Home ახალი ამბები მსოფლიო მარია ზახაროვა: აშშ-მა დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს

მარია ზახაროვა: აშშ-მა დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს

2099
მარია ზახაროვა: აშშ-მა დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს

რუსეთს სურს, ევროკავშირიდან, ნატოდან, დიდი შვიდეულიდან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან აშშში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე კომენტარები მოისმინოს, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ბრალდებებისა და კრიტიკის ქარიშხალს აფრქვევენ, აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც უნდა გააკეთონ კომენტარი. “მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ევროკავშირი, ნატო, დიდი შვიდეული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რიგი ქვეყნების მიმართ ბრალდებებისა და კრიტიკის ქარიშხალს ვხედავთ, არის ეს საჭირო თუ არა, ჩვენ გვსურს, მათი კომენტარის მოსმენა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც”, _ განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, აშშ-მა დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს. “დღეიდან აშშ-ს ამის მორალური უფლება აღარ აქვს. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის ის, რომ მათ ცოტა ხნის წინ დატოვეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, მათ შესაძლოა, წინასწარ განჭვრიტეს ეს შედეგი”, _ დასძინა მარია ზახაროვამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here