Home რუბრიკები პოლიტიკა მეორე ტური _ გამარჯვებით მარცხი თუ მარცხით გამარჯვება?

მეორე ტური _ გამარჯვებით მარცხი თუ მარცხით გამარჯვება?

2767
მეორე ტური

არადა, ყველაფერი რა კარგად დაიწყო _ 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაცქართული ოცნებისირგვლივ ერთ მუშტად შეკრულმა, განრისხებულმა ქართველმა ხალხმა, როგორც იქნა, მოიშორა სააკაშვილის ქართველთმოძულე ფაშისტურსადისტური რეჟიმი, რომელმაც 9 წლის განმავლობაში სრულიად საქართველო სისხლსა და ცრემლში აბანავა. ქართველ კაცს იმედი გაუჩნდა, რომ სამების აღმშენებელი ბიძინა ივანიშვილი მაინც არ მოატყუებდა მანამდე არაერთგზის მოტყუებულგაცუცურაკებულ ქართველ ერს, მაგრამ ერთი რუსული ანდაზისა არ იყოს, საქმის ბოლოა მთავარი და არა დაწყება _ გასულ კვირა დღეს ვისაც მეტნაკლები წვლილი მიგვიძღვოდა სააკაშვილის დაუნდობელი რეჟიმის დანგრევაში, უკაცრავად და, ყველა ნეხვში აღმოვჩნდით, თუმცა ასეთი ფინალის პროგნოზირება ნამდვილად არ იყო ძნელი

ქვემოთ გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებათა ვრცელ ნუსხას, რომელთაგან რამდენი ასრულდა, მკითხველმა თვითონ დათვალოს:

დაპირება #1: “ჩვენი გეგმა თავიდანვე ითვალისწინებს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და ის ჩვენს ქვეყანაში ათეულობით ათასი იქნება”.

დაპირება #2: თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარი გამოცდილების ადეკვატურ სამუშაოს. “ჩემ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. რეალური პოლიტიკა, რეალური ნაბიჯები, რასაც გპირდებით ჩვენ, და აუცილებლად შევძლებთ კიდეც”.

დაპირება #3: გამარჯვებისთანავე ღირსეული დასაქმება ყველას.

“ჩვენ ვიცით, რეალურად როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება. ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა _ ხალხი ხელისუფლებას”.

დაპირება #4: დაიწევს ფასი კომუნალურ გადასახადებზე.

“გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას. გპირდებით, რომ ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს”.

დაპირება #5: გაზის საფასური შემცირდება 3-ჯერ.

“ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს “ტრუბა” გადის ჩვენს ტერიტორიაზე. მესამედი გამოვა დღევანდელი გადასახადის გაზის გადასახადი”.

დაპირება #6: ბენზინზე დაიკლებს ფასი.

“ნახავთ, როგორ დაიწევს ფასი ძალიან ბევრ პროდუქტზე: პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე, სადაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ფასები და ფულს აკეთებენ”.

დაპირება #7: ასობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური.

დაპირება # 8: წლის ბოლომდე, სულ ცოტა, 60 ქარხანა უნდა გვქონდეს.

დაპირება #9: რეგიონებში შეიქმნება ათასობით საწარმო.

“გამარჯვებისთანავე საარჩევნო ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება” განახორციელებს პროგრამას “ღირსეული დასაქმება ყველას”.

დაპირება #10: პენსიონერს არანაკლებ 220 ლარისა ექნება პენსია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს იქნება მინიმალური, ამას დაემატება წელთა ნამსახურეობა.

დაპირება #11: ყველა ის საპენსიო დანამატი, რომელიც გააუქმეს ნაციონალებმა, დაემატება: ომის ვეტერანობის, ინვალიდობის, ობლობის და ასე შემდეგ დაახლოებით 250-300 ლარი გახდება პენსია.

დაპირება #12: პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია.

“ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ, რეალურ ზღვარს”.

დაპირება #13: ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 200-220 ლარის ფარგლებშია. “ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება. ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 30%-ით მეტია. სხვადასხვა გათვლებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ციფრი 200-220 ლარის ფარგლებშია”.

ამ 13-პუნქტიანი ტყუილების დოკუმენტთან კონტრასტის დასანახავად შეგახსენებთ 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის _ ბადრი პატარკაციშვილის, წინასაარჩევნო დაპირებების 7-პუნქტიან ჩამონათვალს:

* პირველი 18 თვის (წელიწად-ნახევრის _ დ. მ.) განმავლობაში, პენსია _ 120 ლარი, ვეტერანებს _ 150 ლარი და უფასო სამედიცინო მომსახურება;

* მინიმალური ხელფასი _ 300 ლარი;

* შემწეობა უმუშევართათვის _ 300 ლარი;

* წყლის გადასახადისგან სრული გათავისუფლება;

* 100 კვ/სთ ელექტრო ენერგია და ამავე მოცულობის გაზის გადასახადისგან განთავისუფლება;

* დევნილებისა და მიწისძვრით დაზარალებულთათვის უფასო საცხოვრებელი ფართობი;

* პირველ შვილზე _ 3000 ლარი, მეორეზე _ 4000, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე _ 5000 ლარი.

ახლა ვინმე შემედავება: რა, პატარკაციშვილი უეჭველად შეასრულებდა დანაპირებსო?

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის თბილისელი, სოლოლაკელი პატარკაციშვილის სიტყვას მეტი ფასი აქვს, ვიდრე ჭორვილელი სოლოლაკელისა, რომელმაც, ხელისუფლებაში მოსულმა, პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ თავისი 80 მილიონი დაიბრუნა. ამით დამთავრდა სამართლიანობის აღდგენა და დაიწყო კოჰაბიტაციის პროცესი. ეგეც არ იყოს, ცხონებული ბადრი შვიდპუნქტიანი დაპირებების დაფინანსების ლომის წილს საკუთარი ჯიბიდან აპირებდა… სხვა მხრივ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა: არავისთვის დაუბრუნებიათ, წართმეული მილიონები კი არა, უბრალო “ბუტკაც” კი; არ გამოუტანიათ განაჩენი არც ერთ გახმაურებულ მკვლელობაზე. ის კი არა, სამართლიანობის აღსადგენად მებრძოლი იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავს დააკლეს. ახლა, რაც შეეხება იმას, რასაც ბიძინა არ დაგვპირებია, მაგრამ “პირნათლად” შეგვისრულა:

* ანტიდისკრიმინაციული კანონის (რომელსაც ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა საქართველოს დამღუპველი უწოდა) ზარზეიმით მიღება ბიძინა ივანიშვილის სინდისზეა;

* ბიძინამ ცხონებული ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე განაცხადა, რომ თურმე საქართველოს პატრიარქიც ჩვეულებრივი მოკვდავია და, რატომაც არა, მისი კრიტიკაც მოსულაო. ამ “სადღეგრძელოს” შემდეგ, კრიტიკას ვინღა დაეძებს, პატრიარქისა და დედაეკლესიის აღვირახსნილი ლანძღვაგანქიქების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელმაც ლოგიკურად მიგვიყვანა ე.წ. ციანიდის საქმემდე.

* წერილზე მუშაობისას ინტერნეტში ბიძინას მიერ დაფინანსებულ (მოსყიდულთა) ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის 3500- პერსონიანი სია მოვიძიე, რომელშიც ფინანსური დახმარების ქვედა ზღვარი 200 ლარიდან იწყება, ხოლო ზედა 2000-3000 და 5000 ათასი ლარია. ახლა აქ ამ სიას გაზეთის ფართობის ეკონომიის მიზნით არ მოვიყვან. ვიტყვი მხოლოდ, იმას, რომ სწორედ ამ სიის ზედა ზღვრის ბინადარნი “უპრავებდნენ” წლების განმავლობაში ბატონ ბიძინას დაპირებულ შეუსრულებელ თუ დაუპირებლად შესრულებულ “სიკეთეებს”. ამ საკითხზე ჩემი ცხონებული სიდედრი მახსენდება, რომელიც იტყოდა ხოლმე: სიძე რომ იტყვის, “ფეჩი” გარმონიაო, სიდედრმა უნდა უთხრას: რა კარგად უკრავსო! “ფეჩსა” და გარმონს ვინღა დაეძებს, 6 წელიწადია, ბიძინა გაიძახის, ჩემი ბადრიჯანი კიტრიაო და ესენიც ერთხმად შეჰბღავიან მამა-მარჩენალს, _ რა გემრიელიაო! აქედან გამომდინარე, “შემოქმედებითი ინტელიგენტებიც” არიან იმ კატასტროფაზე პასუხისმგებელნი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნები ჰქვია.

“თუ ამოსწყდეს გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდეს”, _ ბრძანა მარაბდის ომის წინ ამ ბრძოლის ერთ-ერთმა გმირმა ბაადურ ციციშვილმა.

დღეს “გლეხი კაცი” უბრალო, რიგითი ქართველის სინონიმია, რომელთა ნაწილი ან ნაგვის ბუნკერში იქექება, ან უცხოეთშია გადახვეწილი ევროპელი თუ ამერიკელი ქვეშაფსია ბებრებისთვის პამპერსების გამოსაცვლელად. სწორედ იმიტომ არის დღეს საქართველო დაძაბუნებული, რომგლეხი კაცილამის ამოწყდა. არადა, იგია ერის დვრიტა, საძირკველი თუ დუღაბი ქართულ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან ერთად და არა .. შემოქმედებითუმოქმედო ინტელიგენციის უმეტესი ნაწილი.

ბიძინას მიერ მოსყიდული ინტელიგენცია მარჩენალის ქმედება-უმოქმედობას ასე ამართლებს: რა ქნას, ისე რომ არ მოიქცეს, როგორც იქცევა, ამერიკელები მილიარდებს გაუნულებენო.…ჰოდა, რა ვქნათ ახლა _ ივანიშვილის მილიარდებს გადავაყოლოთ ქვეყანა? თუმცა რაღაუნდა გადავაყოლოთ”, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მგონი, უკვე გადავაყოლეთ და ეგ არის! ახლა მავანი გვეტყვის: რა გინდათ, წინ ხომ მეორე ტურია და სალომე მაინც გაიმარჯვებსო?! იქნება ასეც მოხდეს, მაგრამ ასეთი გამარჯვება მარცხის ტოლფასია, რადგან ყველას გვახსოვს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაზაფრული ნაცები, ფიგურალურად თუ ვიტყვით, პოლიტიკურ საფლავში იწვნენ და იმის მაგივრად, მიწა მიეყარათ და ერთხელ და სამუდამოდ დაემარხათ ნაცების პარტია, “ქართულმა ოცნებამკოჰაბიტაციად წოდებული ონანიზმი დაიწყო. შედეგად ჯერ მოსულიერდნენ, შემდეგ ნელნელა თავი წამოყვეს და ბოლოს მორალის კითხვა დაგვიწყეს პარლამენტის ტრიბუნიდან თუ ტელევიზიებიდან. აქედან გამომდინარე, მიშნაცებისთვის მეორე ტურში გასვლა, რომც დამარცხდნენ, მაინც გამარჯვების ტოლფასი მარცხი იქნება!

და რატომ დადგა ის შედეგი, რომელიც 28 ოქტომბერს მივიღეთ?

იმიტომ, რომ ქოცები ნაცებზე არანაკლებად გაუმაძღარი ღორები აღმოჩნდნენ. დაპირებების მიუხედავად, არათუ შეამცირეს ე.წ. ადმინისტრაციული ხარჯები, არამედ მეტიც _ ნაცების დაწესებულ პრემიებს ცინიკურად უწოდეს სახელფასო დანამატები და ისინიც ბიუჯეტის ხარჯზე გემრიელად ილუკმებიან. ამას დაუმატეთ ქოცების მაღალჩინოსანთა სრა-სასახლეები და ყოველივე ზემორე თქმული რიგითი ქართველების უკიდურესი ეკონომიკურ-სოციალური გაჭირვების ფონზე და არჩევნების შედეგებიც ლოგიკური გახდება. დიახ, ლოგიკური და კანონზომიერიც, რადგანაც მშიერი კუჭის პატრონს მაღალ მატერიებზე ფიქრს ვერ მოსთხოვ, ამიტომაც ძველებურად აღარ იმუშავა საფრთხობელამ “მიშა მოდის” და, თუ ქოცებმა ასე განაგრძეს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე სრული კრახი ელით. თუმცა მათ რა, როგორც იტყვიან, გადახდა უნდა ვალსაო, და ახლა ნაცები გაუმართავენ კოაბიტაციას ქოცებს. ისინი ხომ იდეოლოგიურად ერთი ლიბერასტული ხის სხვადასხვა ტოტები არიან? ვაი ჩვენი და საქართველოს ბრალი, რადგანაც ეს ყოველივე ციფრებში ასე გამოიყურება: სალომე ზურაბიშვილი დაახლოებით 615 000 ხმა, გრიგოლ ვაშაძე _ 601 000, დავით ბაქრაძე _ 174 000, ორივე ერთად კი _ 775 000. გამოსავალი, როგორც წინა პუბლიკაციაში აღვნიშნეთ, არის ერთი _ უნდა გამოჩნდეს მესამე, ეროვნულ კონსერვატიული ძალა, ისეთი, როგორიც გერმანიაში გამოჩნდა _ ალტერნატივა საქართველოსთვის, რომელიც ერთსაც, მეორესაც და მესამესაც მიუჩენს შესაფერის ადგილს.

დავით მხეიძე

P.S. თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები ცივი შხაპი აღმოჩნდაქართული ოცნებისთვისდა ისინი შეეცდებიან შეცდომების გამოსწორებას. მეორე ტურამდე დარჩენილი დრო ცოტაც არის და ბევრიც. იმის მიხედვით, რას თვლი შეცდომად და, აქედან გამომდინარე, რას აპირებ? ვნახოთ, როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here