მთავარი საზოგადოება მესამე ავტოგოლი

მესამე ავტოგოლი

“საბჭოური უძრაობა” და “ტოლერანტული ცანცარი” ქართულ ოცნებაში

1265
გააზიარეთ
გურამ კაშია

ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტულმა დამოკიდებულებამ ქართულ ფეხბურთშიც შეაღწია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბვიტესისკაპიტნის _ გურამ კაშიას საქციელმა, რომელიც ლგბტთემის მხარდასაჭერად საფეხბურთო მოედანზე ცისრტყელას ფერებიანი სამკლავურით გავიდა, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა, რადგან საქართველოს მოსახლეობისთვის, რომლის უმრავლესობა ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებზეა აღზრდილი, მიუღებელია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, თუმცავიტესისქართველი კაპიტანი სულაც არ შეუცბუნებია ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს აღაშფოთებს. “მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ადამიანის თავისუფლებას და ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვართუმცა არ ვნანობ, რაც გავაკეთე”, _ განაცხადა გურამ კაშიამ, რომელიც ჰოლანდიის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანების ხელმძღვანელ დენი ჰესპის ინიციატივით მოწყობილ ეწ. მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის კამპანიაში მონაწილეობდა.

გურამ კაშია, ალბათ, არ დაფიქრებულა რომ მისი საქციელი, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია კი არა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყო, რადგან ფეხბურთს უამრავი მაყურებელი ჰყავს სტადიონზე, მათ შორის, განსხვავებული თვალსაზრისის მქონენი, კიდევ უფრო მეტი _ ტელემაყურებელი, რომელთა შორის მოზარდებიც არიან და ბევრი მათგანისთვის ფეხბურთელები მისაბაძები, კერპები არიან… თუმცა შეიძლება დაფიქრდა კიდეც და, რადგან ლგბტ-თა მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ფულად ჯარიმას დააკისრებდნენ, გადაწყვიტა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტული მანქანის ნებას დაჰყოლოდა. დააკვირდით: ეს იყო ჰოლანდიის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანების ხელმძღვანელის განკარგულება, რომ ამ ე.წ. მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის კამპანიაში გუნდების კაპიტნები ჰომოსექსუალების დროშის ფერებიანი სამკლავურით გასულიყვნენ მინდორზე. და, როდესაც ლგბტ-თა თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოები გაიძახიან, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ავიწროებენ, დევნიან და მათ უფლებებს ლახავენ, ჰოლანდიის ფეხბურთის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანების ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, რომლის გამოც გუნდების კაპიტნები იძულებულნი იყვნენ, მოედანზე სათამაშოდ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა დროშის ფერებიანი სამკლავურებით გამოსულიყვნენ, ნორმალური ადამიანების უფლებების შელახვა არ არის? რატომ არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა მისაღები, ხოლო საწინააღმდეგო თვალსაზრისის გამოთქმა ჰომოფობია?..

გურამ კაშიას მხარი დაუჭირეს ქართველმა ფეხბურთელებმა თორნიკე ოქრუაშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა, ნიკა კაჭარავამ, გიორგი ლორიამ და სხვებმა, აგრეთვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტებმა _ ზვიად სიჭინავამ და ლევან კობიაშვილმა.

უფრო შორს წავიდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მილანის “მილანის” მცველი, ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც კმაყოფილებით განაცხადა: მისასალმებელია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ხელისუფლების პირობებშია მიღებული”.

შეიძლება ითქვას, რომ კალაძის ეს განცხადება მესამე ავტოგოლია საქართველოს კარში, რადგან ეს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიზანიც ჰომოსექსუალიზმის ნორმად დამკვიდრებაა და სამომავლოდ დასავლეთისგან თავსმოხვეული ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების, მათთვის ბავშვების შვილად აყვანის უფლების დაკანონებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა, სადაც “ქართული ოცნება” უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციის სრული იგნორირებით, ერთხმად მიიღო.

თბილისის "დინამოს" კალათბურთელები ჩემპიონთა თასით. 1962 წ.
თბილისის “დინამოს” კალათბურთელები ჩემპიონთა თასით. 1962 წ.

ისე, საკვირველია, ეს არცთუ დიდად ნიჭიერი ფეხბურთელები რატომ აძლევენ თავს უფლებას, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აწარმოონ ტრადიციული ფასეულობების ქვეყანაში, უკარნახონ ერს, რომელიც მშობელია ბორის პაიჭაძის, ავთანდილ ღოღობერიძის, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, მურთაზ ხურცილავას, შოთა იამანიძის, ვლადიმერ ბარქაიას ილია დათუნაშვილის, სერგო კოტრიკაძის, მანუჩარ მაჩაიძის, ვიტალი დარასელიას, რამაზ შენგელიას, ვლადიმერ გუცაევის, ალექსანდრე ჩივაძის, დავით ყიფიანის და სხვა სახელგანთქმული ფეხბურთელების, როგორ იცხოვროს და რომელ ფასეულობებზე აღზარდოს შვილები?

სხვათა შორის, ალექსანდრე ჩივაძე, ისევე, როგორც მურთაზ ხურცილავა, “დინამოსა” და სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი იყო და იმხანად საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრა გაცილებით რთული იყო, ვიდრე, მაგალითად, არნემის “ვიტესში” თუ გელზენკირხენის “შალკე 04”-ში ან თუნდაც “მილანში”. მიხეილ მესხი, რომლის თამაშის სანახავად გულშემატკივრები ტაიმებს შორის შესვენებაზე ტრიბუნიდან ტრიბუნაზე გადადიოდნენ, რათა ახლოდან ეხილათ მისი განუმეორებელი ფინტები, და სლავა მეტრეველი, რომელსაც ბრაზილიელებმა საბჭოელი გარინჩა შეარქვეს, გივი ჩოხელთან ერთად, ევროპის პირველი ჩემპიონები (1960 წელს) იყვნენ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. ფინალურ შეხვედრაში სლავა მეტრეველმა 1 ბურთი გაიტანა, მესხის პასით კი გუნდს გამარჯვება ვიქტორ პონედელნიკმა მოუტანა. მესხისა და მეტრეველის შეძენა არაერთ უცხოურ კლუბს სურდა თავის დროზე, აგრეთვე, დავით ყიფიანის, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში ეს ძალიან რთული საქმე იყო, მაინც ჰქონდათ შესაძლებლობა, უცხოეთის რომელიმე გუნდში გადასულიყვნენ და ცხოვრება მოეწყოთ, მაგრამ ეს არ ისურვეს, და არც ჰომოსექსუალიზმის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობას ისურვებდნენ _ სოდომიტების სამკლავურით საფეხბურთო მინდორზე გასვლას გონებაშიც არ გაივლებდნენ.

* სხვათა შორის, მიმდინარე წლის ზაფხულში შეთავაზებაზე, მინდორზე ლგბტ-თემის დროშის ფერებიანი მაისურით გამოსულიყო, აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ქრისტიანმა ჯეალინ ჰინკლმა, კაშიასგან განსხვავებით, სასტიკი უარი განაცხადა.

* არც ფულად ჯარიმას შეუშინებია და არც კლუბიდან დათხოვნას დანიური “მიდტიელანდის” პოლონელი მეკარე არკადიუშ ონიშკო, რომელმაც ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა: შეუძლებელია მოისმინო, გოგოებივით როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთში გეები. გული მერევა, როდესაც ვხედავ, როგორ კოცნაობენ მამაკაცები”. ონიშკო ამ წიგნის გამო გუნდიდან დაითხოვეს, მაგრამ თვალსაზრისი არ შეუცვლია და ღირსება შეინარჩუნა.

* 2016 წლის ევროპის სახელბურთო ჩემპიონატზე ევროპის ხელბურთის ფედერაციამ შვედეთის ნაკრების კაპიტან ტობიას კარლსონს ლგბტ-თა სამკლავურით მატჩებში მონაწილეობა აუკრძალა.

სახელბურთო მოედანი _ ეს არის შეხვედრის ადგილი ბევრი ადამიანისა, განურჩევლად რასისა და პოლიტიკური თვალსაზრისისა. ადამიანების თანასწორობა რასის, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ეს ჩვენი ფედერაციის წესდების ნაწილია, მაგრამ, როგორიც უნდა იყოს მოთამაშეთა პირადი თვალსაზრისი, ევროპის ხელბურთის ფედერაცია ვერ დაუშვებს ასეთ დემონსტრაციას მატჩების მიმდინარეობისას”, _ განაცხადა ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ბრიომ.

* მიუხედავად ჰომოფობიაში დადანაშაულებისა და ფინანსური ზარალისა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ ილაშქრებენ ისეთი სახელგანთქმული ადამიანები, როგორებიც არიან ჰოლივუდელი მსახიობები: ალეკ ბოლდუინი და პერის ჰილტონი, რეპერი 50cent-ი, ამერიკელი ექიმი და ტელეწამყვანი ლაურა შლესინჯერი, მომღერალი ემინემი, ორი “ოსკარისა” და “ოქროს გლობუსის” მფლობელი, “მამაცი გულის” მთვარი გმირის როლის შემსრულებელი და “აპოკალიფსის” რეჟისორი მელ გიბსონი და სხვები. ორი წლის წინათ კი ე.წ. სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ გამოვიდა გეიწყვილი, ცნობილი მოდელიერები _ დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა, რომლებმაც საზოგადოებას ტრადიციული ოჯახის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს და ნონსენსად მიიჩნიეს ექსტრაკორპორალური განაყოფიერება.

1965 წ. საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი, და მიხეილ მესხი. ფოტოზე არ არის ამ შეხვედრის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე - ვლადიმერ ბარქაია
1965 წ. საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი, და მიხეილ მესხი. ფოტოზე არ არის ამ შეხვედრის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე – ვლადიმერ ბარქაია

აი ასე ხდება, როდესაც ადამიანებს თავიანთი თვალსაზრისის გამოხატვის არ ეშინიათ, სხვის მითითებას, მამათმავლობის პროპაგანდაში ჩაერთეთო, არ ემორჩილებიან და ღირსებას ინარჩუნებენ.

როდესაც თავის დროზე საფეხბურთო ტრადიციებით განთქმულ ქვეყანაში ფეხბურთი თითქმის მკვდარია, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებიდან ვერც ერთს ვერ მოიგებ და გულშემატკივარს ვერაფრით ახარებ, ხოლო ეროვნული ნაკრები ფიფას სარეიტინგო სიაში 206 გუნდს შორის 107-ეა (2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით), თავმდაბლობა მაინც უნდა გამოიჩინო და არ თქვა, რომ ჰომოსექსუალიზმის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა სამარცხვინო არ არის. ეს ეხება როგორც კაშიას, ისე ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, აგრეთვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსა და ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ამჟამად თბილისის მერ კახა კალაძეს.

საერთოდ კი, სრულიად ქართველი საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რატომ წავიდა უკან-უკან არა მხოლოდ ფეხბურთი, არამედ ცხოვრების ყველა სფერო _ ეკონომიკა, კულტურა, ხელოვნება, განათლება და, რა თქმა უნდა, სპორტიც.

იმ “ბნელ” საბჭოთა პერიოდში ქართველებს გვყავდა მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები: მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე და ჩვენი ქვეყანა 30 წლის(!) განმავლობაში ინარჩუნებდა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინს, გვყავდა მოჭიდავე ლევან თედიაშვილი _ ოლიმპიური თამაშების 2-გზისა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი, მშვილდოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე, ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში საბჭოთა კავშირიდან _ შოთა ჩოჩიშვილი, მიუნხენის ოლიმპიადის გამარჯვებული კალათბურთელები _ ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუა _ ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს პირველობის 4-გზის გამარჯვებული, გვყავდნენ მსოფლიოში აღიარებული ხელბურთელები _ ჯემალ ცერცვაძე და ალექსანდრე ანპილოგოვი, ფრენბურთელი, ოლიმპიური ჩემპიონი ვაჟა კაჭარავა, ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელი, მოფარიკავე ნუგზარ ასათიანი _ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონი, განუმეორებელი ვიქტორ სანეევი _ მსოფლიოში ერთადერთი მძლეოსანი, რომელმაც სამხტომში 3-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება და, რომელიც ამჟამად შორეულ ავსტრალიაშია გადახვეწილი. საქართველოს იმ “ბნელ” საბჭოთა პერიოდში ჰყავდა მოჭიდავეები დავით ციმაკურიძე, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, დავით ხახლეიშვილი, ვახტანგ ბლაგიძე, დავით გობეჯიშვილი, გივი კარტოზია, მოფარიკავე ვლადიმერ აფციაური, ტანმოვარჯიშე ვლადიმერ გოგოლაძე; შესანიშნავი ჩოგბურთელები: ალექსანდრე მეტრეველი, თეიმურაზ კაკულია, ლელა მესხი. ან როგორ შეიძლება დაივიწყო თბილისის “დინამოს” კალათბურთელების მიერ 1962 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში მოპოვებული გამარჯვება მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ან თბილისის დინამოს საფეხბურთლ გუნდის 1964 წლის “ოქროს მატჩი” ტაშკენტში თუ 1981 წელს მოპოვებული გამარჯვება დიუსელდორფში და ამ გამარჯვებებით გამოწვეული საყოველთაო სიხარული?!

დღეს? დღეს მხოლოდ მოჭიდავეები, მორაგბეები და კალათბურთელები ახარებენ გულშემატკივრებს, ხოლო ფეხბურთი, სპორტის ეს თავის დროზე უპოპულარესი სახეობა საქართველოში, სულს ღაფავს, ქართული სპორტისმამებიკი, რომლებიც ამ სახეობის აღორძინებაზე უნდა ზრუნავდნენ, მამათმავლების უფლებების დაცვით არიან დაკავებულნი.

საქართველოს სპორტის ოლიმპიური ისტორია 1950-იანი წლებიდან იწყება. ქართველებისთვის პირველი ოლიმპიადა იყო 1952 წელს ჰელსინკში გამართული თამაშები, სადაც 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. მას შემდეგ, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ანუ 1991 წლამდე, 8 ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ჩვენი სპორტსმენები და 28 ოქროს, 23 ვერცხლისა და 34 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს; 1992-დან 2016 წლამდე კი 7 ოლიმპიადაზე _ მხოლოდ 11 ოქროს, 1 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი, თუმცა, თუ 1992 წლის მონაცემებს გამოვაკლებთ, როცა საქართველო დსთ-ის გუნდის სახელით გამოდიოდა, შედეგი კიდევ უფრო ნაკლები იქნება _ 8 ოქროს, 1 ვერცხლისა და 23 ბრინჯაოს მედალი, ანუ 3-ჯერ და მეტჯერ ნაკლები…

(იხ.ცხრილი)

* 1984 წლის ოლიმპიადას, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა, სსრკ-მა ბოიკოტი გამოუცხადა. * 1992 წელს ბარსელონაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენები დსთ-ს ოლიმპიური გუნდის სახელით გამოდიოდნენ. მონაცემები აღებულია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდიდან

ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ საბჭოთა პერიოდში შექმნეს ქართველმა ხელოვანებმა ისეთი კინემატოგრაფიული შედევრები, როგორიცაა “ჯარისკაცის მამა”, “ნატვრის ხე”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “შერეკილები”, “ცისფერი მთები”, “ფეოლა”, “რეკორდი”, “ქვევრი” და სხვ. საბჭოთა პერიოდში დაიდგა სპექტაკლები: “ჭინჭრაქა”, “კავკასიური ცარცის წრე”, “მეფე ლირი”, “ხანუმა”, “ურიელ აკოსტა” და სხვ.

დღეს კი ვის და რას უყურებს ქართველი საზოგადოება? _ თურქულ და ინდურ უგემოვნო სერიალებს, უაზრო შოუებს და “ჩემი ცოლის დაქალებს”, რომლის სცენარისტი ქეთი დევდარიანი საჯარო სივრცეში უშვერი სიტყვებით ლანძღავს ქართველ მამაკაცებს და, საერთოდ, ქართველ საზოგადოებას?

აი მისი შეფასება (ტექსტს უცვლელად გთავაზობთ):

ქართული პატრიარქალური საზოგადოება ერთობ სასაცილოდ გამოიყურება. როცა დარი ან სიამტკბილობაა, ქართველი კაცები დიდ გულზე დააბიჯებენ, ყვბს დააჟღარუნებენ აქეთიქით და მოწოლილ ვაჟკაცობას ქალების ცემატყეპით იკმაყოფილებენ. აი, თუ კრიზისი დაიწყო, ნაციონალური, ეკონომიკური, ეგზისტენციალური, გეოპოლიტიკური ან თუნდაც საბანკო, მყისვე ქალებს აგზავნიან პლანტაციებსა და ფირმა მოხუცებში ემიგრანტებად, ცოლებს აბრალებენ საკუთარ კორუმპირებულობას და ერთ ან რამდენიმე ქალს ატენიან ქვეყნის დაქცევას. თან ფშლუკუნებენ: მთვრალი ვიყავი და ხათუნამ ბიუჯეტი გაფლანგა, ფეხბურთს ვუყურებდი და ზაირამ ომი დაიწყო, კირპიჩასთან ვსვამდი და შორენამ კოზა ნოსტრა შექმნადა ასე დაუსრულებლად”, _ წერს ქალბატონი სცენარისტი.

როგორც ჩანს, სცენარისტს გარს ისეთი “ვაშკაცი” მამაკაცები ახვევია, როგორიც აღწერა, ან ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი, რადგან მის გარშემო “ყვ…ებმოჟღარუნე ვაშკაცების” გაიგივება ყველა ქართველ მამაკაცთან მხოლოდ ავადმყოფი წარმოსახვის მქონე ქალს თუ შეუძლია.

დასასრულ, კაშიას საქციელის გამო განაწყენებულმა ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ, თუ კაშია და მისი მხარდამჭერები ეროვნულ ნაკრებში კვლავ ითამაშებენ, მატჩებს აღარ დაესწრებიან. და ეს ასეც უნდა მოხდეს, ყველა ქართველმა მანამდე უნდა გამოაცხადოს ბოიკოტი, სანამ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები და სპორტისმამებიქართული ფასეულობების, მართლმადიდებლობისა და ტრადიციული ოჯახის მხარდაჭერას მამათმავლების მხარდაჭერას ამჯობინებენ.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძის მიმართ გულისწრომა გამოთქვა მეუფე სპირიდონმაც, რომელმაც განაცხადა:

ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის ქალაქის ხელმძღვანელი ამისთანა რამეს უნდა ამბობდეს?! ამის გულისთვის ჩაიქცა საქართველოში მილიონობით ქართველი მეომრის სისხლი, რომ დღეს ეს ადამიანი გამოდიოდეს და ეწეოდეს მამათმავლობის აგიტაციას საქართველოში?! ამის გულისთვის ეწამა ასიათასი მოწამე?! ეტყობა, მისთვის მოდაში აღარ არის საქართველოს ისტორია. ჩვენი ერის გმირული წარსული, ჩვენი წმინდა მეფეების და დედოფლების დაღვრილი სისხლი სასაცილოა მისთვის. ეს კაცი ხელიდან არის წასული”, _ განაცხადა მეუფე სპირიდონმა ქადაგებაში.

ქართველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, მამათმავლობის პროპაგანდა დაგმეს ქართველმა მორაგბეებმა. “ბორჯღალოსნებმა” პარლამენტს, პრეზიდენტსა და თბილისის მერს მიმართეს განცხადებით, არ გასცენ 17 მაისს ე.წ. ჰომოფობიის დღის აღნიშვნის ნებართვა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

P.S. ახლახან ლგბტთა წინააღმდეგ გამოვიდა ტრანსგენდერი კესარია აბრამიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ ლგბტპირები და მათი მხარდამჭერები პროვოკაციებს აწყობენ, რათა გრანტები აიღონ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here