მთავარი საქართველო ” მამა რომ ხარ, ან ძმა, 14 წლის გოგო, დილის 4 საათზე...

” მამა რომ ხარ, ან ძმა, 14 წლის გოგო, დილის 4 საათზე სახლში რომ მოგივა და კრინტს არ დაძრავ და გადაბრუნდები”

802
გააზიარეთ
ეროვნული ფორუმის ერთ–ერთი ლიდერი: გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძის თქმით, ის რომ გამოცდები 11 000 მოსწავლემ ვერ ჩააბარა და ჩაიჭრა ეს არის მშობლების და არა მოსწავლეების ბრალი. თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე,  ამ შეკითხვას სანიკიძემ მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში სტუმრობისას უპასუხა. 

“ის, რომ ბავშვმა არ იცის ვინ იყო ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, მარტო სკოლის ბრალი კი არა, დედამისის და მამამისის ბრალია. მე ვიცი გლეხის ოჯახები ჩემ სოფელში, სადაც დაბადებულმა და გაზრდილმა გოგო-ბიჭებმა იცოდნენ ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი. დღეს, შენ პასუხს რომ არ აგებ არაფერზე, მამა რომ ხარ, ან ძმა, დილის 4 საათზე 14 წლის გოგო სახლში რომ მოგივა, გადაბრუნდები და კრინტს არ დაძრავ, სახელმწიფო რა შუაშია?” – განაცხადა სანიკიძემ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here