Home რუბრიკები პოლიტიკა მამუკა არეშიძე: ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ახალგაზრდულ გუნდს უპირატესობა არ ექნებოდა. ახალგაზრდებს...

მამუკა არეშიძე: ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ახალგაზრდულ გუნდს უპირატესობა არ ექნებოდა. ახალგაზრდებს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა აქვთ

3484
მამუკა არეშიძე

წინასაახალწლოდ პარლამენტი სკანდალში გაეხვია. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და დაიბარა, რომ სკანდალურ ინფორმაციებს გამოააშკარავებდა, მაგრამ საზოგადოებას მოლოდინი გაუცრუვდა. მოლოდინი გაუცრუვდათ .. ძველებსქართული ოცნებისრიგებიდან, ნებსით თუ უნებლიეთ წასულ წევრებსაც. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და ერთი წლის ვადაში სიტუაციის მოგვარებას დაჰპირდა ხალხს, ბევრი რამ შეიცვალა. “ოცნებაუნიათოდან შემსრულებელ გუნდად გადაიქცა დამოღალატეებისგარიყვა დაიწყო. ეკა ბესელია ერთერთი მათგანი აღმოჩნდა.

მართალია, ბესელია ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო მოუვიდა კონფლიქტი პარლამენტის თავმჯდომარესთან, მაგრამ მედიაში, კერძოდ, “რეზონანსში”, გავრცელდა ინფორმაცია, რომ, რამდენიმე ხნის წინათ, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებას საჯაროდ ამხელდა, 30-მილიონზე დავა ჰქონდა “საქართველოს ბანკთან”. ოქუაშვილს ამ დავის გადაწყვეტა ეკა ბესელიამ შესთავაზა (ზაზა ოქუაშვილის ცოლი ნატო ჩხეიძე იურიდიული კომიტეტის წევრია პარლამენტში), სოლიდური გასამრჯელო აიღო და ენერგიულად დაიწყო მანამდე არაერთგზის აპრობირებული სქემის განხორციელებაო…

მოკლედ, ბესელიას ბევრი რამ ედება ბრალად, მაგრამ საინტერესოა ამ პროცესებზე იმ ადამიანის აზრი, რომელმაც სიტუაცია შიგნიდან იცის.

სახელისუფლო პარტიაში წარმოქმნილ განხეთქილებაზე გვესაუბრებაქართული ოცნებისერთერთი დამფუძნებელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

_ რა იყო რეალურად ბესელიასა და კობახიძეს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამაზე ლაპარაკი არ ღირს, მთავარია, პრობლემა, რომელიც სააშკარაოზე გამოვიდა. გუნდის ერთი ნაწილი დაუპირისპირდა მეორეს, იმ ერთ ნაწილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ბესელიას დაუწუნეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა, და ამას უწუნებს პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის თამჯდომარეც, თუმცა ბესელია სერიოზულად არ აღიქვამს პარლამენტის თავმჯდომარეს.

თემა, დავა თუ რაც არის, გადაიფარა მოსამართლეების დანიშვნის პრობლემით და შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ ბესელიამ ზუსტი დრო შეარჩია გადადგომისთვის, ის გადადგა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გამო და დანარჩენი საინტერესო აღარ არის… არც ის არის საინტერესო, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ან ბესელია, ან კობახიძე. მთავარია ის, რომ კვდება ბოლო იმედი სამართლიანობის აღდგენის, რომელიც ყველამ ვიცით, რომ დამუხრუჭებულია. ამ მხრივ, უსიამოვნო ვითარებაა.

_ შესაძლოა, რომ ბესელიას ხელით ბიძინა ივანიშვილმა სატელიტი პარტია შექმნას? ეს შეკითხვა საზოგადოებას უჩნდება

_ ეს გამორიცხულია, რადგან ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ტიპი, რომელიც ასეთ რთულ პოლიტიკურ კომბინაციებს დაიწყებს და, სიმართლე ვთქვათ, ეს არც სჭირდება. ახალგაზრდების გუნდის პრობლემა არ არსებობს. ვიცი, საზოგადოებას უნდა, ეს ყველაფერი დაუკავშიროს იმას, რაც შევარდნაძის პერიოდში მოხდა, როცა “მოქალაქეთა კავშირის” ძველი და ახალი თაობა დაუპირისპირდა ერთმანთს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ იქ იყო ზურაბ ჟვანია, რომელიც პოლიტიკურადაც მზად იყო ყველაფრისთვის და განათლებითაც. მსგავსს ვერ შეძლებს ირაკლი კობახიძე. გარდა ამისა, შევარდნაძისდროინდელი ახალგაზრდული გუნდი უფრო მობილიზებული, მოქნილი და განათლებული იყო. დღევანდელი ე.წ. ახალგაზრდული გუნდი, პრობლემას ვერ შექმნის.

_ უპირატესობა .. ახალგაზრდების მხარეს არის

_ რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ახალგაზრდულ გუნდს უპირატესობა არ ექნებოდა. ახალგაზრდებს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა აქვთ.

_ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ საზოგადოების მესიჯები მივიღე და გასაგებია ჩემთვის, რა სურს ხალხსოხალხს რეფორმა სურდა, მაგრამ არა ასეთი

_ ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ ხალხს ხელისუფლების რეფორმა სურდა, მას არ მოუსმენია, ვინმეს რომ ეთქვა, ირაკლი კობახიძე არ გვინდაო. 2012 წლის არჩევნებში ვინც გამარჯვება მოიტანა, იმ ხალხის დაბრუნება სურდა საზოგადოებას. ამის გამო იყო ხალხი განაწყენებული, ადამიანები განაწყენებულები იყვნენ ფსევდორეფორმების, არასწორი ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკის, სამართლიანობის არაღდგენის, პორტირებული ნაცებისა და კოაბიტაციის გამო. კობახიძე არავის არასდროს უხსენებია.

_ კობახიძის გუნდში მართლაც არიან პორტირებულები და მათ საზოგადოება არ სწყალობს. მაგალითად, ზარდიაშვილი

_ კი, არიან ასეთი ადამიანები. იყო იმხანად ზოგიერთი საჯარო სამსახურში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ზარდიაშვილი სხვა თემაა, ის დამნაშავეა, ზუსტად მასთან მოხდა კოაბიტაცია. კობახიძე და მისი მეგობრები სხვა თემაა. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი კურსელები აღმოჩნდნენ საქართველოს პოლიტიკისთვის ყველაზე საჭირონი, ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილის კურსელები, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბით.

ეკა ბესელია-ირაკლი კობახიძე
ეკა ბესელია-ირაკლი კობახიძე

_ ერთი ხელი ურევია ამ საქმეში?

_ არა, ერთი ხელი არ ურევია, ერთი ხედვა ურევია, ეს ეროვნული ტრაგედიაა. საქმეს ნათელ-მირონობით ვწყვეტთ და არა პროფესიონალიზმით.

_ “ძველები” _ ყოფილიოცნებელებირას აპირებთ?

_ ის, რაც ხდება, პოლიტიკური რყევების დამახასიათებელია. ჩავთვალოთ, რომ 2012 წელს მშვიდობიანი რევოლუცია მოხდა, რევოლუცია კი თავის შვილებს ჭამს. “ძველებიდან” პარლამენტში თითო-ოროლა ადამიანი შემორჩა ისეთი, ვინც ამინდს ქმნის, კარგი მდგომარეობა აქვს მხოლოდ გია ვოლსკის, დანარჩენები ჩრდილში არიან. ეს კლასიკური მაგალითია რევოლუციის და, სამწუხაროდ, ეს ასეა დღესაც.

_ თქვენ ამას კლასიკურ მოვლენად აღიქვამთ და არ გაქვთ პროტესტის განცდა?

_ არა, არ მივიჩნევ კლასიკურ მოვლენად და ნორმალურად, რადგან შემცვლელი შეცვლილს უნდა სჯობდეს. ჩვენ შემთხვევაში ასეთი რამ არ არის. ადამიანები, რომლებითაც ჩვენ ჩაგვანაცვლეს, არაფრით გვჯობიან _ არც ქარიზმით, არც ცოდნით, არც გამოცდილებით. ძველს ახალი არ სჯობია.

ირაკლი კობახიძე “ქართულ ოცნებაში” ჩემთან იყო, რეგიონული მართვის სამსახურში. ძალიან კარგად ვიცი, რა რესურსი აქვს, განათლებული და გონიერი ბიჭია, მაგრამ მას არ აქვს პოლიტიკური ხედვა და ლიდერის ქარიზმა.

“ძველებიც” არ იყვნენ გადასარევები, იქაც იყვნენ ისეთები, რომლებიც ვერ ივარგებდნენ ხანგრძლივ პოლიტიკურ მარათონში…

შეიძლება მე ნაწყენი ვიყო მათზე, რადგან ჩემი და მათი საორგანიზაციო საკითხებისადმი მიდგომები არ დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ ნაციონალების მხარეს არასოდეს დავდგები; ჩემი განაწყენება იქამდე არასოდეს მივა, რომ ნებისმიერ არჩევნებში ნაციონალებს დავუჭირო მხარი, რადგან ვარ ერთგული იმ ფასეულობებისა, რომლებითაცქართული ოცნებახელისუფლებაში მოვიდა, უფრო სწორად, საარჩევნო პროცესში ჩაერთო.

ვლაპარაკობ თავდაპირველ იდეაზე, ფასეულობებზე. ჩემთვის მიუღებელია ყველაფერი, რაზეც საუბრობდა “ნაციონალური მოძრაობა” და რასაც ახლა ცდილობენ, რომ გადმოიღონ. ზუსტად ამ მიზეზით, ზუსტად იმიტომ, რომ ჩემთვის წინა ხელისუფლება თავისი იდეებით მიუღებელია, მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილს, ოღონდ მეორე ტურში.

_ როგორ განვითარდება პროცესები? სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, შესაძლოა, ბესელია დააპატიმრონო

_ არ ვიცი, პროცესები როგორ განვითარდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რა იქნება უკეთესი, რა უნდა გაკეთდეს, რათა პროცესები სწორად წარიმართოს. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს დაძაბულობა მოიხსნას, სიტუაცია უნდა დაალაგოს, რადგან ეს პოლიტიკურ პარტიაში რღვევას და საზოგადოების ცნობიერებაში სტრესს გამოიწვევს. თუკი ასე არ მოხდა, გამოვა, რომ ეკა ბესელია გადაჰყვა სამართლიანობისთვის ბრძოლას. ნიუანსებში გარკვევას არავინ დაიწყებსპარტია უნდა დალაგდეს, ყველამ თავის ადგილი უნდა იცოდეს. გუნდურობას ცალმხრივად არავინ თამაშობს. თუკი ამას დაუშვებენ, მიიღებენ იმას, რაც თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ მიიღო _ მან ცალ კარში ათამაშა სააკაშვილი… ამის დაშვება არ შეიძლება, ხანძარი უნდა ჩაქრეს და სკანდალში მონაწილე ყველა ადამიანი დაისაჯოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მიცემული დაპირებები შესრულდეს. დაპირების არშესრულების გამო ყურადღების სხვა თემაზე გადატანის ეს მეთოდი სწორი არ არის.

_ ივანიშვილმა იცის, რა უნდა გააკეთოს? ის, რასაც თქვენ ამბობთ, ივანიშვილმა იცის?

_ ივანიშვილს ვიცნობ კარგად, თუმცა მასთან, დიდი ხანია, შეხვედრა არ მქონია, ვერც იმას გეტყვით, ვინმე თუ ჰყავს გარშემო ისეთი, ვინც ურჩევს, რა უნდა გააკეთოს, ამიტომ ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ.

_ რა მოხდა რეალურად კობახიძესა და ბესელიას შორის? თქვენ საუბრის დასაწყისში თქვით, რომ ეს არ არის მოსამართლეების გამო ატეხილი დავა. კობახიძე და ბესელია ახლობლებისთვის თანამდებობებს ვერ იყოფენ?

_ გაზეთს მხოლოდ საქმეში ჩახედული ადამიანები არ კითხულობენ, მას საზოგადოება კითხულობს. მათთვის მთავარია, რომ მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულს სჩადიოდნენ, უვადოდ არ დაინიშნონ…

_ გამოდის, ბესელია მართალია

_ ასე ჩანს. ბესელია მართალია, ის სწორ პოზიციაზეა. სხვა დანარჩენი საზოგადოებას არ აინტერესებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here