მთავარი საზოგადოება მამა დავითი (ქვლივიძე): რით შედიან ევროპაში, ნარკომანიით და სოდომიით? ეს არის ქართული...

მამა დავითი (ქვლივიძე): რით შედიან ევროპაში, ნარკომანიით და სოდომიით? ეს არის ქართული კულტურა?!

1378
გააზიარეთ
დეკანოზი დავითი (ქვლივიძე)

მიმდინარე მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავითი (ქვლივიძე).

_ მამაო, 16 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანაფის დათესვისა და მარიხუანის შეძენაშენახვამოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას. საკანონმდებლო ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას 70 გრამამდე გამომშრალი და 140 გრამამდე ნედლი მარიხუანის, აგრეთვე, 140 გრამამდე მცენარე კანაფის შეძენაშენახვაგადაზიდვისა და პირადი მოხმარების შემთხვევაში. რა შედეგს მოიტანს ეს საკანონმდებლო ცვლილება? ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეები ამბობენ, რომ მარიხუანას ისედაც ბევრი მოიხმარს.

_ არ არის სწორი მიდგომა, _ ისედაც ბევრი ეწევა და არ უნდა აიკრძალოსო. მაშინ, საერთოდ, რა საჭიროა პოლიცია? მათი ლოგიკით, არ უნდა დაისაჯოს მკვლელობის, ქურდობის, ყაჩაღობის, ძალადობის ჩამდენი. ამ დანაშაულებსაც ხომ სჩადის ვიღაც?

რაც შეეხება შეკითხვას, ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება დაღუპავს ქვეყანას. ჩვენ ამ თემაზე ადრეც გვისაუბრია და არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული პროპაგანდის შედეგი. ხელისუფლებაში მოკალათებული გარკვეული ძალები კი დავალებას გულმოდგინედ ასრულებენ… ახლა ვიღაც ამაზე ქირქილს დაიწყებს და იტყვის, _ რა სისულელეა, აქ ლაპარაკია მხოლოდ “მსუბუქ ნარკოტიკზეო”… არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი, ნარკოტიკი ნარკოტიკია. თავდაპირველად ყველა იწყებს მარიხუანით და მერე გადადის სხვაზე, ამის სტატისტიკაც არსებობს. ასე რომ, ცხადია, რას მოიტანს ეს ცვლილება.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ რამდენიც უნდა იძახონ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ქართულ დემოკრატიას სჭირდებაო, ვფიქრობ, ასე არ არის. ეს ცვლილება გამოიწვევს ნარკომანიის წახალისებას. და, თუ დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ისედაც ბევრი ეწევა, აკრძალვას რა აზრი აქვსო, ხვალ ყველა მოწევს. პირდაპირ ქუჩაში მიიღებენ ნარკოტიკს ადამიანები, სკოლაში მოწევენ ბავშვები დადაბოლილებიივლიანამას მოჰყვება სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე გადასვლა, მერე _ ოჯახიდან ნივთების გატანა, ქურდობა და სხვა მრავალი დანაშაული. ეს გვინდა?! სწორედ ეს პროცესები გვხევს უკან. შეხედეთ სხვა ქვეყნებს, რომლებშიც, უკვე დიდი ხანია, ნარკოტიკები ლეგალიზებულია, რაიმე კარგი მოიტანა ამ ყველაფერმა?! ამის მაგალითად კოლუმბიაც და ავღანეთიც გამოდგება. საბოლოოდ, კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება ქვეყნის დაღუპვა და დაქცევა. ვის უნდა ეს? _ საქართველოს მტრებს, მათ, ვისაც ქართველი ხალხის ეროვნული იდენტობა აღიზიანებს და ძალ-ღონეს არ იშურებს, ერის მეხსიერებიდან წაშალოს ყველაფერი ქართული, ტრადიციული… აი, ეს არის ამ ყველაფრის მიზანი და ამისთვის ირჯებიან, თორემ ქართული დემოკრატია მათ არ აინტერესებს.

_ თქვენ თქვით, რომ ეს ყველაფერი გარედანაა თავსმოხვეული. მოდი, დავაკონკრეტოთ: ვინ და რა ძალები დგანან ამ პროცესების მიღმა?

_ ვინ აფინანსებს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ვინაა მათზე გადამკვდარი? ვინ მიაღებინა წინა მოწვევის პარლამენტს “ანტიდისკრიმინაციული კანონი” და ვინ კურატორობს ლგბტ-თა გამოსვლებს? დამალული ხომ არაფერია. გაიხსენეთ თუნდაც ჯო ბაიდენის ცნობილი განცხადება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიოში სექსუალური უმცირესობების უფლებები დავიცვათო; ან ამერიკის საელჩო რა განცხადებებს აკეთებდა საქართველოში, როცა ხალხმა არ დაუშვა სოდომიის პროპაგანდა… აი, ეს ძალებია რეალურად ამ პროცესების მამოძრავებელი, თორემ საქართველოს ხელისუფლებას ისევე არ ეკითხებიან არაფერს, როგორც მე და თქვენ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი, თავიანთი პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ, უსიტყვოდ ასრულებენ ყველაფერს, რასაც უბრძანებენ “ანტიდისკრიმინაციული” კანონის მიღებას დაავალებენ და მიიღებენ მაშინვე, ნარკოტიკების ლეგალიზება იქნება საჭირო, იმწუთას მზადაა საკანონმდებლო ინიციატივა… ნურაფერი გვიკვირს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, ერთ დღეს გარყვნილების პროპაგანდა დააკანონონ, მეორე დღეს კი პატრიარქის გვერდით დადგნენ სააღდგომო წირვაზე.

_ “მსუბუქი ნარკოტიკისდეკრიმინალიზაციას სხვა ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციაც მოჰყვება?

_ არამხოლოდ დეკრიმინალიზაცია, მალე ლეგალიზებაც მოხდება და მეტი ახალგაზრდა დაიღუპება, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. ისედაც კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს დემოგრაფიული თვალსაზრისით და, ყოველი მეორე ახალგაზრდა ნარკოდამოკიდებული რომ გახდება, ნარკომანმა ქალმა და კაცმა როგორ უნდა შექმნას ზნეობრივი ოჯახი? ან ბავშვი როგორი გაიზრდება ნარკომანების ოჯახში, მას ხომ თავიდანვე დაუმახინჯდება ცნობიერება?!

_ თუმცა ბოლო პერიოდშის ტელევიზიები გაშმაგებით ეწევიან პროპაგანდას, რომ .. მსუბუქი ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. პირიქით _ უფრო მისდადებითმხარეებზე უფრო საუბრობენ.

_ რა თქმა უნდა, ასეც იქნება. აბა, იმას ხომ არ გეტყვიან, რომ ერისა და ქვეყნის მტრები არიან?! სოდომიაზეც იმავეს არ ამბობენ, _ არც ცოდვაა და არც გადახრა, ბუნებრივი მდგომარეობააო. გარდა ამისა, რომ გაიძახიან, ჩვენი კულტურითა და ცივილიზებულობით შევალთ ევროპაშიო, ჯერ ერთი, საკითხავია, გვჭირდება თუ არა და რას მოგვიტანს დღევანდელი ევროპა; შემდეგ _ რით შედიან ევროპაში, ნარკომანიით და სოდომიით? ეს არის ქართული კულტურა?! არ მინდა, დავიჯერო, რომ ქართველ ხალხს ისე დაებინდა გონება, რომ ვერ არჩევს შავს თეთრისგან და ვერ ხვდება იმას, რაც ელემენტარული ჭეშმარიტებაა

_ რამდენიმე დღის წინათ ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენაშენახვის ბრალდებით დაკავებული მომღერლების მხარდასაჭერად. თუ კი გარედანაა თავსმოხვეული ნარკოტიკების დეკრიმინალიზების თემა, საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში რატომ არის ასეთი განწყობა?

_ თავდაპირველად, მინდა, ვთქვა, რომ არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბევრის აზრით, აღნიშნულ აქციაზე ადამიანთა უმრავლესობა შეიკრიბა იმ მიზნით, რომ გაეპროტესტებინა პოლიციის ძალადობრივი ქმედება. აქციის ანონსიც ეს იყო. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ნარკომანიის პროპაგანდას, ვფიქრობ, გარკვეულწილად, დასავლური ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მსხვერპლნი არიან, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი დასრულდება ეს პროპაგანდა, ადამიანები აღარ მოიწამლებიან სიბინძურით. ამიტომაა, პირველ რიგში, სათავეები აღმოსაფხვრელი, რათა გარყვნილებას არავინ დაარქვას ნორმა, სოდომიას _ ბუნებრივი მდგომარეობა, ნარკომანიას _ დემოკრატია და თავისუფლება…

_ თქვენ, როგორც სასულიერო პირი, რას ეტყვით კანონმდებლებს?

_ მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ქართველ ერს და მის ტრადიციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღვთისგან პასუხი მოეთხოვებათ. სახარებაში წერია ასეთი იგავი: ბატონი თავის მონებს დაუტოვებს ფულს _ ტალანტს. პირველს დაუტოვებს ერთ ტალანტს, მეორეს _ ორს, მესამეს _ ხუთს. უკან დაბრუნებულს ხუთი ტალანტის მფლობელი ათს დაახვედრებს, ორის მფლობელი _ ოთხს, ხოლო ერთის მფლობელი _ კვლავ ერთს. ბატონი გაკიცხავს ერთი ტალანტის მქონეს, ხოლო დანარჩენ ორს შეაქებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეკითხება. ამიტომ მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს ქვეყანას, რადგან ერის შეურაცხყოფისთვის პასუხს აგებენ. შეგვიძლია, ასევე, გავიხსენოთ ბიზანტიის მაგალითი. ბიზანტიის იმპერატორმა და ეკლესიამ უღალატა ტრადიციებს, შეურაცხყო სარწმუნოება და გადარჩენის მიზნით მიიღო კათოლიკობა. შედეგად ძლევამოსილი იმპერია დაემხო, თურქებმა უღირსი ეპისკოპოსები და პატრიარქი გადააყენეს და დააწინაურეს მართლმორწმუნე მართლმადიდებელი ბერძნები. თურქებს ეშინოდათ, რომ გაკათოლიკებული ბიზანტიელები საერთო ენას გამონახავდნენ ფსევდოქრისტიანებთან და აჯანყებას მოაწყობდნენ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზნეობრივად მოვიქცეთ, თორემ ღმერთი გარეშე პირების ხელით მოაგვარებს სიტუაციას და, ამ გარეშე პირებში ვინც იგულისხმება, ალბათ, ყველა ვხვდებით.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

_ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ნარკომანია ცოდვაა, მაგრამ, ამასთანავე, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, როდესაც ადამიანი მარიხუანის მოწევის გამო რვაწლიან სასჯელს იხდის. ეს, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. სახელმწიფომ ამ პრობლემას სხვაგვარად უნდა ებრძოლოს. პირველ ჯერზე ადამიანმა საჭიროა, გადაიხადოს ჯარიმა. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა უნდა გაიზარდოს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ არის დასაქმებული და გადახდისუნარიანი, შეიძლება მას დაევალოს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესრულება. მაგალითად, ქუჩების დასუფთავება, გაზონის მორწყვა, მშენებლობაზე მუშობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, შეიძლება, ზემოაღნიშნული ჯარიმა მიებას კომუნალურ გადასახადებს. ეს განაპირობებს იმას, რომ ოჯახი კიდევ უფრო მეტად ჩაერთვება ადამიანის რეაბილიტაციის პროცესში. ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია ეკლესიის როლიც. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად შეეცდება ვითარების გამოსწორებას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here