მთავარი საქართველო მამუკა მდინარაძე: კორუფციამ შეაღწია იქ, სადაც ვერსადროს წარმოვიდგენდი.. საპატრიარქოში!!

მამუკა მდინარაძე: კორუფციამ შეაღწია იქ, სადაც ვერსადროს წარმოვიდგენდი.. საპატრიარქოში!!

982
გააზიარეთ
დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პლანეტაზე სიძულვილის ატმოსფერო სუფევს. ხალხი ორად არის „გახლეჩილი“ საქმითაც და აზრითაც. არსებული პოლიტიკური სპექტრის მიერ არჩეულ კურსზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, ეკლესიის გარშემო ატეხილ სკანდალზე და ქვეყნაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ ,,საქართველო და მსოფლიო“ დაუკავშირდა  პროფესორ მამუკა მდინარაძეს.

– ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო ატეხილი სკანდალებისა და განცხადებების  შემხედვარე მოსახლეობამ ნდობა დაკარგა  სასულიერო პირების მიმართ, ბზარი გაჩნდა.  როგორ შეაფაებდით საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს?

 –კორუფციამ  შეაღწია იქ, სადაც ვერსადროს წარმოვიდგენდი, საპატრიარქოში. ყველაფერი, რაც ახლა იქ ხდება სიყალბეა. მე სიმართლის გამარჯვების არ მჯერა, რადგან ყველაფრის უკან   ხელისუფლება დგას. ჩვენ სიმართლეს არასდროს გვეუბნებიან. საზოგადოება მათ შორის ინტელიგენცია გაჭირვებულ მდგომარეობაშია , იმიტომ რომ კორუფციამ წაიღო ყველაფერი, 100 ათასობით ლარი პოლიტიკოსებისა და გაურკვეველი ადამიანების ჯიბეებში ჩაედინება, ხალხი  კი არავის ახსოვს.

,,ქართული ოცნება“  ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ისინი  ქვეყნას გაამთლიანებდნენ, დასაძლევდნენ არსებულ მძიმე სოციალურ ფონს   და სამართლიანობას აღადგენდნენ. შეასრულა ხელისუფლებამ დაპირებები?

-სამართლიანობა ვერ აღდგება. დემოკრატიის სახელით ხალხს თვალებში ნაცარს აყრიან. ,,ქართულ ოცნებას“  ადამიანები მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ ,  შემდეგ ნახმარი ჩვარივით ისვრიან. ვერც ერთ ჩინოვნიკთან რომ ვერ  შედის ადამიანი, წერილს მიწერ და  აფსურდულ პასუხებს გწერენ ესაა ხალხისა და მთავრობის ერთიანობა? არაფერს მაგათგან კარგს არ უნდა ველოდოთ. თავიანთი ცხოვრება მოიწყვეს და ხალხი ფეხებზე კდიათ.

– როდის დასრულდება ქვეყანაში განუკითხაობა?

-როცა ასპარესზე გამოვლენ დიდი ადამიანები, სულიერად ამაღნებულნი და გონებრივად სპეტაკნი, რომლებიც კორუფციისკენ კი არ იქნებიან მიდრეკილნი, არამედ ხალხის გვერდით დადგებიან. რას ნიშნავს ვიღაც მოსამართლისთვის მილიონის ჩუქება, როცა ხალხი შიმშილობს, როცა პროფესორს პურის ფული ენატრება, როცა ქუჩებსა და მატარებელში უამრავი მათხოვარია. მუხრან მაჭავარიანი, ჩვენი დიდი პოეტი მუდამ ოცნებობდა, რომ დიდი ადამიანები უნდა გამოვიდნენ ასპარესზე მანამდე არაფერი გვეშველებაო, მაგალითად, ისეთი, როგორიც დავით აღმაშენებელი იყო.

-საზოგადოება მუდმივად ორი დაპირისპირებული მხარის ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“  დაუსრულებელ ბრძოლას შეჰყურებს და ძალაუნებურად ხდება მისი მონაწილე. რას ცდილობს ხელისუფლება?

-მტერი კარზეა მომდგარი, ერთი სული აქვთ როდის შემოიჭრებიან და ესენი ხელს უწყობენ. ალბათ,  ვერ ხვდებიან, როგორ უთხრიან სახელმწიფოს ძირს. ჩვენი ქვეყნის დაქცევაა მათი დაპირისპირება, იმიტომ რომ ხალხიც დაუპირისპირეს ერთმანეთს. გამეფდა სიძულვილის გრძნობა და გულგრილობა, რაც ყველაზე საშინელებაა.

– მოსახლეობა სიდუხჭირეში ცხოვრობს, მოსახლეობის პაუპერიზაციის ხარჯზე  კი ხელისუფლება მდიდრდება. ამას ნორმალურად მიიჩნევთ?

-ეს არის ტკბილი ცხოვრებისათვის გადადგმული ნებიჯები, თავიანთ ცხოვრებას იწყობენ. თქვენ გაგიგიათ პროფესორს  180 ლარი ჰქონდეს პენსია და ჩინოვნიკს  5000? შეიძლება ასეთი რამე?  პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციას მივწერე ამის შესახებ და მიპასუხეს, ჩვენ არ ვართ კომპეტენტური გიპასუხოთ ამ წერილზეო. პასუხის მოწერად არ იციან. პერსპექტივა არ ჩანს ამ მთავრობის. არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია ხალხისთვის არაფერი.

-თქვენ ბრძანეთ: ,,საპატრიარქოში გამეფდა კორუფცია, აღზევდა სიმდიდრის მოხვეჭის დაუოკებელი სურვილი, დაუსრულებელი ბრძოლა და სიძულვილი“. მაშ, „სხვა საქართველო სად არის ?“,  რომელსაც ორბელიანი ასე შენატროდა?

– ახლაც არ ვიცი  სად არის სხვა საქართველო. თუ ასე მიძინებული და გაჩუმებული ვიქნებით ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ერთი დიდგორის ომი კიდევ გვაქვს მოსაგები, ამიტომ ხალხი უნდა შეკავშირდეს. თუ ვერ გავერთიანდით და ათასი რჯულის ხალხი დაგვაჯდება თავზე საქართველო  ვერადროს  გამთლიანდება და ვერ გამოვა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის იმყოფებოდა  და იმყოფება ახლაც.

ასე, რომ ბატონო დეპუტატებო და სახელმწიფოს მეთაურებო, თავი დაანებეთ თქვენი „მჭერმეტყველური“ რიტორიკით ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას, დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან, შერიგდით და გაამთლიანეთ საქართველო, სანამ არ გადავჩეხილვართ უფრსკულში და „დახმარების“ მიზნით არ დავუპყრივართ მტერს. მტერი კი კარს არისმომდგარი და ხახა ღია აქვს შესაჭმელად.

 

 

ეკა ზარნაძე

2 COMMENTS

  1. მიხედე შენს თავს, მამუკა! Тоже мне профессор? ვისთან დავჯდეთ მოსალაპარაკებლად? სისხლიან მკვლელებთან და “ნაციონალბანდიტებთან”?, ეგ სისულელე განცემლიძის და რობაქიძის მშობლებთან არ წამოგცდეს. სანამ მკვლელი ბარამიძე და მსგავსნი ნაციონალები
    ციხეში არ იყურყუტებენ, შენც ნუ დაწერ მსგავს რაღაცეებს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here