Home რუბრიკები საზოგადოება მეგობრების მოყვარული, კარგი მეოჯახე, უაღრესად განათლებული, პატრიოტი და თბილისელი “ხულიგანი”

მეგობრების მოყვარული, კარგი მეოჯახე, უაღრესად განათლებული, პატრიოტი და თბილისელი “ხულიგანი”

4319
ევგენი პრიმაკოვი

ცნობილ დიპლომატს, რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფს, საგარეო საქმეთა მინისტრს და შემდეგ პრემიერმინისტრს, თბილისელ ევგენი პრიმაკოვს (უფროსს) 29 ოქტომბერს 90 წელი შეუსრულდებოდა. მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს მისი შვილიშვილის, ევგენი პრიმაკოვუმცროსის, “როსიისკაია გაზეტაშიგამოქვეყნებული ინტერვიუდან, როგორი კაცი იყო ბაბუამისი. მოდი, ერთად გავიხსენოთ კიდევ ერთი სახელოვანი თბილისელი.

“…ევგენი მაქსიმოვიჩი დაიბადა არა კიევში, არამედ მოსკოვში. მისი მამა რეპრესირებული იყო. ევგენი მაქსიმოვიჩის დედამ _ ანამ ბაბუაჩემი თბილისში წაიყვანა. იმხანად ის ძალიან პატარა იყო… დედა შვილს მარტო ზრდიდა, ისინი ლენინგრადის ქუჩაზე მდებარე სახლის კომუნალური ბინის ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. იზრდებოდა, როგორც ყველა თბილისელი ბიჭი. შემდეგ შევიდა ვაჟთა სკოლაში პლეხანოვის პროსპექტზე. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის თბილისი ხულიგნების ქალაქი იყო და მათი კომპანიაც საბრძოლო იყო.

როცა ჩვენი ოჯახის წევრები სუფრას მიუსხდებოდნენ, იწყებოდა მოგონებები, ბაბუა ყვებოდა ჩადენილ ანცობებსა და ეშმაკობებზე. სწორედ მაშინ შეამჩნია მან თავისი მომავალი მეუღლე ლაურა ვასილის ასული ხარაძე.

 ორი ევგენი პრიმაკოვი
ორი ევგენი პრიმაკოვი

ის პროფესიონალი იყო და უამრავ დროს ხარჯავდა სამუშაოზე, რომლითაც სამშობლოს ემსახურებოდა. ეს იყო ყველაზე მთავარი მის ცხოვრებაში… მას ძალიან უყვარდა ბავშვობის მეგობრები და არც ერთი მათგანი არ დაუკარგავს. სადაც უნდა ემუშავა, რომელი პოსტიც უნდა დაეკავებინა, სახელმწიფო კიბის რომელ საფეხურზეც უნდა ასულიყო, არასოდეს ივიწყებდა მათ, ვისთან ერთადაც გაიზარდა. ბაბუა მასწავლიდა, რომ არსებობს სამი რამ, რომელთა გარეშეც მამაკაცი ვერ იარსებებს. ესენია: ოჯახი, მეგობრები და სამუშაო. და თუ ამ სამიდან რომელიმე ცუდია, მაშინ შენ სრულად არ ხარ შემდგარი

ევგენი მაქსიმოვიჩი განსაცვიფრებლად განათლებული კაცი იყო, ყველაფრის მცოდნე, გამგები. ის იყო პატრიოტი, უყვარდა ჩვენი ქვეყანა, მისთვის მთავარი იყო ის, რისი გაკეთება შეეძლო, რომ ქვეყანას უკეთესად ეცხოვრა. თბილისში გაზრდილი კაცი ვერ შეეგუა იმას, რომ ჩვენი სამშობლოს ბევრი ნაწილი უცებ საზღვარგარეთად იქცა. მისთვის ეს მძიმე ტრავმა იყო… ყველაზე მეტად კი ის ვერ იტანდა ანგარებას, ცბიერებასა და ღალატს”.

რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ევგენი პრიმაკოვის დიპლომატიური სტილის “სავიზიტო ბარათი” იყო “საოცარი უნარი, მის მიმართ დადებითად განეწყო თანამოსაუბრე”, გამოეძებნა საერთო ენა და მიეღწია კომპრომისისთვის არა მხოლოდ თანამოაზრეებთან, არამედ ოპონენტებთანაც.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. ჩემს ახლობელს სახლში აქვს ანას ნაჩუქარი -პუშკინის “რებეკას” პორტრეტი. ლექსიდა “Христос воскрес моя Ребека”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here