Home ახალი ამბები მსოფლიო მასობრივი ხელახალი შეიარაღება მსოფლიოს გადანაწილების დაწყების სიგნალია

მასობრივი ხელახალი შეიარაღება მსოფლიოს გადანაწილების დაწყების სიგნალია

69

მსოფლიოს სახელმწიფოებმა თავიანთი არმიების ხელახალი  შეიარაღება  დაიწყეს და ეს ან უბრალო დამთხვევაა, ან უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაცია იქცა კატალიზატორად პროცესებისა, რომლებსაც მსოფლიოს გადანაწილება მოჰყვება. პროგნოზის გაკეთება ჯერ, ალბათ, ადრეა, მაგრამ კითხვა _ ვინ იქნება შემდეგი? _ რიტორიკული სულაც არ ჩანს.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ “შემდეგ” ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან ბირთვული სახელმწიფოები, რადგან ასეთ ომში გამარჯვებული არ იქნება. თუმცა იმისათვის, რომ “გაარკვიონ ურთიერთობა” და გაინაწილონ გავლენის სფეროები, საჭირო არ არის პირისპირ შეჯახება (ამას ადასტურებს უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება). რა საჭიროა პირდაპირი დაპირისპირება, თუკი  შეიძლება ჰიბრიდული ომის წარმოება?!

მხოლოდ ფაქტები

რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა “სამხედრო რელსებზე” გადაჰყავს, საბერძნეთმა ისე აქტიურად დაყო შეიარაღება, რომ თურქეთი შეშფოთდა, თანაც პრეზიდენტმა ერდოღანმა დასავლეთს ბრალდება წაუყენა: “თქვენი ნდობა არ შეიძლება”. შეგახსენებთ, რომ ათენი დასავლელი მოკავშირეებიდან იღებს ფრეგატებს, წყალქვეშა ნავებს, თვითმფრინავებს, თურქეთს უკვე აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო არსენალი, მაგრამ ბერძნების შეიარაღების წინააღმდეგია და აფრთხილებს ათენს, რომელიც უსტყვოდ ასრულებს კოლექტიური დასავლეთის მითითებებს, დასკვნები გამოიტნოს უკრაინის მაგალითისგან”.

გერმანიამ განაცხადა, რომ არმიის მოდერნიზაციისთვის 100 მლრდ ევროს გამოყოფს. რით დასრულდა 1930-იან წლებში ამ ქვეყნის “გადაიარაღება” ყველამ კარგად იცის.

საფრანგეთის შემდეგ აფორიაქდა პოლონეთიც. ამ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, გერმანია “ისე, უბრალოდ” არ იარაღდება, და შეიძლება არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქროს, არამედ პოლონეთსაც დაარტყასო. სწორედ ამიტომ დაიწყო პოლონეთმაც შეიარაღება.

იაპონიამ, რომელიც აქამდე პაციფისტური კონსტიტუციით ცხოვრობდა, უცებ გაზარდა თავისი სამხედრო ბიუჯეტი 74 მლრდ დოლარამდე. ეს მაგალითები ადასტურებს, რომ მსოფლიოში გავლენის სფეროების ახალი გადანაწილება იწყება, მსგავსად იმისა, როგორიც მოხდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებით შემდეგ.

დღეს ევროკავშირი და აშშ “უკრაინის დახმარებას” თავიანთი მოძველებული სამხედრო აღჭურვილობის თავიდან მოსაშორებლად  და საკუთარი არმიების შეიარაღების მოდერნიზაციისთვის იყენებენ. მათ, ვინც მსოფლიოში განსაკუთრებულ როლზე აცხადებენ პრეტენზიას, კურსი თავიანთი სამხედრო ძალების განახლებაზე აქვთ აღებული. როგორ მოახერხებენ განზრახვის რეალიზაციას, მალე დავინახავთ. რაც შეეხება უკრაინას, მის ადგილას ყოფნას არავინ ისურვებდა, რადგან უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, არასახარბიელო ბედი ელის. ამიტომ არც ერთი საღად მოაზროვნე ლიდერი თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე კონფლიქტის გაჩაღებას არ მოისურვებს. კონფლიქტები იქნება იმ მარიონეტულ ჯუჯა სახელმწიფოებში, რომლებსაც მართავენ  კორუფციაში ჩაფლულიდა გარე ძალებზე დამოკიდებული გარკვეული განწყობის მქონე რეგიონული ელიტები, ან ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ამჟამად ვიღაცის მაღალი ინტერესის სფეროშია”, _ განაცხადა სისტემური პოლიტიკური ჯგუფებისა და ჰუმანიტარული პროექტების ინსტიტუტის დირექტორმა ანატოლი გაგარინმა.

გიორგი გაჩეჩილაძე     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here