მთავარი საზოგადოება მეუფე მელქისედეკი (დიაკონიძე): საქართველოს პატრიარქად მოვა ის, ვინც ახლა ჩუმადაა

მეუფე მელქისედეკი (დიაკონიძე): საქართველოს პატრიარქად მოვა ის, ვინც ახლა ჩუმადაა

გააზიარეთ
მეუფე მელქისედეკი (დიაკონიძე)

რა მიაჩნია ეკლესიის 4 ყველაზე დიდ სირცხვილად, როგორ აფასებს ბოლო პერიოდში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში განვითარებულ მოვლენებს _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსვენეციისა და ვენეტოს ეპისკოპოსი, ფინეთისა და სკანდინავიის ქვეყნების ეპარქიის დროებითი მმართველი, მეუფე მელქისედეკი (დიაკონიძე) ესაუბრა.

_ ბრძოლა საპატრიარქოს წინააღმდეგ გარკვეული ძალების მხრიდან მეუფე სერაფიმე ჯოჯუასთან დაპირისპირებით დაიწყო და სერიოზულ განხეთქილებაში გადაიზარდა. გაზეთისაქართველო და მსოფლიოჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ წერდა საპატრიარქოში დაგეგმილი განხეთქილების თაობაზე. ვის სურს დღეს არეულობა საპატრიარქოში?

_ პირველ რიგში, მინდა მივესალმო თქვენს მკითხველს. მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, შესანიშნავი ქართველი და კარგ ოჯახში აღზრდილი ადამიანია და ყველაფერი, რაც მისთვის ჩირქის მოსაცხებად შეთხზეს, ძალიან ცუდია, რადგან დარწმუნებული ვარ, ის ასეთ რაღაცებს არ ჩაიდენდა. ამას გარდა, თუ სხვა მღვდელმთავრებს რაღაც-რაღაც საქციელი არ გაუმჟღავნეს, რატომ გახდა მეუფე სერაფიმე “განტევების ვაცი”? ისე წმინდაა ჩვენი სინოდი, რომ მეუფე სერაფიმეს საქციელი უცებ გახდა თვალშისაცემი და საზოგადოების განსასჯელად გამოსატანი?

ეკლესიის დისკრედიტაცია ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლისთანავე დაიწყო და დღესაც გრძელდება, მეტიც: ეს ბრძოლა მწვავე ფაზაში შევიდა.

ეს არეულობა საპატრიარქოში დღეს იმას აძლევს ხელს, ვისაც, უკაცრავად და, პატრიარქის ტახტზე მოჯდომა სურს. დიახ, მოჯდომა და არა დაჯდომა, რათა სათავისო საქმეები აკეთოს. ეს ადამიანი ბინძური მეთოდებით, მაგრამ ფაქიზად აკეთებს ამ ყველაფერს. გამოყარა წინა პლანზე მეუფე პეტრე და ვიღაცები და ალაპარაკებს, თვითონ არც ჩანს.

_ იცით, ვინ არის ეს ადამიანი?

_ ამ ადამიანის დასახელებით არაფერი შეიცვლება. ხალხს მაინც არავინ არაფერს ჰკითხავს. ერთი _ პარლამენტს ირჩევს ხალხი თავისი ნებით და მეორე _ სინოდში შეუშვებენ ვინმეს ასარჩევად. რამდენიმე ჯგუფი იბრძვის საპატრიარქოს ტახტისთვის _ ზოგი ღიად, ზოგიც ფარულად, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ჩემი პროგნოზები ყოველთვის მართლდება, არც ერთი მათგანი არ მოვა, საქართველოს პატრიარქად მოვა ის, ვინც ახლა ჩუმადაა.

_ მამა გიორგი მამალაძე დღეს ბრალს არ აღიარებს, მაგრამ საზოგადოებამ ნახა ფარული ვიდეოკადრები

_ სისულელეა. არავის სურდა პატრიარქის მოწამვლა, მით უმეტეს, მამა გიორგი მამალაძეს. თუ ნამდვილად მიჰქონდა საწამლავი, ესე იგი, ისიც არ იყო აზრზე და, ასე ვთქვათ, “ჩემოდნად” გამოიყენეს. ააგორეს სკანდალი, რომ აი თურმე მღვდლები დაიქირავეს იერარქებმა პატრიარქის მოსაწამლადო. მერე პატრიარქზე ვეღარ იკადრეს და თქვეს, თითქოს ერთ-ერთ უმაღლეს იერარქიულ საფეხურზე მდგომი ადამიანი უნდა მოეწამლათო. აღმოჩნდა, რომ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა სურდათ. საერთოდ, შორენას წინააღმდეგ ძალიან დიდი შავი პიარი აგორდა, რადგან ვიღაცებს სურთ პატრიარქის მოშორება და შორენას მოშორებით ეს ადვილია, რადგან შორენას უყვარს პატრიარქი და ყველანაირად იცავს მას. რადგან ამდენი წელი პატრიარქის მარჯვენა ხელია, ესე იგი იმსახურებს ამას. შორენას პატრიარქისადმი ერთგულებასა და სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, მან ისიც კარგად იცის, თუ ხვალ პატრარქი აღარ იქნება საპატრიარქოში, ყველა პრივილეგიას დაკარგავს. ის თავის მდგომარეობასაც იცავს და ეს გასაკვირი არ არის.

ლევან სანიკიძემ “309 ქართული სირცხვილი” დაწერა, მე 4 განსაკუთრებულ სირცხვილს ჩამოგითვლით, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ეკლესია:

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მტრობა.

ამას ხმამაღლა ვამბობ და, ვისაც უნდა, ამ საკითხზე ვეკამათები. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს დამოუკიდებელმა ქართულმა ეკლესიამ სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა.

_ ფიქრობთ, ეკლესია ებრძოდა ზვიად გამსახურდიას?

_ დიახ, ეს იქიდანაც ჩანს, რომ, როდესაც ორი ქართული მხარე დაუპირისპირდა ერთმანეთს, ეკლესია შუაში არ ჩადგა. ეს იყო უდიდესი საბედისწერო შეცდომა. ერთადერთი მღვდელი არჩილ მინდიაშვილი, ისიც საკუთარი ინიციატივით, გამოვიდა ვითარების განსამუხტავად, მაგრამ მარტო მან ვერაფერი შეძლო.

მეორე _ პირდაპირ უნდა ვთქვა და ნურავის ეწყინება:

როდესაც სატანის მოციქულ შევარდნაძეს (ზუსტად ასე დაწერეთ) დაუჩოქეს.

იქ დაჩოქილი ადამიანების უმრავლესობამ იმიტომ დაიჩოქა, რომ პატრიარქი დაინახა. ამ შემთხვევაში ცუდად გამოიყენეს ეკლესიის ავტორიტეტი.

მესამე სირცხვილი მამა ბასილ მკალავიშვილის მიერ სიმწრით, შიმშილით აშენებული ეკლესიის დარბევა იყო.

ეკლესიამ კი ხმა არ ამოიღო, არაფრად ჩააგდო. არავის მოუვიდა აზრად, რომ ეს ხვალ უკან დაუბრუნდებოდა ეკლესიას. კადრებში ჩანს უამრავი ნაცნობი სახე, ახლაც რომ ხელისუფლებაში არიან პრივილეგირებულნი, მაგრამ საზოგადოებამ ეს მაინც ვერ აღიქვა მართლმადიდებლობისთვის მახვილის ჩაცემად, რადგან ოფიციალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხმა არ ამოიღო ამ სისასტიკის წინააღმდეგ. რაც დღეს ხდება, ამ მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა.

მეოთხე სირცხვილი რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღებაა.

როდესაც ეს კანონი მიიღეს, ასიათასობით ადამიანი მივადექით საპატრიარქოს და უკან გამოგვისტუმრეს. მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი გამობრძანდა და გვითხრა _ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ, უმრავლესობას რაც სურს, ის უნდა მოისმონოს და შეისისხლხორცოს უმცირესობამო. ამ შეცდომებმა განაპირობა ის, რომ ეკლესია დღეს ხმას ვეღარ იღებს.

_ სინოდის სხდომაზე სასულიერო პირების მხრიდან შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე საჯარო სივრცეში იმსჯელეს. ეკლესიურად სწორია, როდესაც სასულიერო პირები საჯაროდ აკრიტიკებთ ერთმანეთს?

_ მეუფე პეტრემ მიიღო საყვედური, რადგან ისე წარმოაჩინეს, თითქოს მან გაილაშქრა საპატრიარქოში არსებული მანკიერებების წინააღმდეგ, მაგრამ მანკიერს მანკიერი არ უნდა ებრძოდეს. მე პიროვნულად არავის წინააღმდეგი არ ვარ. ჩემი კრიტიკა არასოდეს ყოფილა ტახტის მოპოვების სურვილით განპირობებული. ჩემი პოზიცია ყოველთვის საქართველოს ეკლესიის ერთიანობისკენ იქნება მიმართული.

რამდენად პატრიოტულია ჩვენი სასულიერო პირების ქადაგება, რომელმაც ერი სულიერად უნდა გააძლიეროს? დღეს მხოლოდ იმას გაიგონებთ ქადაგებებში, ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო. რატომ გვაშინებენ?! ან რა იქნება და როგორ იქნება კარგად, თუ არაფერი გავაკეთეთ ამისთვის? იშვიათია, მოძღვარმა კარგად იქადაგოს. მოგისმენიათ რაიმე მოწოდება ან დაგმობა? სკოლას, უნივერსიტეტს გვითახსირებს თუ წინა ხელისუფლება, თუ ეს მთავრობა. რა მნიშვნელობა აქვს, ლომაია იქნება თუ ჯეჯელავა?! ეკლესიას მტკიცედ აქვს ერთი პოზიცია არჩეული: როგორმე ყალბი სიმშვიდე სუფევდეს ხალხში. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა, ყალბი სიმშვიდე ადამიანისთვის დამღუპველია, ხშირად ცეცხლში დგომა სჯობს ყალბ სიმშვიდესო. წმინდა გიორგის ხატი მოგვწონს ჩვენ მხოლოდ თუ ის მადლი და სხივი, რომელიც მისი სახიდან მოდის? უფალი ამბობს, გიყვარდეს მტერი შენი, მაგრამ შენი სარწმუნოების მტერი არ გიყვარდესო.

მინდა, ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული!

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

9 COMMENTS

  1. მამაო ელიზბარ, მართალი ბრძანდებით.
    ამ თემას რვა წელია ვასაჯაროვებ.ახლაც
    ერთმანეთის კოპრომანტები უდევთ, ამი
    ტომ დროებითი სიმშვიდეა.ასეთი სიმშვი
    დე დამღუპველია.თქვენი თქმისა არ იყოს
    როგოც დავით აღმაშენებელმა და გიორგი
    ჭყონდიდელმა გაწმინდა ეკლესიები უღი
    რსი მღვდელმსახურებასაგან ისეა ახლაც
    გასაკეთებელი.

  2. “როდესაც სატანის მოციქულ შევარდნაძეს (ზუსტად ასე დაწერეთ) დაუჩოქეს.” – tu Shevardnadze satana iko mashin ilia meroe vin gamodis rom monatla da gadadgomis shedegac akitxavda da dabadebisdges ulocavda??? aba midi da exal gaige amati cheshmariteba…)))

  3. ქალბატონო ცივქარაშვილო უკაცრავად და მეტი რესპოდენტი ვერ გამონახეთ ამხელა საქართველოში?

  4. იქნებ მიუთითოთ ეპისკოპოსი მელქისედეკი რომელი ეკლესიის ეპისკოპოსია, თორემ დაიბნა ხალხი, ყველა კი არ იცნობს ყოფილ დიაკონ ელიზბარს.

  5. მელქისედექი რომელი ეკლესიისა და ბერძნული მარლთმადიდებლური ან რა კითხვა თუ პატრიარქს არ აგინებს და შორენას იცავს მტეროია და გასაკიცხი

  6. ამ კაცმა ჯერ გაარკვიოს სად უნდა რა უნდა რას ან ვის ემსახურება და მერე ისაუბროს და აკეთოს ,,მაღალზნეობრივი”შეფასებები.,,ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო” ესეა ამის საქმე.

  7. lizi-s–“sakartvelo udzaglo kveyanaa dges, amitom tkveni andaza umartebuloa am shemtxvevashi. ise mama elizbari simartles ambobda romelic dzaloian bevrs ar siamovdnebda amitomac idzulebuli gaxda rom wasuliko da gascloda sakartvelos.

  8. მამა ელიზბარი სამშობლოზე თხემით ტერფამდე შეყვარებული და ერთგული ქართველია. თუ ასეთ ადამიანებს უჭირთ სამშობლოში ყოფნა, ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა. ის სრულ სიმართლეს წერს. ისეთი უგრძნობი და ბრმა, ზნეობრივად მაღალი ღირებულებების შეცნობაზე, როგორიც ვიღაც ლიზია, ასეთებს ადამიანის ფორმით ორ ფეხა ცხოველებს ვუწოდებ. ასეთი ადამიანები სხვა შეფასებას ვერ დადებენ. და სამწუხაროდ ასეთები ბევრი გვყავს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here