Home ახალი ამბები მსოფლიო მარგარიტა სიმონიანი: სად არის ფაშინიანის სოროსი, სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი, მაკრონი?

მარგარიტა სიმონიანი: სად არის ფაშინიანის სოროსი, სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი, მაკრონი?

760
მარგარიტა სიმონიანი: სად არის ფაშინიანის სოროსი, სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი, მაკრონი?

მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმინისტრი ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა აშშისგან დახმარების მიღებას, სომხებს უფლება არ აქვთ, გააკრიტიკონ რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების შეყვანის გამო”, _ განაცხადა telegramარხზე საინფორმაციო პორტალ Russia Todayის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.

“ნებისმიერმა სომეხმა, რომელიც ახლა ბედავს რუსეთის გაკრიტიკებას, თავისი ბინძური ენა უნდა მოიჭრას”, _ განაცხადა მან. სიმონიანმა აღნიშნა, რომ სომხებმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა გააკრიტიკონ, რადგან ნებაყოფლობით დასვეს ხელისუფლების სათავეში ერის მოღალატე, რომელმაც ისინი სომეხი ხალხის ერთადერთ მხსნელ ქვეყანასთან დააპირისპირა და ყველაფერი გააკეთა ვითარების ასე განვითარებისთვის.

“სად არის მისი სოროსი, სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი, მაკრონი და კიდევ სხვები? ისინი რუკაზეც ვერ იპოვიან სომხეთს, ერევანსაც ვერ იპოვიან, არათუ სტეფანაკერტს. თითოეულმა სომეხმა უნდა იცოდეს: რუსეთი რომ არა, ყარაბაღი მთლიანად დაიკარგებოდა. ჰკითხეთ ყარაბაღის ხელმძღვანელს”, _ განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა.

ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here