მთავარი მსოფლიო მერკელმა ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული გამოაცხადა

მერკელმა ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული გამოაცხადა

1469
გააზიარეთ
მერკელმა ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული გამოაცხადა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მოწოდება, მოემზადონახალი რეალობისთვის”, აშშის ლიდერობის გარეშე მრავალპოლუსიანი მსოფლიოსკენ სწრაფვის გაძლიერებაზე მიუთითებს, _ განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უსაფრთხოების პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტმა, პოლიტოლოგმა კონსტანტინე ბლოხინმა.

“ევროპა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ აშშ აღარ იქნება ჰეგემონი, _ განაცხადა ანგელა მერკელმა ევროპული გაზეთებისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ვაშინგტონის დახმარებას კი არ უნდა ელოდონ, არამედ თვითონვე გააძლიერონ თავიანთი სამხედრო პოტენციალი. ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიაში ამერიკის სამხედრო კონტიგენტს 9,5 ათასი კაცით შეამცირებს.

“თუმცა ამერიკელები გერმანიიდან შორს არ მიდიან, სამხედროები გადადიან პოლონეთში. აქედან გამომდინარე, კარდინალურ ცვლილებებზე ლაპარაკი არ არის”, _ ამბობს ბლოხინი.

“ამერიკელები ფეხს არ იკვეთენ გერმანიიდან _ ეს ხომ ძალიან გემრიელი ლუკმაა, გავლენის ძალიან დიდი ზონა. ამ ნაბიჯის გადადგმას ტრამპიც ვერ გაბედავს. გერმანია ევროპის ეკონომიკური ცენტრია”.

ყველაფრის მიუხედავად, ამერიკისა და გერმანიის ურთიერთობებში კრიზისია და ის, ექსპერტის თქმით, კულმინაციას უახლოვდება. უნდობლობა გაჩნდა 2013 წელს, როცა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მერკელის სატელეფონო საუბრების მოსმენის გამო სკანდალი აგორდა. ამას გარდა, აშშ-მა არაერთხელ უსაყვედურა გერმანიას, რომ არასაკმარის თანხას რიცხავს ნატოს ბიუჯეტში. უთანხმოება გაძლიერდა “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გამოც _ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას არ სურს, უარი თქვას რუსეთთან თანამშრომლობაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხში.

“ჩვენ უკვე ვცხოვრობთ მრავალპოლუსიან მსოფლიოში. მრავალპოლუსიანობის გაძლიერება ჩვენ თვალწინ ხდება. ტრამპის ჰეგემონია და დიქტატურა უკვე აღარ არსებობს”, _ მიაჩნია ექსპერტს. მისი თქმით, ერთპოლუსიან მსოფლიოში შეუძლებელი იქნებოდა ე.წ. მინსკის ოთხეულის შექმნა, ვლადიმერ პუტინის გამოსვლა მიუნხენში და რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში. “ამას ადასტურებს მერკელის სიტყვები. 10 წლის წინათ ასეთი განცხადება გერმანიის მხრიდან ნონსენსი იქნებოდა”, _ დარწმუნებულია პოლიტოლოგი.

უფრო ადრე მერკელმა მოუწოდა ევროკავშირს, ჩამოაყალიბოს ერთიანი პოზიცია რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის მიმართ. მან განაცხადა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობისას გერმანია იხელმძღვანელებს დევიზით: “ერთად გადავაქციოთ ევროპა კვლავ ძლიერ გაერთიანებად”.

“მერკელს არ შეუძლია, დაიკისროს პასუხისმგებლობა აშშ-ის საწინააღმდეგო ქმედებების გამო. ეს შეიძლება ცუდად აისახოს გერმანიაზე. ერთობისკენ მოწოდება მოწმობს განხეთქილებას ნატოს ბლოკში. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ აშშ-ს არ სურს მოკავშირეების ინტერესების გათვალისწინება”, _ განაცხადა რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აკადემიის ექსპერტმა გეოპოლიტიკის საკითხებში _ კონსტანტინე სოკოლოვმა.

სოკოლოვს მიაჩნია, რომ ნატოს ბლოკი მოძველდა. ის ორპოლუსიან სისტემაში ორ დიდ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შორის დაპირისპირებისას შეიქმნა. “ახლა დაპირისპირება ხდება საინფორმაციო ომის, “ფერადი რევოლუციებისა” და ა.შ. გზით. ამჟამინდელი ომის ხასიათი არ შეესაბამება ნატოს ხასიათს, ბევრი რამ გადაიხედება. პირველი მერცხალი კი მერკელის განცხადებაა”.

polit.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here