღებაზე საუბარი. ეს ნიმუშები არ იმსახურებს ასეთი ხანგრძლოვობის ხმაურს. თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, ბათუმისშლოპანცებიდა თბილისისველოსიპედინაკლებად მაწუხებს, ვიდრე ბოლო პერიოდის უსახური, უინტერესო, უმისამართო, უსამშობლო არქიტექტურა.

საგანგებოდ მინდა შევჩერდე მხატვარ ლორენცო კუინის კომპოზიციაზე “თანადგომა” (“Support”) – ვენეციაში, “კანალე გრანდედან” ამოსული ორი გიგანტური ხელი, სასტუმრო “კა საგრედოს” ისტორიულ შენობას ელოლიავება, ეხიდნება, მოგვიწოდებს გადავარჩინოთ ძეგლი, ზოგადად კი _ დედამიწა, სამყარო, ეკოლოგია, რომელსაც კაცობრიობა დღემდე მხოლოდ მოიხმარს და ანადგურებს.

“ხელების” ქანდაკება ემოციურად გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ათეულობით სამეცნიერო კონფერენცია და სტატიები ეკოლოგიაზე და ისტორიული ძეგლების გადარჩენაზე.

ვახტანგ დავითაია,

არქიტექტორი

„თანადგომა“ ვენეცია
„თანადგომა“ ვენეცია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here