Home რუბრიკები საზოგადოება მასწავლებელი გადაწყვეტს, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” ძირითად თუ დამხმარე სახელმძღვანელოდ აირჩიოს

მასწავლებელი გადაწყვეტს, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” ძირითად თუ დამხმარე სახელმძღვანელოდ აირჩიოს

1873
დედა ენა

განათლების მინისტრის განცხადებით, არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც შეტანილია სკოლაში და პედაგოგები წყვეტენ, რომელი აირჩიონ სასწავლებლად.

როგორც ცნობილია, უკვე გვაქვს სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი “დედა ენის” ექვსამდე სახელმძღვანელო, რომლებითაც სკოლაში, როგორც აქამდე, კვლავაც ასწავლიან. წლეულს განათლების მესვეურებმა იაკობ გოგებაშვილსაც “დართეს ნება”, რომ სხვა ავტორების “დედა ენასთან” ერთად შევიდეს სკოლაში. შემდეგ კი პედაგოგი  აირჩევს, რომლით ასწავლოს.

დედა ენა

ასე რომ, ახალი სასწავლო წლიდან ქართულ სკოლებში  იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” დაბრუნდება და სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს მას. მიუხედავად ამისა, პოლემიკა ამ წიგნის გარშემო კვლავაც მიმდინარეობს _ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე წიგნს დღესაც ბევრი ჰყავს დამცველი თუ დამწუნებელი.

დედა ენა

“სხვა ავტორების გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც არსებობდა, რჩება და ამას ემატება გოგებაშვილის “დედა ენა”, რომელიც შესაძლებელია, რომ პედაგოგმა ისარგებლოს როგორც დამხმარე რესურსად, ისე ძირითად რესურსად, ამას უკვე ადგილზე წყვეტს კონკრეტული პედაგოგი კონკრეტულ კლასში”, _ განაცხადა განათლების მინისტრმა ბატიაშვილმა.

ასეა: მექოთნეს საითაც უნდა, ქოთანს ყურს იქით გაუკეთებს.

1 COMMENT

  1. არავითარი არჩევითი..ფუძე უნდა იყოს დედა ენა ქართული ენის რაზედაც დაიზარდა და კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი.(შეწყდეს პროპაგანდირება დაუყონებლივ და მეტიც კანონდასჯადი გახდეს უგულებყოფა დედა ენისა .მამული ენა სარწმუნოება – ეს საქართველოა უფლისგან ბოძებული ❤

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here