მთავარი პოლიტიკა “მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი”

“მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი”

1176
გააზიარეთ
“მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი”

მიკერძოებად რომ არ ჩამითვალოს მავანმა წინამდებარე წერილი, შეუძლია წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ ჩემს მრავალ სტატიასა თუპოსტსგადახედოს და ნახავს, რომქართულ ოცნებასჩემგან კრიტიკა არ დაჰკლებია, ბიძინა ივანიშვილიც ბევრჯერ ყოფილა თქვენი მონამორჩილისავი მუსაიფისმსხვერპლი. საყდრისის ვანდალური აფეთქების შემდეგ ვარქართული ოცნებისრადიკალური ოპოზიცია, ამიტომაც დავასათაურე კონსტანტინე გამსახურდიას მიერ უტა არსაკიძის პირით ნათქვამი ფრთიანი ფრაზით ეს წერილი.

მომავალი არჩევნები, მიუხედავად ყველაფრისა, “ქართულ ოცნებას” უკვე მოგებული აქვს. საქმე მხოლოდ ის არის, ვის და რა ანგარიშით მოუგებს და სასიკეთო იქნება თუ არა ქვეყნისთვის, თორემ “ქართული ოცნების” (წაიკითხე, ბიძინა ივანიშვილი) მორიგი გამარჯვება ობიექტური მოცემულობაა.

ზევით _ “მიუხედავად ყველაფრისა”-მეთქი, ანუ “ქართული ოცნების” მიერ ჩადენილი დანაშაულის ტოლფასი შეცდომების მიუხედავად თუ იმის, რომ იდიოტი პრეზიდენტი (უკაცრავად, მაინც ქალია) გვყავს, ან იმის, რომ მომავალ არჩევნებზე “მიშა მოდის” საფრთხობელა ვეღარ იმუშავებს ისეთი ძალით, როგორითაც აქამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე მუშაობდა (უუნარობაზე, არაპროფესიონალიზმზე, ნეპოტიზმზე, ხალხისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ), ვიმეორებ _ “ქართულ ოცნებას” გარანტირებული აქვს არჩევნებში გამარჯვება. რატომ? ქართველი ხალხი გამოთაყვანდა? ასეც რომ იყოს, ქართველი ერის მიმართ ამის თქმის უფლებას მე, ქართველი ერის ფეხის მტვერი, თავს ვერ მივცემ, მაგრამ, “საბედნიეროდ”, საქმე გაცილებით მარტივად არის.

დამოუკიდებელი საქართველოსისტორიის განმავლობაში ქართველ ხალხს ცუდსა და უარესს შორის გვიწევდა და გვიწევს არჩევანის გაკეთება.

ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის და, რაც მთავარია, რა უნდა ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას. დიდ ქვაბში ხაშლამის ხარშვის პროცესისთვის ხომ გიცქერიათ, როდესაც მზარეული დროდადრო ქაფქირით აცლის ხოლმე ქაფს? აი, ასეთი ქაფია ნათელაშვილის ფანჩატურში თავმოყრილი “ქართული ოცნების” რეალური საპირწონე მომავალ არჩევნებში. ათას “ზაბორზე” გადამხტარ-გადმომხტარი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია (წაიკითხე, ევრო-მიშნაცები), აბსტრაქციული და უტოპიური “მიშა მოვა”-სგან განსხვავებით, ასე თუ ისე, ანგარიშგასაწევი ძალაა და სწორედ ეს მოცემულობაა “ქართული ოცნების” გამარჯვების გარანტია. მოცემულობა, რომელიც იმიტომ შეიქმნა, რომ ბიძინას მიერ “გაკრეფილი შუის” ადგილზე არ აღმოცენდნენ თვისობრივად ახალი პოლიტიკური პარტიები ახალი საგარეო პოლიტიკით, ახალი იდეოლოგიითა და ამ იდეოლოგიის ხორცშემსხმელი ახალი პოლიტიკური სახეებით.

ახალი პოლიტიკური პარტიებიც (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ძველებს ეჯიბრებიან ნატოევროპაამერიკისკენ უტოპიურ სწრაფვასა და მათთვის სიყვარულისა და ერთგულების დამტკიცებაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართველი საზოგადოების უმრავლესობას “არც ქოცი მინდა და არც ნაცი”-ს ნიჰილისტური პოზა უჭირავს, რაც ათასჯერ “გადაგდებული” და მოტუებული ობივატელისგან სულაც არ მიკვირს, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი პოზიციაა, რადგან “არც ქოცი, არც ნაცი”-ს ლოგიკით ჩნდება რამდენიმე ისეთი კითხვა, რომლებზე პასუხების გაცემა ან დუმილი შეიძლება საბედიწერო აღმოჩნდეს საქართველოსთვის. მთავარი კითხვაზე პასუხია, თორემ “არც ერთი მინდა და არც მეორე”-ზე ადვილი რა არის?!

ერთი შეხედვით პარადოქსია, მაგრამ ფაქტი _ ქოცები და ნაცები ქართველი ამომრჩევლის გულის მოგებას კი არა, პირველ რიგში, დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) პოლიტიკური ლიდერების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ. ამაზრზენი საყურებელია, როცა ვაშინგტონის მაღალჩინოსანთა ან ბრიუსელსტრასბურგიდან გამოგზავნილ წერილფირმანებს ქოცნაცები საკუთარი ინტერესების შესაბამისად თარგმნიან ხოლმე.

თუმცა რა გასაკვირია, მონღოლები და ოსმალო-სპარსელები საქართველოს მეფეებს გამოგზავნილი რაყამ-ფირმანების ძალით არ ნიშნავდნენ?

დროა სხვა, თორემ თვისობრივად ბევრი არაფერი შეცვლილა _ თუ ადრე მონღოლთა ურდოს ყარაყუმიდან, ოსმალეთის სტამბოლიდან და ირანის ისპაჰანიდან იმართებოდა საქართველო, დღეს დამპყრობელთა გეოგრაფიული სახელები შეიცვალა _ ყარაყუმს ვაშინგტონი ჰქვია, სტამბოლს _ ბრიუსელი, ისპაჰანს _ სტრასბურგი და ახლა იქიდან მიღებული რეზოლუციებითა და რეკომენდაციებით (წაიკითხე, ბრძანება) იმართება საქართველო, ოღონდ, ზემოთ ჩამოთვლილი ველურებისგან განსხვავებით, უღმერთოდ, ლიბერასტულად, თანამედროვე დასავლეთის მთავარი ღირებულება-ფასეულობებით, ლგბტ-სექტის პრიმატით.

და რომ გაიძახი, _ არც ქოცი მინდა, არც ნაცი და ამიტომ, არჩევნებზე არ წავალო, ამით ხომ ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებული ოპოზიციის წისქვილზე ასხამ წყალს, რადგანაც, როგორც ჩანს, ქოცნაცების მიერ ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსანთა წინაშე ჩატარებული სამარცხვინო პოლიტიკური დეფილეს შემდეგ ლიბერასტული დასავლეთის სიმპათია მაინც ევრო და მიშნაცებისკენ იხრება და, რაც უფრო ცოტა ხალხი მივა არჩევნებზე, ჩვენს დასავლელმეგობრებსმით უფრო გაუადვილდებათ მათი ფავორიტების სასარგებლო ტექსტის ჩაწერა ფირმანში, რომელსაც აუცილებლად გამოგვიგზავნიან არჩევნების შემდეგ. ხმებს აშშ-ის ემისრები დაითვლიან საელჩოში, მათი ნებით გადაწყდება, რამდენი ქოც-ნაცი ნაძირალა (მცირე გამონაკლისის გარდა) შევა საქართველოს 150-კაციან პარლამენტში სტომაქების ამოსაყორად…

ეგ კიდევ არაფერი იმასთან შედარებით, რომ კიდევ 4 წელიწადს მოგვიწევს ისეთი ოდიოზური ფიგურების ატანა, როგორებიც არიან შალვა ნათელაშვილი, რომელსაც, აგერ ლამის 30 წელიწადია, ოპოზიციონერობა სარფიან პროფესიად გაუხდია და, რომ იტყვიან, შავი დედალივით გაკეთდა… ან გიგა ბოკერიას ატანა არ გინდა?!

შედარებით ახლებიდან ნიკა მაჭუტაძე ლიდერობს, რომელსაც იმედი აქვს, რომ მულტიმილიონერ ზაზა ოქუაშვილის მეუღლე _ ნატო ჩხეიძე (რომელიც “პატრიოტთა ალიანსიდან” ქართული პოლიტიკის “ამომავალი ვარსკვლავის”, მაჭუტაძის, პარტიაში გადაბარგდა) დეპუტატის მანდატს მეუღლის ფულით უყიდის.

თაკო ჩარკვიანი, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა? რომელი ერთი ჩამოვთვალო .. გაერთიანებული ოპოზიციიდან. მათ, საკუთარი ოჯახის წევრების გარდა, ვინმე ხმას მისცემს? ან, საერთოდ, ვინმეს შეუძლია ერთი სახელი და გვარი მაინც დაასახელოს ნათელაშვილის ფანჩატურიდან, რომელსაც ხმას მისცემდით კი არა, მის ხსენებაზე გული არ აგერიოთ?

ყველაფრის მიუხედავად, მიშ-ნაცები ერთობ ყინჩად არიან. ისეთ კომენტარებს აკეთებენ, თითქოს არჩევნებში გამარჯვება ჯიბეში ედოთ. აღსანიშნავია, რომ ნაცებსა და ევრონაცებს, სულ ცოტა, 3 ტელევიზია ეხმარება, პლუს უზარმაზარი ფინანსური რესურსი. რისი იმედიც აქვთ მიშნაცებს, ეს ე.წ. გავრილოვის ღამეს გამოჩნდა, მაგრამ რევოლუციის რესურსიც არ აქვთ, რადგან რევოლუციას, ფინანსების გარდა, ხალხის მხარდაჭერაც სჭირდება, რაც მიშ-ნაცებსა და სხვებსაც, რომ იტყვიან, პლინტუსს ქვემოთ ნიშნულზე აქვთ.

მოკლედ, ის ხალხი, რომელსაც არც ქოცი უნდა და არც ნაცი (რომელთა რიგებს მეც მივეკუთვნები), თუ შინ დარჩა, მიშნაცები დასავლეთის დახმარებით ქვეყნის გარეთ შეინარჩუნებენ მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის სტატუსს, რაც ამ ეტაპზე მათი ამბიციების მაქსიმუმია. ამიტომ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ყველა უნდა გადავხაზოთ, რათა არჩევნების გაყალბების მცდელობის სივრცე მაქსიმალურად შევამციროთ.

ქვეყნის შიგნით კი ბრძოლა, პრაქტიკულად, მეორე ადგილისთვის მიმდინარეობს, თუ ვინ იქნება ძალა, რომელთანაც კოალიციურ მთავრობას შექმნის გამარჯვებული “ქართული ოცნება”.

მე არც დავით თარხანმოურავის მეხოტბე ვარ და არც ირმა ინაშვილის მგალობელი, მაგრამ ქვეყნისთვის სჯობს, რომ ლიბერასტმაქართულმა ოცნებამკონსერვატიულ პატრიოტებთან შეკრას პოლიტიკური ალიანსი, თორემ, თუ მეორე ადგილზეც ლიბერასტები გავლენ, მაშინ ვაი საქართველოს და ვუი ქართველ ერს!

დავით მხეიძე

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. დავით მხეიძე უნიჭიერესი და უკეთილშობილესი ადამიანია, მისი ყველა სტატია აზროვნების და ღრმა ანალიზის შედეგია. ამ გაზეთში ყველა ერთიმეორეზე ნიჭიერი, მოაზროვნე და ქვეყნის მოყვარულია.
    მაგრამ ამათი ხმა არ უნდა დარჩეს ,,ხმად მღაღადებლუსად უდაბნოსა შინა”, რაღაცამ მაინც უნდა შემოაღწიოს ჩვენს თავებში….

  2. ყურად ვიღოთ, ხალხო კეთილის მსურველის, კეთილი ადამიანის რჩევები, ყურად ვიროთ! ნუ შევიყუჟებით სოროში, და თუ სოროში ვართ გამოვძვრეთ იქიდან!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here