მთავარი პოლიტიკა მამებისა და შვილების ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბოქლომებით ხელში

მამებისა და შვილების ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბოქლომებით ხელში

2120
გააზიარეთ

ვიდრე უშუალოდ გასული კვირის ყველაზე უცნაურ და აქტიურ თემაზე გადავალ, ჯერ გუშინწინდელ ამბებზე, მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა, უფრო ზუსტად, უნდა შევაქოქართული ოცნებისახალგაზრდული ფრთა. როგორც წესი, ჩემს საგაზეთო სტატიებში მწვავე თემებს უფრო ვეხები და არავის არ ვაქებ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ამ ახალგაზრდების საქციელმა მართლა მომხიბლა და თავი ვერ შევიკავე, არ აღმენიშნა.

საქმე ის არის, რომ პირადად მიშა სააკაშვილის მიერ დაფინანსებული აგრესიული ჯგუფები, რომლებიც რატომღაც ამტკიცებენ, რომ ნაცები არ არიან, ამჯერად “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისს მიადგნენ და “მონებო”, “შნირებო” და სხვა შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააყრუეს იქაურობა. მაინტერესებდა, რას დაუპირისპირებდა ამ მუდამ აგრესიულ 200-მდე ვითომ ნეიტრალურ ახალგაზრდასქართული ოცნებისახალგაზრდული ფრთა, რა შეძახილით უპასუხებდნენ აგრესიული ნაცების მხრიდან უშვერ დედის გინებას. მოულოდნელი და მართლა ძალიან ეფექტური იყო მათი მხრიდან შეძახილი _ “ნაცებო!” “ნაცებო!”. ამით ყველაფერი ითქვა, ყველაზე შეურაცხმყოფელი, რაც ადამიანებს საქართველოში შეიძლება აკადრო, ეს არისნაცებო!”, რაშიცქართული ოცნებისახალგაზრდებს სრულიად ვეთანხმები.

საქმეც ის არის, რომ იქ მივარდნილ აგრესიულ ნაცებსაც მაგრად “გაუტყდათ” ეს შეძახილი და ძალიან გამწარდნენ; ალბათ, მათაც ყველაზე მეტად სწორედ ეგ მოხვდათ გულზე. ერთი ძალიან ძველი ანეკდოტი გამახსენდა: ადრეული საუკუნეებია და სომხებსა და ქართველებს სამხედრო კონფლიქტი აქვთ. სომხები ალყას შემოარტყამენ ერთ ქართულ ციხესიმაგრეს და ქართველები გამაგრდებიან. არ გამოდიან ციხესიმაგრიდან. თავს იცავენ და დამხმარე ძალას ელოდებიან. ბოლოს სომხების სარდლობაში ვიღაც მოიფიქრებს “ეშმაკობას” _ ქართველები თავმოყვარეები არიან და მოდი, მივიდეთ ახლოს ციხესიმაგრესთან, ვაგინოთ მაგრად, გაბრაზდებიან, გამოვარდებიან გარეთ და დავხოცოთო. მივა სომხების ლაშქარი ციხესიმაგრესთან და დაიწყებენ გინებას: ქართველებო, თქვენი დედა… თქვენი მამა… თქვენი ჯიში… თქვენი ყველაფერი… ქართველებო, თქვე ასეთებო, თქვე ისეთებო… არ გამოდიან ქართველები. დაიღალა სომხების ლაშქარი და გაჩუმდა. ამ სიჩუმეში გადმოდგა ერთი ქართველი ციხესიმაგრის გალავანზე და დაიძახა: სომხებოოოო! სომხებოო!”

სომხების მხედართმთავარი ბრაზისაგან გალურჯდა. გადახედა სომხების ლაშქარს და _ ამის შერჩენა და პატიება შეუძლებელია, წავედით იერიშზეო!

არ მინდა, ეს ანეკდოტი ვინმემ სომხების შეურაცხყოფად ჩათვალოს. ეს ჩვეულებრივი თბილისური ფოლკლორია. ჩვენში მიღებულია სომხებსა და ქართველებს შორის ასეთი “ანგლობა” და თბილისში კაცი არ მეგულება, სომეხი ძმაკაცი არ ჰყავდეს. მართლა ამ დღეში არიან ახლა ნაცები. ხვდებიან ყველანაირად, რომ ნაცობა მაგრად “ტეხავს” და თან იხტიბარის გატეხვაც არ უნდათ. ეს მათ კომიკურ მდგომარეობაში აგდებს. თუმცა კიდევ უფრო კომიკურ მდგომარეობაში არიან ის ტელევიზიები, რომლებიც აშკარად დიდძალი ფულით ჰყავს მოსყიდული მიშა სააკაშვილს და ისინიც იძულებულნი არიან, მიშას იდიოტური დავალებები შეასრულონ.

სწორედ ერთერთი ასეთი იდიოტური დავალება იყოტვპირველისმიერქართული ოცნებისმთავრობის ერთერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, შვილის დევნა _ გინდა თუ არა გვიპასუხე: სოსო გოგაშვილის შვილი ხარ თუ არაო? საბოლოოდ ნიკა გოგაშვილმა უპასუხა და კარგადაც უპასუხა ახირებილ ჟურნალიტს და სათქმელიც აღარაფერი დაუტოვა, თუმცა სააკაშვილისგან მოსყიდულ ტელეარხებზე, ე.წ. თოქშოუებში მიწვეული ნაცების მხარდამჭერები მაინც ალაპარაკდნენ: აგერ, ჩვენი აქციების მოწინააღმდეგეებთან სოსო გოგაშვილის შვილი დგას და ახლაც იტყვით, რომ მართულები არ არიანო? აი, აქ მივადექით კიდეც ამ სტატიის მთავარ სათქმელს _ “მამებისა და შვილების” ახლებურად გამოხატული ფენომენი ქართულ სინამდვილეში.

ჯერ იმით დავიწყოთ, რომ სოსო გოგაშვილის იქ ყოფნაზე აპელირებდნენ სწორედ ის ტელევიზიები და ჟურნალისტები, რომლებმაც მანამდე დითირამბები უმღერეს და სპეციალური გადაცემები უძღვნეს ნაცების მხარეს ცნობილი პოლიტიკური ლიდერების შვილების დგომას. შალვა ნათელაშვილის, დავით ბერძენიშვილის, ნინო ბურჯანაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის და კიდევ არაერთი, ხალხისთვის საძულველი და ოდიოზური პერსონის შვილები, უკვე დიდი ხანია, ნაცების დაფინანსებულ აქციებზე დგანან და მიუხედავად ამისა, არც ერთ ტელევიზიას არ უთქვამს, _ აი, ნახეთ, მათი იქ დგომით უკვე ნათელია, რომ აქციები მართულიაო. არა, ისინი მაინცგულანთებული ნეიტრალური ახალგაზრდებიარიან, ვისი შვილებიც უნდა იყვნენ, ხოლო სოსო გოგაშვილის შვილს, რომელიც დიდი ფიგურა და ლიდერი არ ყოფილაქართული ოცნებისრიგებში, თურმე თავის მეგობრებთანქართული ოცნებისოფისის წინ დგომის და მათი ახალგაზრდული ფრთის წვერობის უფლებაც კი არ ჰქონია.

მთავარი მაინც ის არის, რომ რამდენიმე ტუტუცმა ჟურნალისტმა ნაცი მამებისა და შვილების ერთად დგომასა და ქართული სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებას “მამებისა და შვილების ბრძოლა” უწოდა და ქართულ ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალიან ცნობილ მოვლენას შეადარა… ამ უვიცებმა ისიც კი არ იციან, რომ ის იყო არა ნამდვილი მამებისა და შვილების, არამედ, უბრალოდ, “მამების თაობისა” და “შვილების თაობის” ბრძოლა. თანაც ბრძოლა ერთმანეთთან ქვეყნის საკეთილდღეოდ უკეთესი გამოსავლის მოსანახავად და უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად და არა მამებისა და შვილების ერთად ბრძოლა ბოქლომებით ხელში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ის იყო ბრძოლა მხოლოდ პირობითად: კალმით, სიტყვით, კამათით…

აი, ეს ოდიოზური მამები კი, თავის გაუზრდელ და უზრდელ შვილებთან ერთად, ყველა მიუღებელი ხერხით, აგრესიით, გინებით, მივარდნით, შეჭრით, ჩხუბითა და აყალმაყალით ებრძვიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და იბრძვიან საკუთარი კარიერისა და სკამებისთვის. ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ, რაც მათ მამებსა და დედებს დარჩათ გადასაჭმელი და წასახდენი ამ ქვეყანაში, ახლა მათ გადაჭამონ და საბოლოოდ დაუსვან წერტილი ქვეყნის განვითარებას.

ისეთ თემას შევეხე, რომ აუცილებლად უნდა გავიხსენო ცნობილი ქართული კინოფილმი “მონანიება”… იქ ბაბუისა და მამის ცუდი საქმეების შემხედვარე ახალგაზრდა ჯერ სინდისის ქენჯნას განიცდის, შემდეგ დეპრესიაში ვარდება და ბოლოს თავისი უახლოესი წინაპრის არაადამიანური ცოდვების გამო თავსაც კი იკლავს.

მახსოვს, საქართველოს უახლოეს წარსულში როგორ გავარდებოდა ხოლმე ხალხში ხმა _ ამა და ამ რაიკომის მდივნისა თუ ცეკას მდივნის შვილმა თავადვე მოსთხოვა პასუხი თავის მშობელს წარსულში ნამოქმედარის გამოო. ზოგზე ამბობდნენ, _ სახლიდან წავიდა და ოჯახს აღარ ელაპარაკებაო და ა.შ. განსაკუთრებით ხშირი იყო ასეთი შემთხვევები 1989 წლის 9 აპრილის დღეებში, როდესაც საქართველოს პარტიულ ჩინოსნებს დატრიალებულ ტრაგედიაში საკუთარი ოჯახის წევრები ადანაშაულებდნენ, ზოგჯერ ისე, რომ ის კონკრეტული პირი რეალურად სულაც არ იყო დამანაშავე _ არც მას გამოუწვევია ეს ტრაგედია და ვერც მის შეჩერებას ვერ შეძლებდა…

მაგრამ მაშინ სხვა შეგნება, სხვა ნამუსი და სხვა აღქმა იყო რეალობის. ახლა კი, როგორც ვუყურებთ, შვილებს მამების მიქარულის გამო სინდისის ქენჯნა კი არ აწუხებთ ან ბოდიშის მოხდა კი არ სურთ საზოგადოებისთვის, პირიქით _ ისევ იქით იქაჩებიან, რათა მამების ადგილი ახლა თვითონ დაიკავონ და უფრო უარესი ჩაიდონონ; ალბათ, იმაზე გაცილებით უარესიც, რასაც მათი ხალხისგან საყოველთაოდ მიუღებელი და ოდიოზური მამები სჩადიოდნენ ქვეყნისა და ხალხის საზიანოდ. შვილმა ხომ უნდა აჯობოს მამას?!

მეც უკვე “მამების” თაობას მივეკუთვნები და, ასე თუ ისე, მაინც გული მწყდება, რომ ამ ბავშვებმა ასეთი ადრეული ასაკიდან უნდა ატარონ ის უმძიმესი ტვირთი, რომელსაც ხალხის სიძულვილი, საზოგადოების მხრიდან ზიზღი და მოუღებლობა ჰქვია. არადა, მათი ნაგავი მამების საქციელიდან გამომდინარე, ეს გარდაუვალია.

ამ ცნობილმა ვირთხებმა ვერც გასული დღეების მოვლენებით ისწავლეს ჭკუა და, როდესაც რამდენიმე ადგილზე უკვე მოხდა ახალგაზრდების ხელჩართული დაპირისპირება, მაინც არ იშლიან თავისას, ბოლომდე აწვებიან და ისევ აქეთ აბარალებენ ბიძინა ივანიშვილსა თუ “ოცნების” სხვა ლიდერებს “ახალგაზრდების დაპირისპირებაში ჩათრევას. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ შვილებს მოუწოდონ, რომ ადამიანებთან სამსახურებში მივარდნა, მათთვის “მონებისა” და “შნირების” ძახილი, დედის გინება და მსგავსი აგრესიული ქმედებები ყოვლად მიუღებელი საქციელია და სწორედ ეს იწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას…

ამ ადამიანებისთვის საკუთარი მიზნის მისაღწევად, საკუთარი სკამის მოსაპოვებლად, კუჭის გასაძღომი ბინძური ფულის მოსაპოვებლად წინ ოჯახის წევრების აფარება არ არის უჩვეულო ამბავი _ ხან ძმა აუფარებიათ და გაუწირავთ, ხან _ ცოლი, ხან _ დედა და მამა… ახლა კი, როგორც ჩანს, შვილების წინ აფარების დროც მოვიდა…

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here