მთავარი პოლიტიკა მაშინ “გაისროლეს”, როცა რუსეთისგან შექმნილი მტრის ხატი ნელ-ნელა იმსხვრეოდა

მაშინ “გაისროლეს”, როცა რუსეთისგან შექმნილი მტრის ხატი ნელ-ნელა იმსხვრეოდა

883
გააზიარეთ
მაშინ “გაისროლეს”, როცა რუსეთისგან შექმნილი მტრის ხატი ნელ-ნელა იმსხვრეოდა

ისევ დატრიალდა კარუსელი, ისევ იმ წრეზე წავიდა, რომელზეც რამდენიმე ათეული წლის წინათ ტრიალებდა. მერე კიდევ, როცა გვეგონა, რომ კარუსელის ტრიალსა და თავბრუსხვევას მოვრჩით, ისევ მოვახერხეთ და იმავე გზაზე წავედით _ ჩაკეტილ წრეზე, რომელსაც აღარც თავი უჩანს და აღარც ბოლო. მრავლისმნახველი რუსთაველის გამზირი კიდევ ერთ საპროტესტო ტალღასმასპინძლობს”, თუმცა ეს ის შემთხვევაა, რომელიც თვითონ მოვიგონეთ, თვითონ შევქმენით, გამოვჩხრიკეთ. ახლა ის არის საინტერესო, რა მოგვიტანა ამ პროტესტმა და რასიკეთესუნდა ველოდოთ სამომავლოდ.

შარშანდელი, შარშანწინდელი და წლევანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოვიდა. მხოლოდ რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზე წლიურად დაახლოებით 1,2-1,3 მლრდ დოლარის შემოსავალს ანგარიშობდა ჩვენი ხელისუფლება და, რაც მთავარია, ეს თანხა მიდიოდა პირდაპირ ხალხის ჯიბეში, ანუ იმ ადამიანების ჯიბეში, რომლებიც ტურისტებს მასპინძლობდნენ, საცხოვრებლით უზრუნველყოფდნენ, ასმევდნენ, აჭმევდნენ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ექსპერტების იმ განცხადებას გაგახსენებთ, რომელიც ცოტა ხნის წინათ სარეკორდოდ გაუფასურებული ეროვნული ვალუტის მიმართ გააკეთეს.

არსებობდა მოლოდინი, რომ გაზაფხულზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი გაიზრდებოდა, მაგრამ ამგვარი არაფერი მომხდარა _ ინვესტიციები არ განხორციელდა, შეიქმნა უცხოური ვალუტის დეფიციტი და ლარიც გაუფასურდა. ახლა მხოლოდ ტურისტული სეზონი თუ გვიხსნის, რადგან ტურისტები საქართველოში სწორედ უცხოურ ვალუტას ხარჯავენ, ეს თანხა გადის ხალხში და პრაქტიკულად უცხოური ინვესტიციაა…”

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მთლიანობაში ტურისტულ სეზონზე ხელისუფლება შვიდი მილიარდის ბრუნვას აღრიცხავდა ხოლმე და ამით ძალიან ბედნიერი იყო. ამ შვიდ მილიარდში კი ლომის წილი სწორედ რუს ტურისტებს ედოთ…

აქციებისა და რუსეთის ლანძღვა-გინების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ტუროპერატორებს მოუწოდა, აღარ გაყიდონ საქართველოს მიმართულებით ტურპაკეტები, 8 ივლისიდან ფრენაც აკრძალა და, რაც მთავარია, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, რადგან საქართველოში ისინი უსაფრთხოდ არ იყვნენ. პრეზიდენტის მოწოდებას ერთ დღეში საქართველოში მყოფი 28 ათასი რუსი ტურისტი გამოეხმაურა, მათი მცირე ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, დიდმა ნაწილმა კი სარფის საბაჟოს გავლით თურქეთისკენ აიღო გეზი და დასვენება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში გააგრძელა. ჰო, იმ მეზობელ სახელმწიფოში, რომელსაც დალაგებული ურთიერთობა ვერ აქვს რუსეთთან, მაგრამ ჭკუა ჰყოფნის და იმ დონეზე არ აღიზიანებს, რომ საკუთარ ეკონომიკას დაარტყას. ამას გარდა, საქართველოს მასშტაბით ერთ დღეში გაუქმდა 80 ათასი ჯავშანი სასტუმროებსა და სანატორიუმებში

ამის მიუხედავად, ქართველმა პოლიტიკოსებმა იხტიბარი არ გაიტეხეს და განაცხადეს: წელს საზღვარგარეთ ვაპირებდით დასვენებას, მაგრამ ახლა აქ დავისვენებთ, აქ დავხარჯავთ ფულს და ქვეყანას რუსი ტურისტების არყოფნას არ ვაგრძნობინებთო. ერთ-ერთი პარლამენტარი ამბობდა: მესტიაში იაფად ვიშოვე სასტუმრო, ორი ნომერი ავიღე და ათი დღით მიმყავს ცოლ-შვილიო. სიიაფეში კი იმ 219 ლარს გულისხმობდა, რომელიც თითო ნომერში ერთ ღამეში უნდა გადაეხადა, ანუ 10 დღით ცოლ-შვილის დასვენება 4380 ლარი დაუჯდება, ამას კვება დაუმატეთ, გზის ხარჯი, იქ ტურები და თანხა, სულ ცოტა, 6000 ლარი იქნება. ახლა ის მითხარით, რამდენი ქართული ოჯახი მისცემს თავს უფლებას, რომ ათდღიან დასვენებაში საქართველოში 6000 ლარი გადაიხადოს. არის საქართველოში თუნდაც 28 ათასი ასეთი ოჯახი? 28 ათასი იმიტომ, რომ ერთ დღეში სწორედ ამდენი ტურისტი წავიდა საქართველოდან და გვერწმუნეთ, ისინი ამ თანხას დახარჯავდნენ. შევთანხმდეთ, რომ ქართული რესურსით ამ დანაკარგს ვერ აღმოვფხვრით. ჰოდა, მზერა დასავლელი პარტნიორებისკენ მივაპყროთ.

ამ ფონზე ძალიან არაადეკვატური იყო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

ჩემი პასუხია, რომ რუსმა ტურისტებმა უნდა განაგრძონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ”, _ განაცხადა პრეზიდენტმა.

ქალბატონო სალომე, რა გამოდის? რუსი ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, უნდა დახარჯონ ფული და პარალელურად უნდა უყურონ, როგორ ვლანძღავთ მათი ქვეყნის ლიდერს, როგორ აგინებს გამვლელი მათ, როგორ ეძახის ოკუპანტებს და ეს ყველაფერი აიტანონ. ამასთან არც ის დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად თუ არალეგალურად იქ უნდა იყვნენ, უნდა იმუშაონ, აქეთ ოჯახები არჩინონ და ბუზიც არავინ აუფრინოს. ეს ყველაფერი რომელ ლოგიკაში ჯდება, ვერ გეტყვით, მაგრამ მერე, როცა ჩვენი პრეზიდენტის განცხადებებს რუსეთში უპასუხისმგებლოსა და დაუფიქრებელს უწოდებენ, გაოცებული ვკითხულობთ: რატომ? რა ვერ გაიგეს?!

ისე, ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, ევროპაამერიკიდან ფულადი გზავნილებიც შემცირდა და ტურისტების ნაკადიც, პარალელურად იზრდებოდა როგორც ტურისტების, ისე ფულადი გზავნილების რაოდენობა რუსეთიდან. ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა სტაბილურდებოდა, ცივილურ ჩარჩოებში ექცეოდა და სწორედ ეს არ აძლევდათ ხელს დასავლელპარტნიორებს”. რუსეთისგან შექმნილი მტრის ხატი ნელნელა იმსხვრეოდა და სწორედ მაშინგაისროლეს”. და ახლა ვითომც არაფერი _ დასავლეთი მშვიდად ადევნებს თვალს უკვე მერამდენედ არეულ საქართველოს და არც იმას ამბობენ, _ ჩვენი ქვეყნიდან წამოვლენ ტურისტებიო, არც იმას, _ აქეთ ლეგალურ დასაქმებას შემოგთავაზებთო, პირიქით, რამდენიმე ასეული ადამიანი საქართველოში დეპორტაციას ელოდება. სხვათა შორის, თუ რუსეთიდან განხორციელდა დეპორტაცია, მაშინვე გულზე მჯიღის ცემით გამოვდივართ ქუჩაში, “რუსეთი ოკუპანტია”, “რუსეთი მტერია”- შეძახილებით, მაგრამ, თუ ევროპიდან ან ამერიკიდან გამოაძევეს ვინმე, ხმასაც არ ვიღებთ, იმიტომ, რომ ისინი თურმე ჩვენი მეგობრები არიან. მაგრამ რაში გამოიხატება ეს მეგობრობა, ვერ გეტყვით. ერთი რამ ფაქტია: მათ მივუტევებთ იმაზე მეტს, რასაც არ მივუტევებთ რუსეთს.

იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ თუ პენსიონერ ოჯახს სოფელი არ აქვს, დასასვენებლად, ჰაერის გამოსაცვლელად (რაც ასე საჭიროა ხანდაზმულ ასაკში) ვერსად ვერ მიდიან? მიზეზი კი ის არის, რომ მათ ფული, დასასვენებლად კი არა, თვიდან თვემდე საკვებად არ ჰყოფნით. ჰო, არ ჰყოფნით, არ იკვებებიან სრულფასოვნად და შესაბამისად, ფრაზა “დასასვენებლად წასვლა” მათთვის, უბრალოდ, აღარ არსებობს. და ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და, რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ყველაფერი სხვაგვარად არის, არაფერი გამოვა. მეტიც, სწორედ რუსი ტურისტების არყოფნის ხარჯზე საქართველოში უცხოური ვალუტის მილიარდიანი დეფიციტი შეიქმნება, რომელიც ლარზე უარყოფითად იმოქმედებს და ისედაც შავ დღეში მყოფი ვალუტა უფრო გაუფასურდება, პროდუქტებიც გაძვირდება და, რამდენად გააძღებს მშიერ კუჭსრუსეთი ოკუპანტია” – ძახილი, ერთად ვნახავთ.

ისე, გასულ ზამთარს პრემიერმა საქართველოში ლამის მილიარდიანი უცხოური ინვესტიციის შემოსვლა დააანონსა, მაგრამ რეალურად 300 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა და ისიც, იცით, როგორ? კომპანიააჭარაბეთიგაიყიდა და ის ირლანდიურმა ჯგუფმა იყიდა 112 მილიონად (ამას უცხოური ინვესტიცია დაერქვა) და დამატებით 150-მილიონიანი ინვესტიცია ოფშორში დარეგისტრირებულმა პანამურმა კომპანიამ განახორციელა და ეს კომპანიაბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. რეალურად, უცხოური ინვესტიცია არ განხორციელებულა, უცხოური ვალუტა არ შემოსულა და მართლაც ტურისტების იმედად ვიყავით. მოხერხება ხომ უნდა, ბოლო იმედს, ბოლო შანსს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წითელი ბარათი ავუფრიალეთ და, თანაც ნამოქმედარით კმაყოფილნი ვართ. ის გვახსენდება, რუსეთს ბლოკადა რომ გამოვუცხადეთ და რკინიგზის მაგისტრალი რომ გადავკეტეთ, აქაოდა, ეკონომიკური კრიზისი უნდა შევქმნათ რუსეთშიო? ერთ კვირაში კი 7 მილიარდი მანეთი იზარალა საქართველომ. იმავეს ვაკეთებთ ახლაც და, როგორც თავში ვთქვით, იმავე კარუსელს ვატრიალებთ, მოჯადოებულ წრეზე ვბრუნავთ და აქციაზე “ჯოს, ჯოს” ძახილით ქვეყანას კვლავ იმ უფსკრულისკენ მივაქანებთ, რომლიდანაც ამოსვლა თითქოს დავიწყეთ, თუმცა არ დაგვანებეს. არ დაგვანებეს სწორედ დასავლელმაპარტნიორებმადა ისევ ბედის ანაბარა დაგვტოვეს.

რაც მთავარია, ჯერჯერობით დასრულებული არაფერია და იმის მიუხედავად, რომ ექსპერტები მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე უკვე საუბრობენ, მათ ყურს არავინ უგდებს. პრაქტიკულად, უფასოდ ვეპატიჟებით სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოში, ჩარტერებსაც კი ვთავაზობთ როგორმე აქ ჩამოსატყუებლად, მაგრამ იმაზე არავინ ფიქრობს, რომ რუსი ტურისტების გასვლა აქედან მსოფლიო მასშტაბით არასტაბილურობის განცდას შექმნის. არც იმას ფიქრობს არავინ, რომ ტელევიზიით ნაჩვენები აქციის დასისხლიანებული მონაწილეები და პოლიციელებზე გადამტვრეული ხელჯოხები ნებისმიერ ტურისტს საქართველოს მიმართ გეგმებს შეაცვლევინებს და აქ აღარ ჩამოვა. ჰო, მერე, ყველაფერი რომ დასრულდება, გაჩანაგებული ეკონომიკის, გაუფასურებული ლარისა და გაძვირებული პროდუქტის გამო ქუჩაში გამოსვლა არ დაგავიწყდეთ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. საქართველო გახადეს უუფლებო ქვეყნად, გამოსათანია საჯაროზე ყველა არასამთავრობო ორგანიზაჩიების საქმიანობა და დაფინანსება ! ეს თავზემოხვეული პრეზიდეთი, უბრალოდ სირცხვილია, მისი ვოიაჟები და უშედეგო ვიზიტები–ერთი მიზეზის გამო !–უფლება არააქვს!მთავარსარდალი და კვატი !
    +

  2. ზურაბიშვილი ტუტუცი ქალია, მაგრამ მარტო ეგ რომ იყოს, რა უშავდა. ოკუპანტები კი ყველანი ეგენი არიან, მაგათ დაიპყრეს საქართველოს 80 პროცენტი, მისი ბიუჯეტი, ტელევიზიები და ყველაფერი. ფუ, ასეთ საქართველოს !

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ომარი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here