Home ახალი ამბები მარინ ლე პენი: ქ. მერკელ და ბ. ოლანდ თქვენ ამერიკის მონები ხართ!...

მარინ ლე პენი: ქ. მერკელ და ბ. ოლანდ თქვენ ამერიკის მონები ხართ! (ვიდეო)

1360
თქვენ ამერიკის მონები ხართ
საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი და ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი გამართულ  შეხვედრაზე ფაქტობრივად „თავს დაესხა“  გერმანიის კანცლერს. მან მერკელს და ოლანდს ამერიკის მონები უწოდა. მისი სიტყვა შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებით ის მონაკვეთი, როდესაც მან აღნიშნა, რომ იგი ამაყობს იმით რომ არაფრით ჰგავს მერკელს. ლე პენმა აღნიშნა, რომ იგი არ დაუშვებს მოხდეს ევროპის ვასალიზაცია გერმანიის კურატორობით ევროპაში და მხოლოდ მათთან ითანამშრომლებს ვინც ზურგს შეაქცევს ევროკავშირს.

“მადლობა ქალბატონო მერკელ, რომ აქ მოხვედით თქვენს ვიცე-კანცლერთან ერთად, ასევე პროვინცია საფრანგეთის ადმინისტრატორს. თქვენ გამოცხადით ამ შეხვედრაზე ერთი უბრალო მიზეზის გამო, თქვენი ევროკავშირი კოლაფსირებულია, კრიზისს განიცდის, ცდილობს თავი გადაირჩინოს დაღუპვისგან და ამას შანტაჟით და მუქარებით ცდილობს, ბანკირები ხალხს ძარცვავენ, მოქმედებს სრული მონოპოლია და ჯანსაღი კონკურენცია იზღუდება, არ არსებობს თავისუფლება და სამართალი!

ჩემი მოდელი კი თავისუფლებაა, რომლის მიხედვითაც მრავალპოლუსიანი მსოფლიო იქნება და არა ამერიკის ერთპიროვნული მმართველობა, უნდა შეწყდეს მასიური ემიგრაცია, რომელიც ანგრევს ევროპულ სახელმწიფოებს!

ვინმე თუ მეტყვის, რომ მე ვარ ანტი-მერკელი ეს ჩემთვის საამაყო იქნება! ქალბატონო მერკელ მე თქვენ არ გაღიარებთ! გერმანული ინტერესები არ ამართლებს დანარჩენი ევროპის ვასალიზაციის ფაქტს. მ ედღეს აქ წარმოვადგენ სხვა, განსხვავებული ევროპის ხმას.. თავისუფალი ევროპის! იმათ ხმას, ვინმაც ზურგი შეუტრიალა ევროკავშირს, რადგან მათ უნდათ ერი და არა ევროკავშირი. მე ვარ იმ ფრანგების ხმა ბატონო ოლანდ, რომლებიც თქვენ შეგიტრიალდათ, ისევე როგორც სარკოზს შეუტრიალდნენ თავის დროზე!“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა.

https://www.youtube.com/watch?v=SkeUZ2DG2Mw

“ევროპა გვიკრძალავს დავიცვათ“ ამ სათაურით ფრანგები აგროვებენ  ხელნაწერებს მარინ ლე პენის მხარდასაჭერად.  ფრანგები ღიად იცავენ ნაციონალური ფრონტის ლიდერის პოზიციებს, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა მოუხსნა ლე პენს დეპუტატის ხელშეუხებლობის გარანტია. შესაბამისი პეტიცია, რომელიც მოითხოვს შეწყვეტილ იქნას ლე პენის დევნა პოლიტიკური ნიშნით, მოამზადა ფრანგმა სტუდენტმა ტომა ბალდასმა. როგორც აღნიშნა RT-ის ავტორმა საუბარში, პოპულიზმა დღეს ქვეყანაში  ძლიერად მოიკიდა ფეხი, ლიდერებმა უნდა მოისმინონ ხალხის მოთხოვნები, რადგან სწორედ ისინი არიან  საზოგადოების ინტერესების წარმომადგენლები და დამცველები ხელისუფლებაში. ამ წუთისთვის პეტიციას ხელი 7 000 მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

2 მარტს ჩამოერთვა ლე პენს დეპუტატის ხელშეუხებლობის გარანტია. ამის მიზეზი გახდა ჩატარებული გამოძიება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება პარტიის ლიდერს: 2015 წელს ლე პენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც უკავშირდებოდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საქმიანობას.

RT-ის წარმომადგენელი გაესაუბრა 23 წლის სტუდენტს, ტომა ბალდასს, რომელმაც მოამზადა ეს პეტიცია, სადაც იგი მოითხოვს აღუდგინონ ლე პენს დეპუტატის ხელშეუხებლობის გარანტია.

„ჩემმა პეტიციამ მოაგროვა 6 000 მეტი ხელმოწერა (პირველ სამ დღეში), შეიზლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ცოტაა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით იმას თუ რა სისწრაფით ჩამოართვა ევოკავშირმა იმუნიტეტი ლე პენს, ასეთი გამოხმაურება ძალიან კარგი შედეგია ამ მცირე დროში, ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით. ვიქრობ, რომ უახლოეს დღეებში პეტიციას ეყოლება 500 000-დან მილიონამდე ხელმომწერი.

პოპულიზმი ქვეყანაში დღეს მოწოდების სიმაღლეზეა. მათ გადაწყვიტეს მოეხსნათ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტი, რათა ძალაუფლებისათვის ბრძოლისას დაეკნინებინათ მარინ ლე პენის შანსები.

ყველას შესანიშნავად გვესმის, რომ ქალბატონ ლე პენს სურდა თავის Twitter-ზე ათვირთული ფოტოთი მხოლოდ იმის ჩვენება, რომ ასეთი ტერორისტული ორგანიზაცია მხოლოდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისათვის. ესენი ელოდებოდნენ საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებას, რათა შემდეგ ეს გამოეყენებინათ მის წინააღმდეგ და დაედანაშაულებებინათ ლე პენი ორგანიზაციასთან კავშირში.

ევროპა გვპირდება რომ დაგვიცავს, მაგარამ ამავდროულად გვიკრძალავს ჩვენ დავიცვათ“. – განაცხადა ტომა ბალდასმა RT-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს ყოველივე ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ხელი შეუშალონ მარინ ლე პენის კამპანიას, რადგან მისი შანსები დღითიდღე იზრდება, მას რეალურად ყველაზე მეტად აქვს შანსი გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტი ამ საპრეზიდენტო არჩევნებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here