მთავარი დაიჯესტი მემარჯვენეები ევროპაში დიად აღორძინებას იწყებენ

მემარჯვენეები ევროპაში დიად აღორძინებას იწყებენ

428
გააზიარეთ
ტიერი ბოდე

ნიდერლანდელ ტრადიციონალისტებს არ მოსწონთ ცხოვრების მეტისმეტი ლიბერალიზაცია, მიგრანტების მიღება და ხელისუფლების მიერ მულტიკულტურიზმის დანერგვის მცდელობა

ევროსკეპტიკოსების გამარჯვება ცოტა ხნის წინათ ნიდერლანდებში ჩატარებულ არჩევნებში უკვე აღარ არის საკვირველი მოვლენა. მარჯვნივ მკვეთრი გადახრა საერთო ევროპულ ტენდენციად იქცა და ამასბებერი კონტინენტიუნდა შეეგუოს. მით უმეტეს, რომმემარჯვენეებმაიმუშავეს შეცდომების გამოსწორებაზე და იპოვეს ამომრჩევლებისადმი ახალი მიდგომები.

ტიერი ბოდე
ტიერი ბოდე

ნიდერლანდები მარჯვნივ გადაიხარა

20 მარტს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა პარტიამ ფორუმი დემოკრატისთვის”. შემდეგია პრემიერ მარკ რიუტეს სახალხო პარტია”, რომელმაც ვერ შეძლო, გაემეორებინა თავისი 4 წლის წინანდელი წარმატება. მესამე ადგილზე გავიდა მემარცხენე მწვანეები”, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი შედეგი.

რატომ არის ეს არჩევნები ასე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის? საქმე ის არის, რომ მისი შედეგების საფუძველზე ყალიბდება ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატა და მმართველი კოალიცია კარგავს ხმების უმრავლესობას. და, თუ ძველ სენატში მას 75-დან 38 ადგილი ჰქონდა, ახლა ექნება მხოლოდ 31. მარკ რიუტე იძულებული იქნება, ეძებოს ახალი “მოკავშირეები”, მათ კი თავიანთი მოთხოვნები აქვთ.

რა თქმა უნდა, ისინი არ იქნებიან მემარჯვენეები, მაგრამ მათი პოპულარობის მატების იგნორირებას ხელისუფლება ვერ შეძლებს. უკვე შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ხომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და თანაც არა ხელისუფლების სასარგებლოდ.

რატომ არის ქვეყანაში ასე ბევრი ევროსკეპტიკოსი

ნიდერლანდები მრავალი ათეული წლის განმავლობაში იყო ლიბერალიზმისა და სხვა დემოკრატიული ფასეულობების დაცვის მაგალითი. იქ ყველაზე ადრე იქნა ლეგალიზებული მსუბუქი ნარკოტიკები, ხოლო “წითელი ფარნების” კვარტალი ახალი ევროპული ფასეულობების (რომელთა დამკვიდრებას თავგამოდებით ცდილობენ ჩვენი “კეთილისმსურველები” საქართველოში _ ნ.კ.) სიმბოლოდ იქცა.

ევროპული სამყაროს ამ ბურჯში ასე სწრაფად რატომ ვრცელდება ევროსკეპტიკოსთა იდეები? პასუხი დემოგრაფიულ სტატისტიკაში უნდა ვეძებოთ და იმის გათვითცნობიერებაში, რომ ნებისმიერი ქმედება იწვევს უკუქმედებას.

ბევრმა ნიდერლანდელმა გაათვითცნობიერა, რომ მათ აყვავებულ და მდიდარ ქვეყანაში მუშაობა სარგებლიანია, ცხოვრება კი _ ძალიან ძვირი, ამიტომ ევროკავშირის შექმნისთანავე ასობით ათასი ნიდერლანდელი გადასახლდა მეზობელ ბელგიაში, მუშაობას კი განაგრძობდაისტორიულ სამშობლოში”; ამასთანავე, ბოლო წლებში აღინიშნა ტენდენცია იმ ადამიანების ქვეყნიდან წასვლისა, რომლებსაც არ მოსწონდათ ცვლილებებისახალი სიო”. მათ ნაცვლად კი დიდი ხნის წინათ დავიწყებულ პრობლემებთან ერთად ქვეყანაში ჩავიდა ასიათასობით მიგრანტი. ნიდერლანდელ ტრადიციონალისტებს არ მოსწონთ ცხოვრების მეტისმეტი ლიბერალიზაცია, მიგრანტების მიღება და ხელისუფლების მიერ მულტიკულტურიზმის დანერგვის მცდელობა.

მემარჯვენე მოძრაობის ტენდენცია ნიდერლანდებში

თავდაპირველად ქვეყანაში გაჩნდა ტრადიციული რადიკალური მემარჯვენე პარტია “უხეში და გაუთლელი” გერტ ვილდერსის ხელმძღვანელობით. ახალი პოლიტიკური ძალის პოპულარობის პიკი იყო 2012-2017 წლებში, როცა მათდამი მხარდაჭერის რეიტინგი 20%-ს შეადგენდა. ეს ამ ქვეყანაში მემარჯვენეების არნახული მხარდაჭერა იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, _ ზღვარი. ვილდერსის პოპულარობის შემცირებასთან ერთად (უკვე 2017 წელს) აშკარა შეიქნა, რომ თანამედროვე ნიდერლანდებში მემარჯვენე რადიკალური პარტია განწირულია მარგინალიზაციისთვის და მუდმივი აუტსაიდერის როლისთვის (არჩევნებში დროებითი მეორე ადგილის მიუხედავად). და სწორედ ამან მისცა შანსი ტრადიციული ფასეულობების ჰოლანდიელი მომხრეების ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერ ტიერი ბოდეს.

ტიერი ბოდესლინგვისტს, ფილოსოფოსსა და ბრილიანტის კლასიკურ პიანისტსეძახიან. ბოდე არისმემარჯვენე ევროპელისსახე, რომელიც მოსწონთ არა მხოლოდ ქალებს, არამედ, საერთოდ, საზოგადოებას. ის პარლამენტში ლათინურ ენაზე გამოდის, უკრავს პიანინოზე. მას მხარს უჭერენ ტრადიციონალისტები, მემარჯვენე ამომრჩევლები, ახალგაზრდები და ქვეყნის ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები და, სახელდობრ, ამით არის ის სახიფათო თავისი ოპონენტებისთვის.

და, თუ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში მოულოდნელი არაფერი მოხდება, უკვე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნიდერლანდელი მემარჯვენეები ნამდვილ ბრძოლას გაუმართავენ თავიანთ “ლიბერალ” ოპონენტებს, და ასე მოხდება სრულიად ევროპაში.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here