Home სხვადასხვა დაიჯესტი მეუფე პეტრე: ჩემი ურთიერთობა როლანდ ახალაიასთან საპროცესო გარიგებისთვისაც გამომიყენებია

მეუფე პეტრე: ჩემი ურთიერთობა როლანდ ახალაიასთან საპროცესო გარიგებისთვისაც გამომიყენებია

1229
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ “ეკა ხოფერიას თოქ შოუ”-ში განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ პროკურორთან, როლანდ ახალაიასთან საპროცესო გარიგებაზე შუამდგომლობდა ბრალდებულებს და თანხის შეგროვებაშიც კი მიუღია მონაწილეობა.

“ვერ გავიხსენებ შემთხვევას, მოვრიდებოდი ჩემი კომუნიკაციის საშუალებას და არსებული რესურსი არ გამომეყენებინა მათ სასარგებლოდ, ეს იყო საპროცესო გარიგება თუ თხოვნა. არასდროს მოვრიდებივარ, თუ მოვრიდებივარ და პირადი ურთიერთობა დამიზოგავს, ყოველთვის მინანია.

იყო შემთხვევები როდესც მოდიოდნენ, თითქოს ადამიანი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ამ დროს აღმოჩდებოდა რომ ეს ასე არ იყო. ფინასურადად მე თუ არ მქონდა, ეკლესიის რესურსიც გამომიყენებია საპროცესოს შეგროვებაში.

ეს ოჯახი უფრო მეტი მსხვერპლი აღმოჩდა შიდა ინტრიგებისა, დაპირისპირების და მტრობის, ასევე ინფორმაციულადაც, ვიდრე რეალურად იყო. აქედან გამომდინარე, მიმაჩნდა რომ ჩემი თანადგომა სჭირდებოდა ამ ოჯახს”.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here