Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ისაკაძე): ლგბტ მოძრაობა ჩვენი ერის გენოციდია. ეს არის, ფაქტობრივად, ომი...

მამა დავითი (ისაკაძე): ლგბტ მოძრაობა ჩვენი ერის გენოციდია. ეს არის, ფაქტობრივად, ომი ქრისტიანობის, ზნეობის, მორალისა და ადამიანობის წინააღმდეგ

5603
მამა დავითი (ისაკაძე)

17 მაისს საქართველოსმეოცნებეხელისუფლებამ დასავლელიმეგობრებისმითითებითა დარჩევადარიგებითმთავრობის კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტა და სოროსის ფონდიდან დაფინანსებულარასამთავრობო ორგანიზაციებსკორდონს მიღმა რამდენიმე საათით ლგბტ დროშის ფრიალის საშუალება მისცა.

მანამდე კი პირბადიანმა ზონდერებმა დედაქალაქში ერთგვარი წმენდა ჩაატარეს და, ფაქტობრივად, ყველა ლიდერი, რომლებსაც საზოგადოების დარაზმვა მეტნაკლებად შეეძლოთ, სრულიად უმიზეზოდ პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 12 მაისის სპეცოპერაციით შეშფოთებულმა დასავლეთმა ძალოვანი უწყებების მინისტრებს თითი უქნია და კატეგორიულად მოსთხოვა, 17 მაისსჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისაღნიშვნა უზრუნველეყოთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ მხოლოდ გეგმა მინიმუმის შესრულება შეძლო და ამით თავისი ისედაც დაცემული პოლიტიკური რეიტინგი თითქმის ნულამდე დაიყვანარა პრეცენდენტი შექმნა ქვეყანაშიოცნებამამ ქმედებით (“ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისაღნიშვნით) და რა დივიდენდებს მიიღებს ამის სანაცვლოდდემოკრატიული დასავლეთიდან”, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე).

_ მამაო, 17 მაისს ხელისუფლებამ თბილისის ქუჩებში, ფაქტობრივად, ერთგვარი სპეცოპერაცია ჩაატარა იმისთვის, რომ სოროსის გრანტით დაფინანსებულ რამდენიმეარასამთავრობო ორგანიზაციასმთავრობის კანცელარიასთან ლგბტ დროშა აეფრიალებინა. რა ნიშნავს ეს ჩვენთვის _ საზოგადოებისთვის და რას უნდა ველოდოთ ამ პროცესების კვალდაკვალ მომავალში?

_ პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლებაზე ძალიან დიდი წნეხია, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. ამდენი ხანია, ლგბტ მოძრაობა გეგმავდა ამ ღონისძიებას და დიპლომატიური კორპუსი პირდაპირ, როგორც წარმმართველი ძალა, ისე გაუძღვა მათ. ამ ადამიანების მიმართ, “სექსუალურ უმცირესობებს” ვგულისხმობ, არანაირი ფობია არ მაქვს, პირიქით, მეცოდებიან, რადგან უმძიმეს ცოდვაში ცხოვრობენ, მაგრამ ფაქტია: მათ “უფლებებზე” მუდმივ აპელირებას კარგად იყენებენ ის ძალები, რომლებსაც სამიზნეში ჰყავთ ამოღებული, როგორც ეკლესია, ისე მთლიანად ქართველი საზოგადოება და, საკმარისია, რამე ფორმით ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის სურვილი გამოვლინდეს, მაშინვე იწყება იარლიყების მიკერება _ “ფაშისტი”, “ნაცისტი”, “ჰომოფობი”… ასე ხდება ნიადაგის შემზადება რეპრესიული პოლიტიკისთვის, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად უნდა მოსპოს და გაანადგუროს საზოგადობაში ეროვნული მსოფლმხედველობა. აი ასე უნდა გარდაიქმნას ქართველი საზოგადოება საბოლოოდ ნეოლიბერალურ საზოგადოებად, რომელიც მიიღებს ყველაფერს, რასაც დასავლური გლობალისტური იდეოლოგია შესთავაზებს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, დღეს მმართველ გუნდში, ალბათ, არის ხალხი, რომელსაც არ მოსწონს ის, რასაც დასავლეთიდან კარნახობენ, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, მათზე პირდაპირ მიდის პოლიტიკური ტერორი. ადრე დასავლეთი, ასე თუ ისე, მაინც ცდილობდა, რაღაცით შეეფუთა ეს ტერორი, მაგრამ დღეს ამასაც აღარ აკეთებს. არ მოეწონებათ რამე _ გამოგზავნიან რომელიმე არც ისე მაღალი რანგის მოხელეს და ის, ფაქტობრივად, თითის ქნევით იძლევა ინსტრუქციებს. აი, ეს არის მათი დემოკრატია და ადამიანის უფლებები, საზოგადოებას კი, რომელსაც ეს არ მოსწონს, ერთი ხელით აშინებენ, მეორეთი თვალში ნაცარს აყრიან…

_ წნეხი ახსენეთ და, მოდი დავაკონკრეტოთ, რა ფორმით ხორციელდება ხელისუფლებაზე ეს წნეხი

_ პირდაპირ ბრძანების, დირექტივის, მუქარის ფორმით, რომ, რადაც უნდა დაუჯდეთ, სექსუალურ უმცირესობებს მისცენ მათთვის სასურველ დროსა და ადგილას ნებისმიერი ღონისძიების გამართვის საშუალებას. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას წელს მიუთითეს, რომსაჭიროების შემთხვევაშიის ხალხი, რომლისთვისაც ლგბტ მოძრაობის ღონისძიება მიუღებელია, დაერბია. სხვათა შორის, ამის წინააღმდეგი არც ისლიბერალებიიქნებოდნენ, რომლებიც თითქოს სიყვარულსა და შემწყნარებლობას ქადაგებენ ტრიბუნიდან. ამასწინათ ვნახე კადრები, როგორ მიმართა ერთმა ლგბტ აქტივისტმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს: “მეზიზღებით, თეთრო ჰეტეროსექსუალებოო”. ეს არის უკიდურესად აგრესიული, ზიზღის ენით მოლაპარაკე ადამიანების ჯგუფი, რომელსაც აქვს პრივილეგია, ასე საჯაროდ გამოხატოს სიძულვილი. თუმცა, სხვამ რომ მიმართოს მათ ანალოგიური სიტყვებით, დარწმუნებული ვარ, ციხეში გაუშვებენ ან, უკეთეს შემთხვევაში, იმ პიროვნების წინააღმდეგ წავა საშინელი კამპანია, რომ საშინლად აგრესიული და ჰომოფობია და ა.შ. აი ეს ადამიანები გველაპარაკებიან დღეს ზნეობაზე, დემოკრატიასა და უფლებებზე, ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სახლში შემოგვიცვივდნენ და ფიზიკურად გაგვანადგურონ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ლგბტ მოძრაობა ჩვენი ერის გენოციდია. ეს არის, ფაქტობრივად, ომი ქრისტიანობის, ზნეობის, მორალისა და ადამიანობის წინააღმდეგ…

_ თქვენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის ფრაზა, რომელიც გაისმა დათეთრი ჰეტეროსექსუალებისმიმართ სიძულვილს გამოხატავს?

_ ამ ახალგაზრდამ, ფაქტობრივად, გაიმეორა მაიკლ სვიფტისმანიფესტისსიტყვები: “მეზიზღებით, თეთრო ჰეტეროსექსუალო ღორებო!” მაიკლ სვიფტი, მოგეხსენებათ, ლგბტ მოძრაობის მთავარი იდეოლოგია, რომელმაც 1987 წელს ჰომოსექსუალების ჟურნალში სკანდალური ტექსტი გამოაქვეყნა. მასში დაუფარავად არის გამჟღავნებული ის აგრესიული, ექსტრემისტული დამოკიდებულება ნორმალური სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ, რაც ამ ე.წ. უმცირესობებს, როგორც თითქოს ჩაგრულ ჯგუფებს, თავიდანვე ჰქონდათ. ეს ერთი. ახლა რაც შეეხება კანის ფერზე ხაზგასმას, მან თქვა “თეთრი ჰეტეროსექსუალი”. არის თუ არა ეს რასობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, რასიზმი?! მე არ მომისმენია ამ ფაქტზე არც ერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასება. რატომ? მე რომ გამეკეთებინა ასეთი რასისტული განცხადება, გაჩუმდებოდნენ?! აი ეს არის ზუსტად ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მათ ამხელს და აშიშვლებს, საზოგადოება კი ყველაფერს ხედავს და, საბედნიეროდ, მიუხედავად გაშმაგებული “ლიბერალური” პროპაგანდისა, ყველაფერს ხვდება…

_ დავუბრუნდეთ დასავლეთის წნეხის თემას. ვთქვათ, ხელისუფლება არ დაემორჩილა დირექტივებს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

_ როგორ და როგორც დასვეს და ჩააბარეს ძალაუფლება, ისე გაისტუმრებენ. მე თუ მკითხავთ, რას ვიზამდი, ხელისუფალი რომ ვიყო, გეტყვით, რომ გადავდგებოდი. არ ვიცი, ამის შემდეგ სად და როგორ ვიქნებოდი, მაგრამ რომელი პოზიციიდანაც შევძლებდი სიმართლისთვის ბრძოლას, იქ დავდგებოდი. რაც შეეხება კონკრეტულად 17 მაისს, ჩვენ ვნახეთ აგრესიული ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელიც ლგბტ დროშის ფრიალით, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ გაგვანადგურებს. ცხადია, მათ ამის ძალა და საშუალება რომ ჰქონდეთ, არც დაფიქრდებოდნენ…

_ ისე, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, ანტიდასავლური დაანტილიბერალურიგანწყობა დღითიდღე იზრდება. ეს ნათლად გამოჩნდა 13 მაისის ღამის აქციაზეც. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას მაშინ, როცა სატელევიოზიო მედიის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად საპირისპირო პროპაგანდას ეწევა?

_ ერთია, რას აჩვენებს ტელევიზია, რით წამლავს, აბრმავებს ადამიანებს, და მეორე _ რა ხდება თვითონ მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა პროპაგანდაც უნდა მუშაობდეს, დღეს საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ის, რასაც ვიღაც ეძახის ადამიანის უფლებებს, სინამდვილეში ადამიანის გარყვნა და დაცემაა; ხოლო ის, რასაც ნორმად აცხადებენ, ყოველგვარ ზნეობრივ ნორმას სცილდება. მეორეც _ თანამედროვე “ლიბერალიზმმა” უკვე ისეთი რეპრესიული ხასიათი მიიღო, ძნელია, საზოგადოების ისე დაბრმავება, რომ ვერ მიხვდეს, რასთან აქვს რეალურად საქმე, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არ არის. როგორი მუხტიც უნდა იყოს, საზოგადოებაში მაინც უნდა გამოჩნდნენ ლიდერები, ადამიანები, რომლებიც განათლებით, წესიერებითა და რწმენით იქნებიან სამაგალითო.

_ დღეს ხედავთ პოლიტიკურ ასპარეზზე ასეთ ადამიანებს?

_ მე შეიძლება ბევრ რამეს და ვინმეს ვხედავ, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერჯერობით საქართველოში არ არის გარემო, რომ საღ ძალებს პროცესების მართვის რესურსი ჰქონდეთ, თუმცა მე ვადევნებდი თვალყურს, ამ დღეეებში რაც ხდებოდა, და, სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდების აქტიურობამ, მათმა ერთიანობამ გამაკვირვა. ეს ნამდვილად არის იმედის მომცემი და ვფიქრობ, სწორედ ამ გულანთებულ ახალგაზრდებში ჩამოყალიბდებიან მომავალი ლიდერები _ განათლებული, სუფთა, წესიერი და პატიოსანი ადამიანები, რომლებიც იმისთვის კი არ იბრძოლებენ, რომ ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და თვითონ იყვნენ კარგად, არამედ იმისთვის, რომ საქართველო იყოს თავის ეროვნულ ფესვებზე, ტრადიციებსა და სარწმუნოებაზე დაფუძნებული ძლიერი სახელმწიფო…

_ 13 მაისს, ღამით, ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის წინააღმდეგ წყლის ჭავლის მანქანები, სპეცრაზმი და ასეულობით პოლიციელი გამოიყვანა. “ოცნება”, ალბათ, მზად იყო, ხალხისთვის 7 ნოემბერი და 26 მაისი მოეწყო. რას ეტყოდით თუნდაც იმ სამართალდამცველებს, რომლებიც ბრძანების შემთხვევაში, შესაძლია, პირნათლად შეასრულებდნენ თავიანთმოვალეობას”?

_ კიდევ ვიმეორებ: ხელისუფალი რომ ვყოფილიყავი და გარედან მოეხდინათ ჩემზე წნეხი: გინდა, არ გინდა, დაარბიეო, გადავდგებოდი. რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოქალაქეები არიან და მჯერა, ყოველ შემთხვევაში მინდა, მჯეროდეს, რომ “ლიბერალური” ტერორი და სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე ლგბტ ადამიანები მათაც ისევე არ მოსწონთ, როგორც თითოეულ ჩვენგანს.

აქვე მოკლედ მინდა შევეხო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემასაც და ამით დავასრულებ. ის ადამიანები, რომლებიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ხელს შეუწყობენ, პირველ რიგში, საკუთარი შვილების, სამშობლოსა და, რაც მთავარია, ღმერთის მოწინააღმდეგენი არიან; და რაც მალე გათავისუფლდება ქვეყანა ასეთი ხალხის მმართველობისგან, მით უკეთესი. ამ ხალხს არ აქვს არც მორალური, არც ზნეობრივი და საერთოდ, არანაირი უფლება, ქვეყანა რომ მართოს. ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ ძალაუფლება ასეთი ადამიანების ხელში ტრაგედიაა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here