Home რუბრიკები საზოგადოება “მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დასაკანონებლად ემზადება”

“მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დასაკანონებლად ემზადება”

927
ნიკოლოზ მჟავანაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია TDI- (ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლებას დაწარმოშობს უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს”.

მოყვანილი ფორმულირება აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს, რადგან აფართოებს შეზღუდვის იმ პირობებს, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია უფლებაში ჩარევა. ამასთანავე, წინაპირობების ნაწილი ბუნდოვანია და განჭვრეტადობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რადგან სახელმწიფოს შესაძლებლობა ეძლევა, ამ საფუძვლების საფარქვეშ არამართლზომიერად ჩაერიოს უფლებით დაცულ სფეროში და მნიშვნელოვნად გაართულოს მისი პროცესუალური დაცვა”, _ აღნიშნულია განცხადებაში. კონკრეტულად რომელი უფლებების დაცვაზე საუბრობს ორგანიზაცია TDI, რას ნიშნავს რელიგიის თავისუფლება და რა საფრთხეებს ქმნის ახალი კონსტიტუციის პროექტი ამ თვალსაზრისით _ ამ საკითხებზე სასაუბროდსაქართველო და მსოფლიოუფლებადამცველებსა და სასულიერო პირს დაუკავშირდა.

ეს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დაგვპირდა და თავზე არალეგალები დაგვასვა

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე:

_ საქართველო ნორმალური სახელმწიფო რომ იყოს, ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა რეგისტრირდებოდნენ და, საერთოდ, არ უნდა არსებობდნენ. ესენი არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მართული სუბიექტები და გარკვეული უცხო ძალების ინტერესების შესაბამისად ახორციელებენ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას. ეს ორგანიზაციები, უკვე დიდი ხანია, თხუპნიან საპატრიარქოს კედლებს და აკეთებენ პროვოკაციულ განცხადებებს, როგორც ეკლესიის, ისე პირადად პატრიარქის მისამართით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციების არსებობა ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის უსუსურობაა. უბრალოდ, ხელისუფლებას არ შესწევს ძალა და არც იმის ნება აქვს, რომ დაინტერესდეს და გამოიძიოს, საიდან ფინანსდებიან ეს ვაიორგანიზაციები…

_ კონკრეტულად რაში გამოიხატება ხელისუფლების უსუსურობა?

_ უსუსურობაა ის, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციებს იწვევენ უმაღლესი დონის შეხვედრებზე, სადაც განიხილება კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებები, სადაც იმყოფებიან უცხო ქვეყნების დელეგაციები და ა.შ. აი, ამიტომ არის ეს ქვეყანა ასეთ დღეში და, ხვალ-ზეგ რომ გამოვიდნენ და ერთბაშად მოითხოვონ ყველა იმ უზნეობის დაკანონება, რომელიც ევროპაში ხდება, არ იქნება გასაკვირი. დღევანდელ მსოფლიოში არიან საკმაოდ მძლავრი გლობალისტური ძალები, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს კაცობრიობის გარყვნა და დაცემა. მათ სამსახურშია პროპაგანდის ყველა საშუალება, რომლებითაც ხდება ადამიანების დარწმუნება, რომ თურმე ცოდვა არ არსებობს, თურმე ყველანაირი გადახრა და ამორალურობა, რომლითაც შეიძლება ადამიანი შეპყრობილი იყოს, ნორმაა და ეს უნდა მივიღოთ, როგორც ჩვეულებრივი ამბავი. კიდევ ვიმეორებ: ისინი არიან ავადმყოფები და ძველად ასეთ ადამიანებს სარზე სვამდნენ. ახლა, რა თქმა უნდა, ამას ვერ გააკეთებ, მაგრამ რაღაც სხვა ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ თაობებს წაგვართმევენ. რაც დრო გადის, საზოგადოება მიჰყავთ სრული მორალური დეგრადაციისკენ.

_ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს .. არასამთავრობო ორგანიზაციები არ წარმოადგენდნენ ქვეყანაში ასეთ ანგარიშგასაწევ ძალას?

_ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ არ შეიძლება ქვეყანაში ისეთი ორგანიზაციების ფუნქციობა, რომლებიც დაუფარავად ებრძვიან ეროვნულ ფასეულობებს, ღირებულებებსა და სახელმწოფოებრივ ინტერესებს. ეს არის საფრთხე, რომელიც დამოკლეს მახვილივით კიდია თითოეული ჩვენგანის თავს ზემოთ. წარმოიდგინეთ, გარშემო მუსლიმანური სახელმწიფოები გვყავს და ვიღაცები საქართველოს ადანაშაულებენ მუსლიმანების ჩაგვრაში. ხვდებით, ამას რა შეიძლება მოჰყვეს?! ეს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დაგვპირდა და თავზე არალეგალები დაგვასვა

არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: დღეს საქართველო არის სოდომი და გომორა. ქვეყანაში, სადაც ინფორმაციის მასობრივი საშუალებების უმრავლესობა, მთელი პოლიტიკური სპექტრი ჩაძირულია უზნეობის ჭაობში, არ არსებობს არაფერი წმინდა, გარდა ერთეული ადამიანებისა, რომლებსაც, მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ შესწევთ ძალა და გამძლეობა, რომ წინ აღუდგნენ ყველანაირ გარყვნილებას…

_ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა ან მათი შეზღუდვა, რა საფუძვლითაც უნდა მოხდეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ დაძაბულობას გამოიწვევს დასავლეთსა და ჩვენს ხელისუფლებას შორის?

_ რა, ისრაელში თუ არის აკრძალული რაღაც-რაღაცები, რომელიმე ქვეყანაზე ნაკლები დემოკრატია აქვთ?! აბა, გაბედოს ვინმემ და უთხრას მათ ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს მოსმენების უფლება; ან ვინმემ გაბედოს და შეეხოს მათ რელიგიას… მაინც და მაინც ამ ცისფრებისა და პედარასტების პროპაგანდაში უნდა ვედრებოდეთ ევროპას?! მაშინ რაღად გვინდა საერთოდ ეს დამოუკიდებლობა, ავდგეთ და იურიდიულად მივიუერთდეთ რომელიმე დასავლურ სახელმწიფოს. რა მნიშვნელობა აქვს ან კანონის არსებობას, ან კონსტიტუციის, თუ მაინც ვიღაცამ უნდა გვიკარნახოს გარედან, რა ჩავწეროთ ამა თუ იმ დოკუმენტში?!

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო, დღეს საქართველო ჩაძირულია უღმერთობისა და უნამუსობის, წარმოუდგენელი აღვირახსნილობის მორევში…

დიმიტრი ლორთქიფანიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძე

ემზადებიან სამოქალაქო კოდექსში გარკვეული ცვლილებების შესატანად, რომლებითაც მოხდება ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციის დაშვება

დიმიტრი ლორთქიფანიძე, იურისტი, უფლებადამცველი:

_ ნეოლიბერალური ძალებისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგია სრულიად ნათელია. სწორედ მათი და მათი დასავლელი მამა-მარჩენლების აქტიურობის შედეგად 2010 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც სხვადასხვა რელიგიურ კონფესიას იურიდიული სტატუსი მიენიჭა და გამოეყო დაფინანსება ბიუჯეტიდან, აქტუალურია კონკორდატის საკითხი. რატომ? _ იმიტომ, რომ ეს იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ამ ე.წ. ნეოლიბერალებს აღელვებდათ და არაერთი მაღალი ტრიბუნიდან, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდანაც, გაკეთებულა განცხადება, რატომ კონკორდატი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იგივე პირობები რატომ არა სხვა კონფესიებს. დღეს უკვე ხმამაღლა ისმის ეს პრეტენზიები და მეტიც, განცხადებები ერთგვარ კოალიციურ რეჟიმში კეთდება. მაგრამ, ვფიქრობ, მათ არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საკმაოდ მკაფიოდაა გაწერილი კონსტიტუციაში.

რაც შეეხება მიზეზს, რომლის გამოც სამღვდელოება და პირადად მისი უწმინდესობა მუდმივად სამიზნეში ჰყავთ ამოღებული ამ ორგანიზაციებს, ძალიან მარტივი ახსნა აქვს: ყველა გამოკითხვითა და კვლევით, ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტი დღეს ქვეყანაში არის სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. აი, ეს უშლით მათ ნერვებს და აფრთხობთ, ამიტომ არის წარმოუდგენლად დიდი რესურსები მიმართული იქით, რომ ხვალ-ზეგ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა იაროს ეკლესიაში. ეს არის მათი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ტოლერანტობის საფარქვეშ ეკლესიის დაკნინებასა და დისკრედიტაციას.

 _ რამდენიმე დღის წინათ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა აუცილებლად კანონით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებენ ჩვენი კანონმდებლები მის რჩევადარიგებას?

_ არსებობს ვალდებულება, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებზე მომუშავე ევროპული კომისიის მიერ რეკომენდაციების სახით გავრცელდა ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში და რომლის ფარგლებშიც საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოს ე.წ. ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო პარტნიორობა. ეს ყველაფერი, როგორც შემდგომ გაირკვა, უნდა იყოს ერთგვარი საკანონმდებლო კომპენსაცია იმ ჩანაწერის გამო კონსტიტუციაში, რომელიც ოჯახის დეფინიციას ეხება.

ახლა რაც შეეხება შეკითხვას: გაითვალისწინებენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებსა და დირექტივებს? _ ისინი, ალბათ, მოერიდებიან ამის პირდაპირ გაკეთებას, რადგან იციან, რა რეაქციაც მოჰყვება ხალხისგან, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ემზადებიან სამოქალაქო კოდექსში გარკვეული ცვლილებების შესატანად, რომლებითაც მოხდება ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციის დაშვება. ამ ცვლილებას მიიღებენ ძალიან მშვიდად, წყნარად და ზედმეტი ხმაურის გარეშე, რაც, ფაქტობრივად, იქნება იმავე ქორწინების დაკანონება, იმიტომ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და სამოქალაქო პარტნიორულ უფლებებს, სამემკვიდრეო სამართლის თვალსაზრისით, ერთნაირი შედეგი მოაქვს და არანაირი განსხვავება ამ ორ პოზიციას შორის არ არსებობს.

მამა გურამი (გამცემლიძე)
მამა გურამი (გამცემლიძე)

.. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ნაყიდი და დაქირავებული მოღალატეები არიან

მამა გურამი (გამცემლიძე), დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი:

_ დღეს საქართველოში მოქმედი ყველა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, მართლმადიდებლობის მტრები არიან და მიზანმიმართულად ებრძვიან დედაეკლესიას. ასე იყო შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც, ნაციონალების მმართველობის პერიოდშიც და ასეა დღესაც. მათთან არ შეიძლება არც ერთ საკითხზე ლაპარაკი. ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ნაყიდი და დაქირავებული მოღალატეები, რომლებიც მოქმედებენ კონკრეტული ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ამოცანებით…

_ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მართლმადიდებლობას პრივილეგიურ მდგომარეობაში აყენებს და ამით რელიგიის თავისუფლება ირღვევა. თქვენ, როგორც სასულიერო პირი, რას უპასუხებთ მათ?

_ მათ რომ ჰკითხოთ, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაც უნდა დავაკანონოთ: კაცი კაცზე უნდა დაქორწინდეს, ქალი _ ქალზე… ამას ნორმად აცხადებენ, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: რა პროპაგანდაც არ უნდა მიდიოდეს, რა თანხებიც უნდა დაიხარჯოს და რა ძალისხმევაც უნდა მიმართონ ადამიანების ცნობიერებაზე ზემოქმედებისთვის, ამ სიბინძურეს ქართველ ხალხს მაინც ვერ მოახვევენ თავს. სოდომია არის უმძიმესი ცოდვა და ამას ვერ შეცვლიან, ხოლო, თუ ხელისუფლება მიიღებს მას, როგორც ნორმას, გადაჰყვება ამ ცვლილებას.

რაც შეეხება “ლიბერალების” წუხილს, რომ მართლმადიდებლობას განსაკუთრებული როლი და ადგილი აქვს ქვეყანაში, ეს ასე იყო ისტორიულად და ასე უნდა იყოს დღესაც. ჩვენ მართლმადიდებლობამ მოგვიყვანა აქამდე. ამის ხაზგასმა და აღნიშვნა არავის დისკრიმინაცია და, მით უფრო, უფლებების შეზღუდვა არ არის. ასე რომ, თუ პირდაპირ ჩაიწერება კონსტიტუციაში, რომ მართლმადიდებლობა უპირატესია და განსაკუთრებული ადგილი უკავია, მისასალმებელი იქნება. ვინც ამაში ცუდსა და დისკრიმინაციულს ხედავს, მისი პრობლემაა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here