Home სხვადასხვა დაიჯესტი მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დიზელისძრავიანი მანქანები უფრო სუფთაა, ვიდრე ელექტრომობილები

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დიზელისძრავიანი მანქანები უფრო სუფთაა, ვიდრე ელექტრომობილები

ყველაფერი, რასაც Tesla Model3 აკეთებს _ დაბინძურების წყაროები ქალაქიდან გააქვს გარეუბანში

1292
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დიზელისძრავიანი მანქანები უფრო სუფთაა, ვიდრე ელექტრომობილები

ბევრი ეჭვობდა და ლაპარაკობდა ამაზე, მაგრამ ახლა უკვე არსებობს ოფიციალური დადასტურება. ფუნდამენტური განვითარების მიუნხენის ინსტიტუტის პროფესორმა კრისტოფ ბუხალმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა ელექტრომობილი გაცილებით “ბინძურია” ბევრისთვის ასე საძულველ დიზელთან შედარებით.

მეტი გამონაბოლქვი

ელექტრომობილებიდან CO2 20%-ით მეტი გამოიფრქვევა, ვიდრე დიზელისძრავიანი მანქანებიდან. დიახ, თვით ელექტრომობილები ატმოსფეროში ცუდს არაფერს გამოაფრქვევენ, მაგრამ ავტომობილის “იატაკის” ქვეშ მოთავსებულ აკუმულატორებში ენერგია ხომ საიდანღაც ჩნდება? მას გამოიმუშავებს ელექტროსადგურები. ცნობისთვის: 2018 წელს გერმანიაში ელექტროენერგიის 50%-ს მოპოვებული წიაღისეულით გამოიმუშავებდნენ.

თუმცა, დამუხტვის ენერგია _ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. გაცილებით მეტი ენერგიაა საჭირო ლითიუმის, მანგანუმისა და კობალტის (ძირითადი ქიმიური ელემენტების) მოსაპოვებლად და დასამუშავებლად, რომლებისგანაც კეთდება ბატარეები.

თუ ვივარაუდებთ, რომ ელექტრომობილებს აკუმულატორები მოემსახურება 10 წლის განმავლობაში, ხოლო წელიწადში საშუალო გარბენი 15 ათასი კმ-ია, CO2-ის საშუალო გამონაბოლქვი, რომელიც მოვა ერთ-ერთი პოპულარული და თანამედროვე ელექტრომობილის _ Tesla Model3-ის წილად, იქნება 156-181 გრ/კმ-ზე.

შესადარებლად: დიზელისძრავიანი “მერსედეს ჩ22დ”, ანალოგიური კლასისა და აღჭურვილობის მანქანა, როგორიც არის თესლა Mოდელ3, ატმოსფეროში გამოყოფს მხოლოდ 117-დან 137 გრ/კმ-ზე CO2-ს. ეს დაახლოებით მეოთხედით ნაკლებია ელექტრომობილიდან გამონაბოლქვზე.

ბენზინზე მომუშავე “მერსედესC300”-ის გამონაბოლქვი 158 გრ/კმ-ზეა _ ეს არის იმავე სიმძლავრის “ტესლას” გამონაბოლქვის ქვედა ზღვარი.

ბინძურიწარმოება

ელექტრომობილების წარმოებისას გამონაბოლქვი ორ დაახლოებით თანაბარ ნაწილად იყოფა: ერთზე მოდის ლითონების მოპოვება და აკუმულატორების წარმოება. ხოლო მეორეზე _ დამუხტვა. ყველაფერი, რასაც აკეთებენ ელექტრომობილების შესაქმნელად, დაბინძურების წყაროებია და ქალაქებიდან და მეგაპოლისებიდან გააქვთ ქალაქგარეთ. მხოლოდ ეს არის და მეტი არაფერი.

და რა ვქნათ? დავივიწყოთ ელექტრომობილები და განვაგრძოთ ბენზინისა და დიზელის მანქანებით სიარული? თითქოს პასუხი უნდა იყოს “დიახ”, მაგრმ ეს არ არის პრობლემის მოგვარების ვარიანტი. 2030 წელს შემოიღებენ ეკოლოგიის ახალ ნორმებს _ ევრო-7-ს ან ევრო-10-ს, მნიშვნელობა არ აქვს. და ამ ნორმებს ვერ დააკმაყოფილებს ვერც ერთი არსებული ან თუნდაც მოდერნიზებული შიგაწვის ძრავა, რადგან CO2-ის გამონაბოლქვის ზღვარი იქნება 59 გრ/კმ-ზე. ეს არის 2,2 ლ დიზელის ან 2,6 ლ ბენზინის დანახარჯის ეკვივალენტი 100 კმ-ზე.

ეს ტექნიკურად განუხორციელებელია.

რა ვარიანტები არსებობს? მეცნიერების რეკომენდაციით, უნდა გამოვიყენოთ მეთანზე მომუშავე ძრავები. მეთანი სუფთაა, ეკოლოგიურია, მისი ოქტანობის რიცხვი დიდია. დანალექი მცირე ექნება, გამონაბოლქვი აირები კი _ ნაკლებად შხამიანი, მაგრამ მეთანიც არ არის მისაღები ვარიანტი.

მეთანი _ ეს არის მდგომარეობიდან გამოსვლის უბრალო და სწრაფი მეთოდი, მაგრამ ის ვერ აგვარებს პრობლემას.

ძველი პრობლემა

მსგავსი პრობლემა კაცობრიობას ორჯერ შეექმნა: პირველად _ 40 წლის წინათ, როცა მეცნიერებმა მანქანები დაადანაშაულეს იმაში, რომ პლანეტაზე ბევრი ორთავიანი ბავშვი დაიბადა.

შემოთავაზებული იყო ორი წინადადება: კატალიზური ნეიტრალიზატორი და საწვავის ნარევის “გაღარიბების” ტექნოლოგია. ნეიტრალიზატორი ერთმა ფრანგმა გამოიგონა 1950-იან წლებში და ამერიკელებმა დახვეწეს 1970-იან წლებში. საწვავის გაღარიბებული ნარევის ტექნოლოგია კი ყველამ ძალიან რთულად ჩათვალა. მოკლედ, არჩევანი გაკეთდა ნეიტრალიზატორზე, რომელიც ძვირად ღირებულია, სამაგიეროდ, უბრალო და სწრაფი გადაწყვეტილებაა.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ნეიტრალიზატორები შეიყვარეს, მსოფლიო ავტოპარკის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. საქმე ის არის, რომ კატალიზატორში აზოტის ოქსიდები იშლება აზოტად და ჟანგბადად, ნახშირბადის მონოქსიდი კი გარდაიქმნება დიოქსიდად _ ნახშირორჟანგად.

საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც ცნობილი შეიქნა, რომ კატალიზატორები პანაცეა არ არის და კაცობრიობა არასწორი გზით წავიდა, სცენაზე გამოჩნდა ჰიბრიდები. ამერიკელებს ჰიბრიდები ისევე მოეწონათ, როგორც 20 წლის წინათ კატალიზური ნეიტრალიზატორები. ჰიბრიდები იყო პრობლემის უბრალო და სწრაფი მოგვარება, მაგრამ აი უბედურება _ ჰიბრიდებს მაინც სჭირდება ნავთობი, პლუს ენერგია აკუმულატორების დასამზადებლად. მოკლედ, ისტორია მეორდება _ კაცობრიობამ კვლავ სხვა გზა აირჩია.

პერსპექტივა

თუ უახლოეს წლებში მანქანები იმოძრავებენ ბუნებრივი აირით, რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ (ან ჩვენი შვილები) კვლავ აღმოვჩნდებით იქ, სადაც ვართ ამჟამად; კვლავ მოგვიწევს, არჩევანი გავაკეთოთ სწრაფსა და მარტივს, რთულ და ძვირად ღირებულ გადაწყვეტილებებს შორის. პრობლემა შეიძლება მოაგვაროს წყალბადმა. მისი მიღება ძალიან რთულია, მაგრამ ადამიანის კოსმოსში გაფრენაც რთული იყო. ყველამ ვიცით (მათ შორის ავტომწარმოებლებმაც), რომ წყალბადი პრობლემის მოგვარებაა, რადგან წყალბადზე მუშაობის შედეგად ატმოსფეროში გამოიყოფა დისტილირებული წყალი და არანაირი გამონაბოლქვი.

მეორე ვარიანტია ატომი, მშვიდობიანი ატომი. ურანის ან თორიუმის პატარა ნატეხი და ასი წლით უზრუნველყოფილი ხარ საწვავით. რა თქმა უნდა, არის რადიაციისა და უსაფრთხოების პრობლემა, მაგრამ მათი მოგვარების შემთხვევაში გვექნება შანსი, ნათელი მომავალი ჰქონდეთ ჩვენს შვილებს.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here